სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული
შს მინისტრი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული

ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა ისე­თი უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი გვაქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნუ­ცხა­და.

მღებ­რიშ­ვი­ლის თქმით, ეს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ადას­ტუ­რებს იმ პირ­თა კავ­შირს და­ნა­შა­ულ­თან, რომ­ლე­ბიც გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არი­ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი.

"და­ახ­ლო­ე­ბით, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჯო­ჯო­ხე­თუ­რი შრო­მა გას­წია შსს-ს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ასე­ვე სუს-მა და პრო­კუ­რა­ტუ­რამ. ჩვენ უმოკ­ლეს დრო­ში შევ­ძე­ლით იმ პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოგ­ვეხ­დი­ნა, ვინც ეს სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს - ვი­სარ­გებ­ლებ შემ­თხვე­ვით და ვუ­სურ­ვებ სწრაფ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბულს. სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­დუ­რე­ბი ახ­ლაც, ყო­ველ წუთს მიმ­დი­ნა­რე­ობს და ყო­ველ სა­ათ­ში ახალ-ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ირ­კვე­ვა. მე ამ დე­ტა­ლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ერ­მა ჩემ­მა კო­მენ­ტარ­მა შე­იძ­ლე­ბა და­ა­ზი­ა­ნოს გა­მო­ძი­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მის ფი­გურ­ნა­ტე­ბის ნა­წი­ლი მი­მალ­ვა­ში იმ­ყო­ფე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, მი­დის თუ არა დარ­ჩო ხე­შუ­აშ­ვი­ლის კვა­ლი უკ­რა­ი­ნა­ში, შს მი­ნის­ტრი პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავს იკა­ვებს.

"ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის უკვე ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ მე თავს შვი­კა­ვე დე­ტა­ლე­ბის გამ­ჟღავ­ნე­ბის­გან. უკვე ზღვა ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს ამ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ", - გა­ნა­ცა­და მღებ­რიშ­ვილ­მა.

ის ასე­ვე არ სა­უბ­რობს თავ­დამ­სხმე­ლე­ბის შე­საძ­ლო მო­ტივ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ტომ ჰქონ­და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მხო­ლოდ ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას, მღებ­რიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ეს შემ­თხვე­ვით მოხ­და.

"ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ჩვენ სა­ერ­თოდ არ გვინ­დო­და გაგ­ვემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­დაც მივ­დი­ვართ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, თქვენ გვხვდე­ბით ხოლ­მე და ძა­ლი­ან ოპე­რა­ტი­უ­ლე­ბი ხართ. ჩვენ არა­ვის­თვის არ გვით­ქვამს და არ­ცერ­თი მე­დი­სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის არ გვიც­ნო­ბე­ბია ის, რომ გუ­შინ ვა­პი­რებ­დით სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბას", - მი­მარ­თა შს მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

შს მინისტრი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული

შს მინისტრი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე - ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული

ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ისეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს მოპოვებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის გამოძიების მიმდინარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მღებრიშვილის თქმით, ეს მტკიცებულებები ადასტურებს იმ პირთა კავშირს დანაშაულთან, რომლებიც გამოძიების პროცესში არიან იდენტიფიცირებულები.

"დაახლოებით, სამი დღის განმავლობაში ჯოჯოხეთური შრომა გასწია შსს-ს თანამშრომლებმა, ასევე სუს-მა და პროკურატურამ. ჩვენ უმოკლეს დროში შევძელით იმ პირების იდენტიფიცირება მოგვეხდინა, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინეს - ვისარგებლებ შემთხვევით და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას ყველა დაზარალებულს. საგამოძიებო პროცედურები ახლაც, ყოველ წუთს მიმდინარეობს და ყოველ საათში ახალ-ახალი დეტალები ირკვევა. მე ამ დეტალების გახმაურებისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ნებისმიერმა ჩემმა კომენტარმა შეიძლება დააზიანოს გამოძიების მიმდინარეობა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, საქმის ფიგურნატების ნაწილი მიმალვაში იმყოფება. რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, მიდის თუ არა დარჩო ხეშუაშვილის კვალი უკრაინაში, შს მინისტრი პასუხის გაცემისგან თავს იკავებს.

"ამ ეტაპზე ძალიან ბევრი რამ არის უკვე ცნობილი, მაგრამ მე თავს შვიკავე დეტალების გამჟღავნებისგან. უკვე ზღვა ინფორმაცია გვაქვს ამ დანაშაულის შესახებ", - განაცადა მღებრიშვილმა.

ის ასევე არ საუბრობს თავდამსხმელების შესაძლო მოტივზე. რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რატომ ჰქონდა სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ერთ ტელევიზიას, მღებრიშვილი განმარტავს, რომ ეს შემთხვევით მოხდა.

"ამ სპეცოპერაციის შესახებ ჩვენ საერთოდ არ გვინდოდა გაგვემჟღავნებინა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სადაც მივდივართ შემთხვევის ადგილზე, თქვენ გვხვდებით ხოლმე და ძალიან ოპერატიულები ხართ. ჩვენ არავისთვის არ გვითქვამს და არცერთი მედისაშუალებისთვის არ გვიცნობებია ის, რომ გუშინ ვაპირებდით სპეცოპერაციის ჩატარებას", - მიმართა შს მინისტრმა ჟურნალისტებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ