სტამბოლის ათათურქის აეროპორტთან ახლოს მდებარე პოლიციის შენობასთან აფეთქება მოხდა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაჭრილია ათი ადამიანი, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
პოლიციის შენობა პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული. თვითმხილველების განცხადებით, გაიგეს არა მხოლოდ აფეთქების, არამედ სროლის ხმაც. რეგიონის გუბერნატორმა ვასიპ საჰინმა „თვითერის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული მოტოციკლი აფეთქდა.