საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა ვაჟა მორგოშიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ
რა განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა ვაჟა მორგოშიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

"თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ერთ-ერთი წევ­რის, ვაჟა მორ­გო­ში­ას და­კი­თხვა სა­ხელ­მწი­ფო უს­დაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში დას­რულ­და. რო­გორც მორ­გო­ში­ამ და­კი­თხვი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კი­თხვე­ბი, რო­მელ­საც მას 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უს­ვამ­დნენ, სუ­ლე­ლუ­რი იყო, თუმ­ცა იგი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე და დე­ტა­ლებ­ზე ვერ სა­უბ­რობს. მორ­გო­ში­ას თქმით, მას ჩვე­ნე­ბის გა­უხ­მა­უ­რებ­ლო­ბის შე­სა­ხებ ხელ­წე­რი­ლი ჩა­მო­არ­თვეს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნე­ბის გა­უმ­ხე­ლო­ბა­ზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი, ამი­ტომ ვერ ვი­სა­უბ­რებ დას­მულ კი­თხვებ­ზე, მაგ­რამ 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან სუ­ლე­ლურ კი­თხვებს მის­ვამ­დნენ. უნ­დათ, რომ მოგ­ვწყვი­ტონ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცესს. მე და­ბა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სუს­ში 4 ოქ­ტომ­ბერს. მო­ვე­დი გან­ცხა­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, რომ არ მე­ცა­ლა ამ დღეს, ვი­ნა­ი­დან ვარ აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში და ვარ და­ვით კირ­კი­ტა­ძის შტა­ბის წევ­რი, თუმ­ცა ჩემი გან­ცხა­დე­ბა კან­ცე­ლა­რი­ამ არ ჩა­ი­ბა­რა და ამის შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან იძუ­ლე­ბის წე­სით წა­საყ­ვა­ნად", - გა­ნა­ცხა­და მორ­გო­ში­ამ.

რო­გორც "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ერთ-ერ­თმა წევ­რმა აღ­ნიშ­ნა, ბესო კა­ლა­ძის ბრალ­დე­ბე­ბი "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" მი­სა­მარ­თით არის სი­სუ­ლე­ლე და ორ­გა­ნი­ზა­ცია არა­ვი­თარ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას არ გეგ­მავს. მორ­გო­ში­ას თქმით, ის არა­სო­დეს შეხ­ვედ­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და არც არა­სო­დეს ყო­ფი­ლა უკ­რა­ი­ნა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა ვაჟა მორგოშიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

რა განაცხადა "თავისუფალი ზონის" წევრმა ვაჟა მორგოშიამ სუს-იდან გამოსვლის შემდეგ

"თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი წევრის, ვაჟა მორგოშიას დაკითხვა სახელმწიფო უსდაფრთხოების სამსახურში დასრულდა. როგორც მორგოშიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები, რომელსაც მას 5 საათის განმავლობაში უსვამდნენ, სულელური იყო, თუმცა იგი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტულ საკითხებზე და დეტალებზე ვერ საუბრობს. მორგოშიას თქმით, მას ჩვენების გაუხმაურებლობის შესახებ ხელწერილი ჩამოართვეს.

"სამწუხაროდ, ჩვენების გაუმხელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ ვერ ვისაუბრებ დასმულ კითხვებზე, მაგრამ 5 საათის განმავლობაში ძალიან სულელურ კითხვებს მისვამდნენ. უნდათ, რომ მოგვწყვიტონ საარჩევნო პროცესს. მე დაბარებული ვიყავი სუსში 4 ოქტომბერს. მოვედი განცხადების ჩასაბარებლად, რომ არ მეცალა ამ დღეს, ვინაიდან ვარ აქტიურად ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ვარ დავით კირკიტაძის შტაბის წევრი, თუმცა ჩემი განცხადება კანცელარიამ არ ჩაიბარა და ამის შემდეგ მოვიდნენ ჩემთან იძულების წესით წასაყვანად", - განაცხადა მორგოშიამ.

როგორც "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წევრმა აღნიშნა, ბესო კალაძის ბრალდებები "თავისუფალი ზონის" მისამართით არის სისულელე და ორგანიზაცია არავითარ დესტაბილიზაციას არ გეგმავს. მორგოშიას თქმით, ის არასოდეს შეხვედრია მიხეილ სააკაშვილს და არც არასოდეს ყოფილა უკრაინაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ