პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არის თუ არა განსხვავება ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის - რა უნდა იცოდეს მშობელმა შვილის აცრის შესახებ
არის თუ არა განსხვავება ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის - რა უნდა იცოდეს მშობელმა შვილის აცრის შესახებ

"ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით, მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა" - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემი კი­თხვა" ე.წ. ფა­სი­ან და უფა­სო ვაქ­ცი­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი შე­კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და.

"ფა­სი­ა­ნი და არა­ფა­სი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ ხში­რად არის სა­უ­ბა­რი, დის­კუ­სია. მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია, იმუ­ნი­ზა­ცია, ანუ აც­რე­ბი, რო­მელ­საც ჩვენ უბ­რა­ლოდ ენა­ზე ვე­ძა­ხით, გახ­ლავთ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-ჯან­დაც­ვი­თი ინ­ტერ­ვენ­ცია, რო­მე­ლიც პრე­ვენ­ცი­ას უკე­თებს ბევ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­ა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ტერ­ვენ­ცია ჯერ­ჯე­რო­ბით არ არის", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­და­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ტარ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია 12 ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მი­სი­ვე თქმით, იყო 10, თუმ­ცა ბოლო სამ წე­ლი­წად­ში ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ორი ვაქ­ცი­ნა­ცია და­ა­მა­ტეს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ეს არის აუ­ცი­ლე­ბელ-რე­კო­მენ­დე­ბულ ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­თა კა­ლენ­და­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მია. ასე­ვე წელს გვქონ­და ერთ-ერთი ინო­ვა­ცია, რომ ეს კა­ლენ­და­რი და ის, თუ რა ვაქ­ცი­ნე­ბით ვა­წარ­მო­ებთ ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, ხელ­მის­წვდო­მია სმარ­ტფო­ნებ­ზე. ჩვენ შე­ვი­მუ­შა­ვეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია და ყვე­ლა დე­დის­თვის, ვინც მშო­ბი­ა­რობს, ხელ­მის­წვდო­მია, რათა მან აპ­ლი­კა­ცია უფა­სოდ ჩა­მოტვირ­თოს და მი­ი­ღოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ, თუ რა ვაქ­ცი­ნებს ვი­ყე­ნებთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, 12 ინ­ფექ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ 10 ვაქ­ცი­ნას ვი­ყე­ნებთ, რო­მელ­საც სრუ­ლად ყი­დუ­ლობს სა­ხელ­მწი­ფო", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ვაქ­ცი­ნა­ცია ქვე­ყა­ნა­ში ჯან­დაც­ვის სფე­როს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი პრი­ორ­ტე­ტია და ამა­ზე მე­ტყვე­ლებს ციფ­რე­ბი. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუ 2011-2012 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტი 4 ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი ლარი იყო, წლე­ვან­დე­ლი ბი­უ­ჯე­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 15 მი­ლი­ო­ნი ლა­რია, მო­მა­ვა­ლი წლის ბი­უ­ჯე­ტი კი - და­ახ­ლო­ე­ბით, 19 მი­ლი­ო­ნი ლარი იქ­ნე­ბა.

"ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ბი­უ­ჯე­ტის ზრდა გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გა­და­ვი­და მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­ღალ­ხა­რის­ხი­ან ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ ვაქ­ცი­ნებ­ზე. ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი ნიშ­ნავს, რომ მათი ხა­რის­ხი და მათ­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ძა­ლი­ან მცი­რე გვერ­დი­თი მოქ­მე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ას ახ­ლდეს, მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც გეგ­მუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის და ასე­ვე არა­გეგ­მუ­რიც, მა­გა­ლი­თად, ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და სხვა, არის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და, შე­სა­ბა­მი­სად, ცოტა მეტი ღირს, ვიდ­რე ბა­ზარ­ზეა. ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცია გახ­ლავთ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის და მო­სახ­ლე­ო­ბის დაც­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­თო­დი და ინ­ტერ­ვენ­ცია, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­თუ­ლი იყო", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, როცა სა­უბ­რო­ბენ ე.წ. ფა­სი­ან და უფა­სო ვაქ­ცი­ნა­ზე, ამ კონ­ტექ­სტში იგუ­ლის­ხმე­ბა ე.წ. ჰექ­სა­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ბავ­შვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, გა­სულ წლამ­დე სა­ხელ­მწი­ფოს შე­მოჰ­ქონ­და პენ­ტა­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა, ანუ 5 კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, გა­სუ­ლი წლი­დან კი უკვე ჰექ­სა­ვა­ლენ­ტურ ვაქ­ცი­ნა­ზე გა­და­ვი­და.

"სწო­რედ გა­სულ წლამ­დე ჩვენ შე­მოგვქონ­და პენ­ტა­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა, ანუ 5 კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი, კერ­ძო, სექ­ტორს ჰქონ­და ე.წ. ჰექ­სა­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა და ექი­მე­ბი ხან­და­ხან ურ­ჩევ­დნენ ხოლ­მე, რომ სჯობს ეს გა­კეთ­დე­სო. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ჩვენ­თან ყვე­ლა ვაქ­ცი­ნა, რაც ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით, გახ­ლავთ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ის სად მზად­დე­ბა, რად­გან პრეკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ და დღეს უკვე ბი­უ­ჯე­ტის ზრდის ერთ-ერთი მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ ჩვენ გა­სუ­ლი წლი­დან ჰექ­სა­ვა­ლენ­ტურ ვაქ­ცი­ნა­ზე გა­და­ვე­დით. გარ­წმუ­ნებთ, რომ ვაქ­ცი­ნებ­ში, რაც კერ­ძო სექ­ტორ­შია, ან სა­ხელ­მწი­ფო სექ­ტორ­შია, ხა­რისხთან და­კავ­ში­რე­ბით არა­ვი­თა­რი გან­სხვა­ვე­ბა არ არ­სე­ბობს. გარ­წმუ­ნებთ, რომ ყვე­ლა შე­მო­სუ­ლი ვაქ­ცი­ნა მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა და აბო­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხოა თქვე­ნი შვი­ლე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ჰექ­სა­ვა­ლენ­ტუ­რი ვაქ­ცი­ნა საკ­მა­ოდ ძვი­რია, "მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო წა­ვი­და ამა­ზე, რომ ბავ­შვე­ბის­თვის, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვის უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ვაქ­ცი­ნა მი­ე­წო­დე­ბი­ნა".

არის თუ არა განსხვავება ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის - რა უნდა იცოდეს მშობელმა შვილის აცრის შესახებ

არის თუ არა განსხვავება ფასიან და უფასო ვაქცინებს შორის - რა უნდა იცოდეს მშობელმა შვილის აცრის შესახებ

"ყველა ვაქცინა, რაც საქართველოში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, მაღალი ხარისხისაა და აბსოლუტურად უსაფრთხოა" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

"ფასიანი და არაფასიანი ვაქცინების შესახებ ხშირად არის საუბარი, დისკუსია. მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ვაქცინაცია, იმუნიზაცია, ანუ აცრები, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ენაზე ვეძახით, გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც პრევენციას უკეთებს ბევრი ინფექციური დაავადების განვითარებას. მედიცინის ისტორიაში ვაქცინაციაზე უფრო მნიშვნელოვანი ინტერვენცია ჯერჯერობით არ არის", - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში არსებობს ეროვნული კალენდარი, რომლის მიხედვითაც ტარდება ვაქცინაცია 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ. მისივე თქმით, იყო 10, თუმცა ბოლო სამ წელიწადში ინფექციის საწინააღმდეგო ორი ვაქცინაცია დაამატეს.

იხილეთ ვიდეო

"ეს არის აუცილებელ-რეკომენდებულ ვაქცინაციათა კალენდარი, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია. ასევე წელს გვქონდა ერთ-ერთი ინოვაცია, რომ ეს კალენდარი და ის, თუ რა ვაქცინებით ვაწარმოებთ ქვეყანაში ვაქცინაციას, ხელმისწვდომია სმარტფონებზე. ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური აპლიკაცია და ყველა დედისთვის, ვინც მშობიარობს, ხელმისწვდომია, რათა მან აპლიკაცია უფასოდ ჩამოტვირთოს და მიიღოს სრული ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ, თუ რა ვაქცინებს ვიყენებთ ქვეყანაში, რომელი დაავადებების წინააღმდეგ. როგორც აღვნიშნე, 12 ინფექციის საწინააღმდეგოდ 10 ვაქცინას ვიყენებთ, რომელსაც სრულად ყიდულობს სახელმწიფო", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორტეტია და ამაზე მეტყველებს ციფრები. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, თუ 2011-2012 წლებში ქვეყანაში ვაქცინაციის ბიუჯეტი 4 ნახევარი მილიონი ლარი იყო, წლევანდელი ბიუჯეტი დაახლოებით 15 მილიონი ლარია, მომავალი წლის ბიუჯეტი კი - დაახლოებით, 19 მილიონი ლარი იქნება.

"ვაქცინაციის ბიუჯეტის ზრდა განაპირობებს იმას, რომ საქართველო გადავიდა მხოლოდ და მხოლოდ მაღალხარისხიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებზე. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინები ნიშნავს, რომ მათი ხარისხი და მათგან გამოწვეული ძალიან მცირე გვერდითი მოქმედებები, რომლებიც შეიძლება ვაქცინაციას ახლდეს, მინიმუმამდეა დაყვანილი. ყველა ვაქცინა, რომელიც გეგმური ვაქცინაციისთვის საქართველოში შემოდის და ასევე არაგეგმურიც, მაგალითად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და სხვა, არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კვალიფიცირებული და, შესაბამისად, ცოტა მეტი ღირს, ვიდრე ბაზარზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას გათავისებული აქვს, რომ ვაქცინაცია გახლავთ ჩვენი მომავალი თაობის და მოსახლეობის დაცვის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მეთოდი და ინტერვენცია, აუცილებელია, რომ აქ ყველაფერი გამართული იყო", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, როცა საუბრობენ ე.წ. ფასიან და უფასო ვაქცინაზე, ამ კონტექსტში იგულისხმება ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა, რომელიც ხშირად გამოიყენება ბავშვებთან მიმართებაში. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გასულ წლამდე სახელმწიფოს შემოჰქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, გასული წლიდან კი უკვე ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავიდა.

"სწორედ გასულ წლამდე ჩვენ შემოგვქონდა პენტავალენტური ვაქცინა, ანუ 5 კომპონენტიანი, კერძო, სექტორს ჰქონდა ე.წ. ჰექსავალენტური ვაქცინა და ექიმები ხანდახან ურჩევდნენ ხოლმე, რომ სჯობს ეს გაკეთდესო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან ყველა ვაქცინა, რაც ქვეყანაში შემოდის სახელმწიფო პროგრამით, გახლავთ მაღალი ხარისხის, არა აქვს მნიშვნელობა, ის სად მზადდება, რადგან პრეკვალიფიცირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და დღეს უკვე ბიუჯეტის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ გასული წლიდან ჰექსავალენტურ ვაქცინაზე გადავედით. გარწმუნებთ, რომ ვაქცინებში, რაც კერძო სექტორშია, ან სახელმწიფო სექტორშია, ხარისხთან დაკავშირებით არავითარი განსხვავება არ არსებობს. გარწმუნებთ, რომ ყველა შემოსული ვაქცინა მაღალი ხარისხისაა და აბოსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი შვილებისა და ახლობლებისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ჰექსავალენტური ვაქცინა საკმაოდ ძვირია, "მაგრამ სახელმწიფო წავიდა ამაზე, რომ ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინა მიეწოდებინა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი