სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ნაციონალური მოძრაობა“ - ბათუმის 103-ე უბანზე ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციაა
„ნაციონალური მოძრაობა“ - ბათუმის 103-ე უბანზე ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციაა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ბა­თუ­მის სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას აჯა­მებს. რო­გორც პარ­ტი­ის წევ­რმა პეტ­რე ზამ­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, 103-ე უბან­ზე, რო­მელ­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი მო­ი­გო, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი. მისი თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს ძა­ბავს.

პეტ­რე ზამ­ბა­ხი­ძის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სი­ე­ბით მი­ვიდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან, რამ­დე­ნი­მე უბან­ზე კი "კა­რუ­სე­ლი" დატ­რი­ალ­და.

"41-ე უბან­ზე არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, სი­ხა­რუ­ლი­ძე და ფე­დი­ჩკი­ნი, რომ­ლე­ბიც სი­ე­ბით არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი და ადა­მი­ა­ნებს მი­თი­თე­ბებს აძ­ლე­ვენ, მო­ყავთ ადა­მი­ა­ნე­ბი და აღ­ნიშ­ვნებს აკე­თე­ბენ სი­ებ­ში. ეს ხდე­ბა უბ­ნის შე­სას­ვლელ­თან. 90-ე უბან­ში და­ფიქ­სირ­და "კა­რუ­სე­ლი". სამ­წუ­ხა­როა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "კა­რუ­სე­ლე­ბის" ტრი­ალ­ზე გა­და­ვი­და. უბან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს სამი პი­როვ­ნე­ბა უკვე გავ­ლი­ლი მარ­კი­რე­ბით კი­დევ ცდი­ლობ­და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. 6-ე უბან­ზე კი ისე­თი ადა­მი­ა­ნი შე­ვი­და, რომ­ლებ­საც ორი­ვე ხელ­ზე ჰქონ­დათ მარ­კი­რე­ბა გავ­ლი­ლი, ანუ ორ­ჯერ უკვე ჰქონ­და ხმა მი­ცე­მუ­ლი და აპი­რებ­და მე­სა­მე­ჯერ ხმის მი­ცე­მას. 103-ე უბან­ზე, სა­დაც 2014 წლის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე მო­ი­გო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ", არის სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა. თე­მურ მა­ხა­რა­ძე არის პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, თუმ­ცა არაა ამ უბ­ნის ამომ­რჩე­ვე­ლი, იმ­ყო­ფე­ბო­და უბან­ზე, ასე­ვე, უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე მო­სი­ძე იყო აქვე, ისი­ნი გა­მო­ვიდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან და ეს კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი გვაქვს ჩვენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან იმის­თვის, რომ და­ი­ძა­ბოს ფონი ან შე­ე­ცა­დონ ამომ­რჩე­ველ­ზე იქო­ნი­ონ გავ­ლე­ნა იმი­ტომ, რომ წინა არ­ჩევ­ნებ­ზე ჩვენ მო­ვი­გეთ ეს უბა­ნი", - აღ­ნიშ­ნა პეტ­რე ზამ­ბა­ხი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობა“ - ბათუმის 103-ე უბანზე ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციაა

„ნაციონალური მოძრაობა“ - ბათუმის 103-ე უბანზე ძალოვანი სტრუქტურების მობილიზაციაა

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის საარჩევნო უბნებში არსებულ სიტუაციას აჯამებს. როგორც პარტიის წევრმა პეტრე ზამბახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, 103-ე უბანზე, რომელზეც ”ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები მოიგო, პოლიციელები არიან მობილიზებულნი. მისი თქმით, სამართალდამცველების მობილიზაცია საარჩევნო გარემოს ძაბავს.

პეტრე ზამბახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სიებით მივიდნენ საარჩევნო უბნებთან, რამდენიმე უბანზე კი ”კარუსელი” დატრიალდა.

„41-ე უბანზე არიან ადამიანები, სიხარულიძე და ფედიჩკინი, რომლებიც სიებით არიან მობილიზებულნი და ადამიანებს მითითებებს აძლევენ, მოყავთ ადამიანები და აღნიშვნებს აკეთებენ სიებში. ეს ხდება უბნის შესასვლელთან. 90-ე უბანში დაფიქსირდა ”კარუსელი”. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ”კარუსელების” ტრიალზე გადავიდა. უბანში აღმოაჩინეს სამი პიროვნება უკვე გავლილი მარკირებით კიდევ ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობას. 6-ე უბანზე კი ისეთი ადამიანი შევიდა, რომლებსაც ორივე ხელზე ჰქონდათ მარკირება გავლილი, ანუ ორჯერ უკვე ჰქონდა ხმა მიცემული და აპირებდა მესამეჯერ ხმის მიცემას. 103-ე უბანზე, სადაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არის სრული მობილიზაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა. თემურ მახარაძე არის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, თუმცა არაა ამ უბნის ამომრჩეველი, იმყოფებოდა უბანზე, ასევე, უფროსის მოადგილე მოსიძე იყო აქვე, ისინი გამოვიდნენ საარჩევნო უბნიდან და ეს კადრები გადაღებული გვაქვს ჩვენ. ეს ადამიანები არიან იმისთვის, რომ დაიძაბოს ფონი ან შეეცადონ ამომრჩეველზე იქონიონ გავლენა იმიტომ, რომ წინა არჩევნებზე ჩვენ მოვიგეთ ეს უბანი“, - აღნიშნა პეტრე ზამბახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."