პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა" - ივანიშვილის კომენტარი არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ
"წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა" - ივანიშვილის კომენტარი არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ

თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის და კე­თილ­დღე­ო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თე არ­ჩე­ვა­ნი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმის მი­ცე­მის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

"რა­ტომ არის დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი? - მე ვფიქ­რობ, მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი დღეს მო­ა­ხერ­ხებს და გა­ა­კე­თებს არ­ჩე­ვანს აზ­რით, გო­ნე­ბით და არა ემო­ცი­ე­ბით; გა­აზ­რე­ბუ­ლად და არა რწმე­ნით. რწმე­ნა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს არა­რე­ლი­გი­უ­რი, რა თქმა უნდა. ჩვენ უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში მო­ვა­ხერ­ხეთ, რომ ვი­ღა­ცის გვჯე­რა რა­ღაც დროს, გვწამს და ამ რწმე­ნის მი­ხედ­ვით ვა­ხერ­ხებთ, წლო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ვუ­ჭი­როთ მხა­რი ვი­ღაც პარ­ტი­ას ან პო­ლი­ტი­კოსს. დღე­ვან­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია იმით, რომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ძი­რი­თად­მა ნა­წილ­მა მო­ა­ხერ­ხა, გო­ნე­ბით და აზ­რით გა­ე­კე­თე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი. მე ამას გე­უბ­ნე­ბით წი­ნას­წარ კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ვიცი რა მდგო­მა­რე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ვფიქ­რობ, რომ ხა­რის­ხობ­რი­ვი გარ­და­ტე­ხა მოხ­და, რა­მე­თუ უმ­რავ­ლე­სო­ბამ მო­ა­ხერ­ხა გო­ნე­ბით, გა­აზ­რე­ბით არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ის საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი უნდა იყოს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე გან­მსა­ზღვრე­ლი არის, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა არა ემო­ცი­ე­ბით და რწმე­ნით, არა­მედ გო­ნე­ბით აკე­თებს არ­ჩე­ვანს.

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ტეგ­ზე #არ­ჩევ­ნე­ბი 2016

"წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა" - ივანიშვილის კომენტარი არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ

"წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა" - ივანიშვილის კომენტარი არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ

თავისუფლების, სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის სასარგებლოდ გავაკეთე არჩევანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.

"რატომ არის დღევანდელი არჩევნები ჩემთვის განსაკუთრებული? - მე ვფიქრობ, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს მოახერხებს და გააკეთებს არჩევანს აზრით, გონებით და არა ემოციებით; გააზრებულად და არა რწმენით. რწმენა, მხედველობაში მაქვს არარელიგიური, რა თქმა უნდა. ჩვენ უახლეს ისტორიაში მოვახერხეთ, რომ ვიღაცის გვჯერა რაღაც დროს, გვწამს და ამ რწმენის მიხედვით ვახერხებთ, წლობის განმავლობაში დავუჭიროთ მხარი ვიღაც პარტიას ან პოლიტიკოსს. დღევანდელი არჩევნები განსაკუთრებულია იმით, რომ ჩვენი საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა მოახერხა, გონებით და აზრით გაეკეთებინა არჩევანი. მე ამას გეუბნებით წინასწარ კვლევების მიხედვით, ვიცი რა მდგომარეობაა საქართველოში და ვფიქრობ, რომ ხარისხობრივი გარდატეხა მოხდა, რამეთუ უმრავლესობამ მოახერხა გონებით, გააზრებით არჩევანის გაკეთება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს, თუმცა ყველაზე განმსაზღვრელი არის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არა ემოციებით და რწმენით, არამედ გონებით აკეთებს არჩევანს.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #არჩევნები 2016

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."