კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა
ირაკლი კობახიძე - ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა

სო­ფელ ყი­ზი­ლა­ჯლო­ში, 48-ე უბან­თან "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ მო­წყო­ბი­ლი პრო­ვო­კა­ცი­ის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და, მათ შო­რის მარ­ნე­უ­ლის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, -ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ უბან­თან პრო­ვო­კა­ცია სწო­რედ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ა­წყვეს.

"კერ­ძოდ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 100-ზე მეტი აქ­ტი­ვის­ტი მი­სუ­ლი იყო სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან და მათ სცა­დეს ძა­ლა­დობ­რი­ვი მე­თო­დე­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის ჩაშ­ლა. მათი მი­ზა­ნი იყო რო­გორც ჩანს ყუ­თის გა­ტა­ცე­ბა.

ჩვენ თა­ვი­დან­ვე მო­ვუ­წო­დეთ ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს არ აყო­ლოდ­ნენ პრო­ვო­კა­ცი­ას, არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­სუ­ლიყ­ვნენ ძალ­დობ­რივ მოქ­მე­დე­ბებ­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. ასე­ვე მო­ვუ­წო­დეთ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, რომ ჩა­რე­უ­ლიყ­ვნენ ამ ყვე­ლა­ფერ­ში. რე­ა­ლუ­რად სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი მი­ვიდ­ნენ ად­გილ­ზე და სა­ბო­ლოო ჯამ­ში "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბი ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­ნენ რო­გორც ჩვენს აქ­ტი­ვის­ტებს, ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. ისი­ნი ის­როდ­ნენ ქვებ­საც და ეს არის ტრა­დი­ცი­უ­ლი მე­თო­დი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის". გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აგ­რე­სი­უ­ლო­ბით ისი­ნი სა­მარ­თა­ლა­დამ­ცვე­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ. ამ ყვე­ლაფ­რის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლია სა­მარ­თალდმა­ცი ორ­გა­ნო­ე­ბის რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის მარ­ნე­ულს პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი, რო­მელ­საც ასე­ევ ქვა ეს­რო­ლეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. გარ­და ამი­სა, "იმე­დის" ჯგუფს მათ გა­უ­ტე­ხეს კა­მე­რა", -გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე

მი­სი­ვე თქმით, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში მო­რი­გი სი­ყალ­ბე გავ­რცელ­და, რო­დე­საც მათ თქვეს, თით­ქოს არ იცოდ­ნენ, ვისი აქ­ტი­ვის­ტე­ბი და­ესხნენ სა­არ­ჩევ­ნო უბანს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #არ­ჩევ­ნე­ბი 2016

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი კობახიძე - ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა

ირაკლი კობახიძე - ყიზილაჯლოში "ნაციონალური მოძრაობის" მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა

სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე უბანთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოწყობილი პროვოკაციის შედეგად რამდენიმე პოლიციელი დაშავდა, მათ შორის მარნეულის პოლიციის უფროსი, -ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ უბანთან პროვოკაცია სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მოაწყვეს.

"კერძოდ, "ნაციონალური მოძრაობის" 100-ზე მეტი აქტივისტი მისული იყო საარჩევნო უბანთან და მათ სცადეს ძალადობრივი მეთოდებით საარჩევნო პროცესის ჩაშლა. მათი მიზანი იყო როგორც ჩანს ყუთის გატაცება.

ჩვენ თავიდანვე მოვუწოდეთ ჩვენს მხარდამჭერებს არ აყოლოდნენ პროვოკაციას, არც ერთ შემთხვევაში არ შესულიყვნენ ძალდობრივ მოქმედებებში "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებთან. ასევე მოვუწოდეთ სამართალდამცავებს, რომ ჩარეულიყვნენ ამ ყველაფერში. რეალურად სამართალდამცავები მივიდნენ ადგილზე და საბოლოო ჯამში "ნაცმოძრაობის" აქტივისტები ფიზიკურად დაუპირისპირნენ როგორც ჩვენს აქტივისტებს, ასევე სამართალდამცავებს. ისინი ისროდნენ ქვებსაც და ეს არის ტრადიციული მეთოდი "ნაციონალური მოძრაობის". განსაკუთრებული აგრესიულობით ისინი სამართალადამცველების მიმართ გამოირჩეოდნენ. ამ ყველაფრის შედეგად დაშავებულია სამართალდმაცი ორგანოების რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის მარნეულს პოლიციის უფროსი, რომელსაც ასეევ ქვა ესროლეს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. გარდა ამისა, "იმედის" ჯგუფს მათ გაუტეხეს კამერა", -განაცხადა ირაკლი კობახიძე

მისივე თქმით, "რუსთავი 2"-ის ეთერში მორიგი სიყალბე გავრცელდა, როდესაც მათ თქვეს, თითქოს არ იცოდნენ, ვისი აქტივისტები დაესხნენ საარჩევნო უბანს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."