მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აკაურთას ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო
აკაურთას ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო

აკა­ურ­თა­ში არ­სე­ბულ ტა­ძარ­ზე უნებრთვო მი­შე­ნე­ბის დე­მონ­ტა­ჟი და­ი­წყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან აც­ნო­ბეს, ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აკა­ურ­თა­ში მდე­ბა­რე ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძეგლის იერ­სა­ხეს­თან შე­უ­სა­ბა­მო უნე­ბარ­თვო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ 6 სექ­ტემ­ბერს, ბოლ­ნი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს მე­უ­ფე ეფ­რემს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­უგ­ზავ­ნა წე­რი­ლი და მო­ი­თხო­ვა სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მოს­წო­რე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. სა­ა­გენ­ტო­სა და მე­უ­ფე ეფ­რე­მის ძა­ლის­ხმე­ვით, დღე­ი­სათ­ვის, ეკ­ლე­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღე­ბუ­ლია უნე­ბარ­თვო ნა­გე­ბო­ბა.

ბოლ­ნი­სის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აკა­ურ­თა­ში (ბოლ­ნი­სის ეპარ­ქია), მდი­ნა­რე მა­შა­ვე­რის მარ­ცხე­ნა მხა­რეს, ბოლ­ნი­სი­დან 12 კმ-ზე, მდე­ბა­რე­ობს მსხვი­ლი თლი­ლი კვად­რე­ბით ნა­შე­ნი ეკ­ლე­სია (V-VI სს.), რო­მელ­საც აღ­მო­სავ­ლე­თით შვე­რილ - წახ­ნა­გო­ვა­ნი აბ­სი­და აქვს. რო­გორც ჩანს, ეკ­ლე­სი­ის ნავი სვე­ტე­ბით იყო და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი. შე­მორ­ჩე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე რე­ლი­ე­ფუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა. აკა­ურ­თის სამ­ნა­ვი­ა­ნი ბა­ზი­ლი­კა ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბი­საა (მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­ზი­ლი­კის ოთხი სვე­ტი მო­ან­გრი­ეს და სამი ნა­ვის ნაც­ვლად ერ­თი­ა­ნი სივ­რცე მი­ი­ღეს). აკა­ურ­თას ეკ­ლე­სი­ას ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ის უძ­რა­ვი ძეგლის სტა­ტუ­სი 2006 წელს მი­ე­ნი­ჭა. ძეგლი რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლია ის­ტო­რი­ულ ძეგლ­თა დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

აკაურთას ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო

აკაურთას ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო

აკაურთაში არსებულ ტაძარზე უნებრთვო მიშენების დემონტაჟი დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბოლნისის რაიონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე ძეგლის იერსახესთან შეუსაბამო უნებართვო სამუშაოები ჩატარდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 6 სექტემბერს, ბოლნისის მთავარეპისკოპოს მეუფე ეფრემს ოფიციალურად გაუგზავნა წერილი და მოითხოვა სიტუაციის გამოსწორება და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. სააგენტოსა და მეუფე ეფრემის ძალისხმევით, დღეისათვის, ეკლესიის ტერიტორიაზე აღებულია უნებართვო ნაგებობა.

ბოლნისის რაიონის სოფელ აკაურთაში (ბოლნისის ეპარქია), მდინარე მაშავერის მარცხენა მხარეს, ბოლნისიდან 12 კმ-ზე, მდებარეობს მსხვილი თლილი კვადრებით ნაშენი ეკლესია (V-VI სს.), რომელსაც აღმოსავლეთით შვერილ - წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური გამოსახულება. აკაურთის სამნავიანი ბაზილიკა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა (მოგვიანებით ბაზილიკის ოთხი სვეტი მოანგრიეს და სამი ნავის ნაცვლად ერთიანი სივრცე მიიღეს). აკაურთას ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2006 წელს მიენიჭა. ძეგლი რეაბილიტირებულია ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი