არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" ოფისში ტოტალიზატორით ერთობიან
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. არჩევნების დღეს "ქართული ოცნების" გორის ოფისში ტოტალიზატორით ერთობიან. ამის ამსახველი ფოტო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.