"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "პირიმზესთან" მისი ავტომობილის აფეთქების შემდეგ სოცილაურ ქსელში პირველ პოსტს აქვეყნებს:
"სანამ ავეწყვე, სანუგეშო სიტყვებზე პასუხი ვერ გაგეცით. ბევრი საქმეა და სათითაოდ მადლობას ვერ გადაგიხდით. ამიტომ ყველას, ვინც მე, ჩემს ოჯახს გვიგულშემატკივრეთ, გადარჩენა მომილოცეთ, გამამხნევეთ, გამაძლიერეთ, გულითად მადლობას მოგახსენებთ და გპირდებით - ჩვენი გამარჯვებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას ერთი წუთითაც არ შევწყვეტ, იოტისოდენადაც არ შევასუსტებ. რაც შეეხება იმათ, ვინც ჩემი აფეთქების კომენტირებისას თქვენც გაგაოცათ უმსგავსობით, ერთს ვიტყვი - ეგ ადამიანები ავად არიან. მკურნალობას ვურჩევდი, მაგრამ ვიცი, სენი უყვართ და მასში არსებობა ურჩევნიათ. ასემც უქნიათ. მივდივარ ხმის მისაცემად. არ დაგიმალავთ, გავიღვიძე სიხარულის შეგრძნებით იმის გამო, რომ საქართველოს გამარჯვებას ცოცხალი ვნახავ".
იხილეთ ასევე: როგორ ეხმაურებიან გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას ცნობილი ქართველები "ფეისბუქში"