ახმეტის საარჩევნო ოლქში, სოფელ ხალაწანში, საუბნო-საარჩევნო კომისიის 2 წევრი "ბურჯანაძე-დემოკრატებიდან" და "ნაციონალური მოძრაობიდან" კენჭისყრის შენობაში არ შეუშვეს 45 წუთის განმავლობაში. კომისიის წევრების თქმით, მათ პასპორტები თან არ ჰქონდათ. ამ ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.
ამის გამო საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე ჩატარებულ პროცედურებში კომისიის აღნიშნულმა წევრებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს. ისინი კენჭისყრის შენობაში 07:45 საათზე შეუშვეს.