პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ ბაშარული - ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას
მარიამ ბაშარული - ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის", კი­დევ ერთი წევ­რის, მა­რი­ამ ბა­შა­რუ­ლის და­კი­თხვა დას­რულ­და. რო­გორც და­კი­თხვი­დან გა­მო­სულ­მა ბა­შა­რულ­მა აღ­ნიშ­ნა, კი­თხვე­ბი უშუ­ა­ლოდ "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფი­ლი წევ­რე­ბის, ბესო კა­ლა­ძი­სა და ნუგ­ზარ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლის მიერ გაჟ­ღე­რე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 315-ე მუხ­ლით აღ­ძრულ საქ­მეს ეხე­ბო­და. ბა­შა­რუ­ლის შე­ფა­სე­ბით, და­კი­თხვა­ზე მისი და­ბა­რე­ბა პო­ლიტ­კუ­რი ნიშ­ნით მოხ­და, ვი­ნა­ი­დან "ვი­ღა­ცას არ აწყობს "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" წევ­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში და ეს ვი­ღაც ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლია".

"ეს იყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დად­გმუ­ლი სცე­ნა­რი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ შუ­შის კოლ­ბა­ში და­ი­გეგ­მა. ფაქ­ტია, რომ ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს ჩვენს და­ში­ნე­ბას, ეს იქ­ნე­ბა სუს-ში და­ბა­რე­ბით თუ სახ­ლში მო­კი­თხვე­ბით და ა.შ. "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზონა" ის ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც პატ­რი­ო­ტულ ნო­ტებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით და ვგმობთ ძა­ლა­დო­ბას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბის დამ­კვიდ­რე­ბა. მე ახალ­გო­რი­დან ვარ. მტკი­ვა ოკუ­პა­ცია და ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ამ ქვეყ­ნის დაც­ვაა და შე­სა­ბა­მი­სად, მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე სა­უ­ბა­რიც კი", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ ბა­შა­რულ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე სა­კუ­თა­რი ნე­ბით იმის გამო ვერ გა­მო­ცხად­და, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­შია ჩარ­თუ­ლი და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს რამ­დე­ნი­მე რა­ი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში. რო­გორც ბა­შა­რულ­მა გან­მარ­ტა, ამის შე­სა­ხებ მან სცა­და გან­ცხა­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბა კან­ცე­ლა­რი­ა­ში და გან­მარ­ტე­ბა, თუ რა­ტომ ვერ ახერ­ხებ­და და­კი­თხვა­ზე მის­ვლას, თუმ­ცა კან­ცე­ლა­რი­ამ მისი გან­ცხა­დე­ბა არ ჩა­ი­ბა­რა.

რაც შე­ე­ხე­ბა მი­ხე­ლი სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას, რო­გორც მა­რი­ამ ბა­შა­რულ­მა აღ­ნიშ­ნა, ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე შეხ­ვდა, უკ­რა­ი­ნა­ში კი არას­დროს ყო­ფი­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მარიამ ბაშარული - ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას

მარიამ ბაშარული - ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში "თავისუფალი ზონის", კიდევ ერთი წევრის, მარიამ ბაშარულის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ბაშარულმა აღნიშნა, კითხვები უშუალოდ "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების, ბესო კალაძისა და ნუგზარ ჭიაბერაშვილის მიერ გაჟღერებულ განცხადებებს და სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით აღძრულ საქმეს ეხებოდა. ბაშარულის შეფასებით, დაკითხვაზე მისი დაბარება პოლიტკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან "ვიღაცას არ აწყობს "თავისუფალი ზონის" წევრების აქტიურობა ქვეყანაში და ეს ვიღაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია".

"ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარი, რომელიც უშუალოდ შუშის კოლბაში დაიგეგმა. ფაქტია, რომ ზოოპარკის დირექტორი ბიძინა ივანიშვილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დაშინებას, ეს იქნება სუს-ში დაბარებით თუ სახლში მოკითხვებით და ა.შ. "თავისუფალი ზონა" ის ორგანიზაციაა, რომელიც პატრიოტულ ნოტებზეა დაფუძნებული. ყველანაირად ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ ძალადობას. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში მშვიდობის დამკვიდრება. მე ახალგორიდან ვარ. მტკივა ოკუპაცია და ჩემი მთავარი მიზანი ამ ქვეყნის დაცვაა და შესაბამისად, მიუღებელია ჩემთვის სახელმწიფო გადატრიალებაზე საუბარიც კი", - განაცხადა მარიამ ბაშარულმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე საკუთარი ნებით იმის გამო ვერ გამოცხადდა, რომ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული და აქტიურად მონაწილეობს რამდენიმე რაიონში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. როგორც ბაშარულმა განმარტა, ამის შესახებ მან სცადა განცხადების ჩაბარება კანცელარიაში და განმარტება, თუ რატომ ვერ ახერხებდა დაკითხვაზე მისვლას, თუმცა კანცელარიამ მისი განცხადება არ ჩაიბარა.

რაც შეეხება მიხელი სააკაშვილთან შეხვედრას, როგორც მარიამ ბაშარულმა აღნიშნა, ის ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 2012 წლის არჩევნებამდე შეხვდა, უკრაინაში კი არასდროს ყოფილა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ