პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა
ბათუმში დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა

ბა­თუმ­ში, 51-ე უბან­თან "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სიის პირ­ველ ნო­მერს და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­სა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მან­ქა­ნებ­ში მსხდომ ადა­მი­ა­ნებს ეკი­თხე­ბო­და, თუ რო­მე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა მან პა­სუ­ხი ვერ მი­ი­ღო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, უბან­თან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი სი­ე­ბით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ცუდი პრაქ­ტი­კის გად­მო­ნაშ­თია.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მოხ­და 51-ე უბან­თან, ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და მი­ვე­დი. უბან­თან წა­ვა­წყდი გა­ძეძ­გილ მან­ქა­ნას, სა­დაც ის­ხდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ფურ­ცლე­ბით, მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ბი­ლუ­რე­ბით, ხა­ჭა­პუ­რე­ბით. მოკ­ლედ, დიდი ხნით იყ­ვნენ უბან­თან და­ბა­ნა­კე­ბულ­ნი. ეს ვი­თა­რე­ბაა ბა­თუ­მის ყვე­ლა უბან­ზე. ამან გა­მახ­სე­ნა 2010 წელი, როცა ფურ­ცლე­ბი­ა­ნი ქა­ლე­ბი მთელ თბი­ლის­ში იყ­ვნენ მო­დე­ბუ­ლე­ბი, კო­ორ­დი­ნა­ტო­რე­ბი გიგი უგუ­ლა­ვას მხარ­და­სა­ჭე­რად. მას­შტა­ბი ნაკ­ლე­ბია ვიდ­რე იყო მა­შინ, მაგ­რამ რა ცუდი პრაქ­ტი­კაც შე­მო­ი­ტა­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და იმე­ო­რებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა". ზოგ უბან­თან არ მა­ლა­ვენ, რომ ისი­ნი არი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ზო­გან უფრო აგ­რე­სი­უ­ლი არი­ან, ზო­გან ნაკ­ლე­ბად. სა­ინ­ტე­რე­სო იყო 51-ე უბან­თან, სა­დაც ცო­ცხა­ლი თა­ვით არ თქვეს, რო­მე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ, მათ ესირ­ცხვი­ლე­ბათ იმ პარ­ტი­ის და­სა­ხე­ლე­ბა, რომ­ლის ინ­ტე­რე­სებ­საც იცა­ვენ გა­სამ­რჯე­ლოს ფა­სად", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

უბან­თან მყოფ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი არ მო­ი­სურ­ვეს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #არ­ჩევ­ნე­ბი 2016

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბათუმში დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, 51-ე უბანთან "რესპუბლიკური პარტიის" აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველ ნომერს დავით ბერძენიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის დაპირისპირება მოხდა.

დავით ბერძენიშვილი მანქანებში მსხდომ ადამიანებს ეკითხებოდა, თუ რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მან პასუხი ვერ მიიღო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, უბანთან "ქართული ოცნების" კოორდინატორები სიებით არიან მობილიზებული, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ცუდი პრაქტიკის გადმონაშთია.

"ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა 51-ე უბანთან, ადამიანი გარდაიცვალა და მივედი. უბანთან წავაწყდი გაძეძგილ მანქანას, სადაც ისხდნენ ადამიანები ფურცლებით, მომარჯვებული მობილურებით, ხაჭაპურებით. მოკლედ, დიდი ხნით იყვნენ უბანთან დაბანაკებულნი. ეს ვითარებაა ბათუმის ყველა უბანზე. ამან გამახსენა 2010 წელი, როცა ფურცლებიანი ქალები მთელ თბილისში იყვნენ მოდებულები, კოორდინატორები გიგი უგულავას მხარდასაჭერად. მასშტაბი ნაკლებია ვიდრე იყო მაშინ, მაგრამ რა ცუდი პრაქტიკაც შემოიტანა "ნაციონალურმა მოძრაობამ", შეინარჩუნა და იმეორებს "ქართული ოცნება". ზოგ უბანთან არ მალავენ, რომ ისინი არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები. ზოგან უფრო აგრესიული არიან, ზოგან ნაკლებად. საინტერესო იყო 51-ე უბანთან, სადაც ცოცხალი თავით არ თქვეს, რომელი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, მათ ესირცხვილებათ იმ პარტიის დასახელება, რომლის ინტერესებსაც იცავენ გასამრჯელოს ფასად", - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

უბანთან მყოფმა მოქალაქეებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ მოისურვეს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."