პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

"არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი დღით ადრე, მინ­და ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი გად­მოგ­ცეთ.

ჩვე­ნი პარ­ტი­ის აქ­ტი­ვის­ტებ­მა და ლი­დე­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ოჯა­ხი შე­მო­ი­ა­რეს და ხალ­ხის გან­წყო­ბას გა­ეც­ნენ. ვი­ხი­ლეთ სან­დო კვლე­ვის შე­დე­გე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც ნა­თე­ლია, რომ არ­ჩევ­ნებს ვი­გებთ. ვი­ხი­ლეთ გრან­დი­ო­ზუ­ლი მხარ­დამ­ჭე­რი მი­ტინ­გიც 5 ოქ­ტომ­ბერს.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ზოგი ჩვენ­გა­ნი მა­ინც თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია პროგ­ნო­ზებ­ში. ამას რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი აქვს. ზოგი ზედ­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლია, ზოგს სო­ლი­და­რო­ბის გან­ცდა ბო­ჭავს, ზო­გის­თვის კი გა­მარ­ჯვე­ბა too good to be true არის.

პი­რა­დად მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩვენს უპი­რო­ბო გა­მარ­ჯვე­ბა­ში. "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს.

პირ­ველ ტურ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ვალთ პირ­ველ ად­გილ­ზე. მე­ო­რე ტური ჩა­ტარ­დე­ბა ოლ­ქე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში, სა­დაც თით­ქმის ყვე­ლა ოლ­ქში ჩვე­ნი კან­დი­და­ტი დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით გა­ი­მარ­ჯვებს.

8 ოქ­ტომ­ბერს ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა და ქვე­ყა­ნა ახალ რე­ა­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" შედ­გე­ბა პატ­რი­ო­ტი, პა­ტი­ო­სა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და მებ­რძო­ლი წევ­რე­ბის­გან. ასე­თი ხალ­ხი ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს და ჩვენც გა­ვი­მარ­ჯვებთ!", - ნათ­ქვა­მია მე­რა­ბიშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინ მიმართვას ავრცელებს.

"არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მინდა ჩემი მოსაზრებები გადმოგცეთ.

ჩვენი პარტიის აქტივისტებმა და ლიდერებმა საქართველოს თითქმის ყველა ოჯახი შემოიარეს და ხალხის განწყობას გაეცნენ. ვიხილეთ სანდო კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ნათელია, რომ არჩევნებს ვიგებთ. ვიხილეთ გრანდიოზული მხარდამჭერი მიტინგიც 5 ოქტომბერს.

ამის მიუხედავად, ზოგი ჩვენგანი მაინც თავშეკავებულია პროგნოზებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ზოგი ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგს სოლიდარობის განცდა ბოჭავს, ზოგისთვის კი გამარჯვება too good to be true არის.

პირადად მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.

პირველ ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობით გავალთ პირველ ადგილზე. მეორე ტური ჩატარდება ოლქების უმეტესობაში, სადაც თითქმის ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.

8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედგება პატრიოტი, პატიოსანი, განათლებული და მებრძოლი წევრებისგან. ასეთი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენც გავიმარჯვებთ!", - ნათქვამია მერაბიშვილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."