პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თხოვდება თუ არა ნინი ბადურაშვილი რუს ოლიგარქზე - მომღერლის პასუხი გავრცელებულ ჭორზე
თხოვდება თუ არა ნინი ბადურაშვილი რუს ოლიგარქზე - მომღერლის პასუხი გავრცელებულ ჭორზე

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მა­ში­ნაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო და დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, როცა ჯერ კი­დევ გა­სა­თხო­ვა­რი იყო და მე­რეც, როცა რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ბიზ­ნეს­მენს, ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძეს გაჰ­ყვა ცო­ლად. მას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი უფრო მე­ტად და­ი­წყეს მისი პი­რა­დის ქექ­ვა.

ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კვლავ გავ­რცელ­და მას­ზე ხმა. ამ­ჯე­რად იმის შე­სა­ხებ, რომ მომ­ღე­რა­ლი რუს ოლი­გარ­ქს მიჰ­ყვე­ბა ცო­ლად. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "სარ­კე" მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და.

- ნინი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუს ოლი­გარ­ქს მიჰ­ყვე­ბით ცო­ლად. ეს სი­მარ­თლეა?

- რა თქმა უნდა, ეს არ არის სი­მარ­თლე. ხომ იცით, რომ მო­რი­გი დე­ბი­ლო­ბაა, არ მინ­და ეს კი­თხვა.

- რა­ტომ და­გა­კავ­ში­რეს ისევ რუ­სეთ­თან?

- არ ვიცი, სულ ასე არ მა­კავ­ში­რე­ბენ გა­უ­გე­ბარ ხალ­ხთან.

- ანუ თქვენს პი­რად­ში სი­ახ­ლე არა­ფე­რია?

- სა­ერ­თოდ არა­ფე­რი.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც არა ხართ?

- ხომ იცით, რომ ამა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. ტყუ­ი­ლად მე­კი­თხე­ბით პი­რად თე­მებ­ზე. დიდი ხნის წინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ პი­რად­ზე აღარ ვი­სა­უბ­რო.

- თქვე­ნი გო­გო­ნა ელე­ნე, რო­გორც ვიცი, მუ­სი­კა­ლუ­რი ბავ­შვია. ისურ­ვებ­დით მის მომ­ღერ­ლო­ბას?

- ელე­ნე უკვე 3 წლის გო­გოა. ფაქ­ტია, რომ მღე­რის. მისი ეს ნიჭი ცოტა ხნის წინ აღ­მო­ვა­ჩი­ნე და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. ვერ გე­ტყვით, რომ მინ­და, ელე­ნემ იმ­ღე­როს ან მსა­ხი­ო­ბი იყოს, მაგ­რამ რა­დი­კა­ლუ­რად ვერ ჩა­ვე­რე­ვი მის არ­ჩე­ვან­ში. რაც მო­უნ­დე­ბა და ყვე­ლა­ზე მე­ტად რა სფე­რო­შიც გა­მო­ავ­ლენს ნიჭს, იქით წავა.

ზო­გა­დად ვფიქ­რობ, რომ ადა­მი­ან­მა თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და არა - მშობ­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჩა­რე­ვით. რჩე­ვას მივ­ცემ, და­ნარ­ჩენს კი თვი­თონ გა­და­წყვეტს. ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა და ნა­ად­რე­ვია ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი.

ლანა კიკ­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თხოვდება თუ არა ნინი ბადურაშვილი რუს ოლიგარქზე - მომღერლის პასუხი გავრცელებულ ჭორზე

თხოვდება თუ არა ნინი ბადურაშვილი რუს ოლიგარქზე - მომღერლის პასუხი გავრცელებულ ჭორზე

მომღერალ ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება მაშინაც აქტუალური იყო და დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოებაში, როცა ჯერ კიდევ გასათხოვარი იყო და მერეც, როცა რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენს, ირაკლი კუტალაძეს გაჰყვა ცოლად. მასთან განქორწინების შემდეგ კი უფრო მეტად დაიწყეს მისი პირადის ქექვა.

ამ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელებში კვლავ გავრცელდა მასზე ხმა. ამჯერად იმის შესახებ, რომ მომღერალი რუს ოლიგარქს მიჰყვება ცოლად. ინფორმაციის გადასამოწმებლად "სარკე" მომღერალს დაუკავშირდა.

- ნინი, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუს ოლიგარქს მიჰყვებით ცოლად. ეს სიმართლეა?

- რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. ხომ იცით, რომ მორიგი დებილობაა, არ მინდა ეს კითხვა.

- რატომ დაგაკავშირეს ისევ რუსეთთან?

- არ ვიცი, სულ ასე არ მაკავშირებენ გაუგებარ ხალხთან.

- ანუ თქვენს პირადში სიახლე არაფერია?

- საერთოდ არაფერი.

- შეყვარებულიც არა ხართ?

- ხომ იცით, რომ ამაზე აღარ ვლაპარაკობ. ტყუილად მეკითხებით პირად თემებზე. დიდი ხნის წინ გადავწყვიტე, რომ პირადზე აღარ ვისაუბრო.

- თქვენი გოგონა ელენე, როგორც ვიცი, მუსიკალური ბავშვია. ისურვებდით მის მომღერლობას?

- ელენე უკვე 3 წლის გოგოა. ფაქტია, რომ მღერის. მისი ეს ნიჭი ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე და ძალიან მიხარია. ვერ გეტყვით, რომ მინდა, ელენემ იმღეროს ან მსახიობი იყოს, მაგრამ რადიკალურად ვერ ჩავერევი მის არჩევანში. რაც მოუნდება და ყველაზე მეტად რა სფეროშიც გამოავლენს ნიჭს, იქით წავა.

ზოგადად ვფიქრობ, რომ ადამიანმა თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა - მშობლების განსაკუთრებული ჩარევით. რჩევას მივცემ, დანარჩენს კი თვითონ გადაწყვეტს. ჯერ ძალიან პატარაა და ნაადრევია ამ თემაზე საუბარი.

ლანა კიკნაძე

ჟურნალი "სარკე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება