"რუსთავი 2" ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით კომპანია GFK-მ ჩაატარა. პროპორციულ არჩევნებში პარალელური დათვლის შედეგებით ზღვარს მხოლოდ სამი პარტია გადალახავს. შედეგები ასეთია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 39,9%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 32,74%
საარჩევნო ბლოკი "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.76%
როგორც "რუსთავი 2" აღნიშნავს, ამ დროისთვის დათვლილია გამოკითხულ ამომრჩეველთა 90%-ის მონაცემები. GFK-მა ეგზიტპოლი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა, ხოლო კვლევის საველე სამუშაოები "ბისიჯიმ" ჩაატარა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016