საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აინტერესებდა გამოძიებას ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლისგან - ილია ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ჰყვება
რა აინტერესებდა გამოძიებას ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლისგან - ილია ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ჰყვება

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, ილია ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის და­კი­თხვა დას­რულ­და.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, გა­მო­ძი­ე­ბა "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფი­ლი წევ­რის, ბესო კა­ლა­ძის სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბით და მისი ფე­ის­ბუქგ­ვერ­დით და­ინ­ტე­რეს­და. ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლის თქმით, მან გა­მო­ძი­ე­ბას მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

"გა­მო­ძი­ე­ბა და­ინ­ტე­რეს­და ჩემი სა­ჯა­რო ფე­ის­ბუქგ­ვერ­დით, ასე­ვე, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სა­ჯა­რო, სა­მარ­ცხვი­ნო გან­ცხა­დე­ბით. ვგუ­ლის­ხმობ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფი­ლი წევ­რის, ბესო კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად იყო ბოდ­ვა. ვწუხ­ვარ, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამა­ზე დროს ხარ­ჯა­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად პრო­ცესს, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იყო კო­რექ­ტუ­ლი და მას­თან მი­მარ­თე­ბით პრე­ტენ­ზია არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და ილია ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ უკ­რა­ი­ნა­ში შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს.

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს რამ­დე­ნი­მე თვის წინ შემ­თხვე­ვით შევ­ხვდი და მი­თხრა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ში და რომ სურს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, დღვან­დე­ლი და­კი­თხვა 315-ე მუხ­ლით და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მოხ­და.

რა აინტერესებდა გამოძიებას ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლისგან - ილია ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ჰყვება

რა აინტერესებდა გამოძიებას ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლისგან - ილია ნიკოლაიშვილი დაკითხვის დეტალებს ჰყვება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის მეუღლის, ილია ნიკოლაიშვილის დაკითხვა დასრულდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ბესო კალაძის საჯარო განცხადებით და მისი ფეისბუქგვერდით დაინტერესდა. ნიკოლაიშვილის თქმით, მან გამოძიებას მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მიაწოდა.

"გამოძიება დაინტერესდა ჩემი საჯარო ფეისბუქგვერდით, ასევე, რამდენიმე ადამიანის საჯარო, სამარცხვინო განცხადებით. ვგულისხმობ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრის, ბესო კალაძის განცხადებას, რომელიც მთლიანად იყო ბოდვა. ვწუხვარ, რომ სამართალდამცავები ამაზე დროს ხარჯავენ. რაც შეეხება თავად პროცესს, გამომძიებელი იყო კორექტული და მასთან მიმართებით პრეტენზია არ მაქვს", - განაცხადა ილია ნიკოლაიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია, ნიკოლაიშვილი პასუხობს, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინაში შემთხვევით შეხვდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს.

"მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე თვის წინ შემთხვევით შევხვდი და მითხრა, რომ დარწმუნებულია არჩევნებში გამარჯვებაში და რომ სურს ქვეყანაში მშვიდობა", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა. მისივე თქმით, დღვანდელი დაკითხვა 315-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ