პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სუს-ის გამომძიებელს ჩვენება არ მისცა
"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სუს-ის გამომძიებელს ჩვენება არ მისცა

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რმა რუს­კა მჭედ­ლი­ძემ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­მომ­ძი­ე­ბელს ჩვე­ნე­ბა არ მის­ცა. ამის შე­სა­ხებ მან ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი თა­მარ წე­რე­თე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლია და ის პირ­და­პირ ადა­ნა­შა­უ­ლებ­და სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში.

რო­გორც შე­ნო­ბი­დან გა­მო­სულ­მა მჭედ­ლი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ის არ ითა­ნამ­შრომ­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, თუკი საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი არ შე­იც­ვლე­ბა. მი­სი­ვე თქმით, და­კი­თხვის ოთახ­ში გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ურ ზე­წო­ლას ახ­დენ­და და ხმა­მა­ღა­ლი ტო­ნით მი­მარ­თავ­და.

"რომ შე­ვე­დი ოთახ­ში, ქალ­ბა­ტონ­მა წე­რე­თელ­მა გან­მი­ცხა­და, რომ მე ვა­პი­რებ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას, სის­ხლისღვრას ბენ­ზი­ნე­ბით და ამა­ში მდებ­და ბრალს. ამის გამო ის აღ­შფო­თე­ბუ­ლი მიყ­ვი­რო­და. ის ჩემს კარ­ნახს არ წერ­და, წერ­და, რაც თა­ვად სურ­და. მე რო­დე­საც მოვ­თხო­ვე, წა­მე­კი­თხა ჩემი ჩვე­ნე­ბა, მან უარი გან­მი­ცხა­და. ბო­ლოს ჩაგ­ვირ­თო ჩამ­წე­რი და ამის შემ­დეგ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დავ­ტო­ვეთ მე და ჩემ­მა ად­ვო­კატ­მა ოთა­ხი. არ ვა­პი­რებ თა­მარ წე­რე­თელს მივ­ცე ჩვე­ნე­ბა და მო­ვი­თხოვ შე­იც­ვა­ლოს გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. ის არის პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და მო­იქ­ცა ქა­ჯი­ვით ამ და­კი­თხვა­ზე", - გა­ნა­ცხა­და რუს­კა მჭედ­ლი­ძემ.

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რი რუს­კა მჭედ­ლი­ძე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე დღეს და­ი­ბა­რეს. მისი და­კი­თხვა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მჭედ­ლი­ძეს­თან ერ­თად სუს­ში გა­მო­ცხად­და მისი ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლიც. ამა­ვე საქ­მე­ზე და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რამ­დე­ნი­მე გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­დეგ და­ი­კი­თხნენ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ვაჟა მორ­გო­შია და მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლი, გავ­რცე­ლე­ბულ ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ზე სა­უბ­რობ­დნენ. სუს­ში გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სუს-ის გამომძიებელს ჩვენება არ მისცა

"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სუს-ის გამომძიებელს ჩვენება არ მისცა

"თავისუფალი ზონის" წევრმა რუსკა მჭედლიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამომძიებელს ჩვენება არ მისცა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა. მისი თქმით, საქმის გამომძიებელი თამარ წერეთელი პოლიტიკურად ანგაჟირებულია და ის პირდაპირ ადანაშაულებდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

როგორც შენობიდან გამოსულმა მჭედლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის არ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუკი საქმის გამომძიებელი არ შეიცვლება. მისივე თქმით, დაკითხვის ოთახში გამომძიებელი მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა და ხმამაღალი ტონით მიმართავდა.

"რომ შევედი ოთახში, ქალბატონმა წერეთელმა განმიცხადა, რომ მე ვაპირებ სახელმწიფო გადატრიალებას, სისხლისღვრას ბენზინებით და ამაში მდებდა ბრალს. ამის გამო ის აღშფოთებული მიყვიროდა. ის ჩემს კარნახს არ წერდა, წერდა, რაც თავად სურდა. მე როდესაც მოვთხოვე, წამეკითხა ჩემი ჩვენება, მან უარი განმიცხადა. ბოლოს ჩაგვირთო ჩამწერი და ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მე და ჩემმა ადვოკატმა ოთახი. არ ვაპირებ თამარ წერეთელს მივცე ჩვენება და მოვითხოვ შეიცვალოს გამომძიებელი. ის არის პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანი და მოიქცა ქაჯივით ამ დაკითხვაზე", - განაცხადა რუსკა მჭედლიძემ.

"თავისუფალი ზონის" წევრი რუსკა მჭედლიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. მისი დაკითხვა რამდენიმე კვირის წინ სოციალური ქსელით გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. მჭედლიძესთან ერთად სუსში გამოცხადდა მისი ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილიც. ამავე საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე გამოძახების შემდეგ დაიკითხნენ "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები ვაჟა მორგოშია და მარიამ ბაშარული, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სავარაუდოდ რევოლუციურ სცენარზე საუბრობდნენ. სუსში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ