მოდელი ანა ახვლედიანი პოლიტიკური შინაარსის სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას მოუწოდებს, 8 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. იგი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და წერს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ისტორია უნდა დასრულდეს". მოდელი გადაცემა "არჩევანის" გუშინდელ ეთერსაც ეხმაურება, სადაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსა და კახი კალაძეს შორის მწვავე დებატები გაიმართა.
იხილეთ ვიდეო: "არ ვარ თქვენი ცოლივით ლამაზი" - უკონტროლო მდგომარეობა კალაძესა და "რ2"-ის ჟურნალისტებს შორის
"ზოგადად თავს ვარიდებ ხოლმე მსგავსი თემების განხილვას ინტერნეტში და მითუმეტეს ამ თემების შესახებ პოსტების წერას, მაგრამ საქართველოში ამჟამინდელი პოლიტიკური სიტუაცია ყოველგვარ ფარგლებს ცდება. ვგულისხმობ გუშინდელ აქციას და შემდეგ გაკეთებულ გადაცემას რუსთავი 2-ის ეთერში, რომელიც სრული კრახით დასრულდა ნაციონალებისთვის და ასევე რუსთავი 2-ის ტელევიზიისთვის. ხაზი მინდა გავუსვა იმ ოთხ ადამიანს, რომელსაც "ჟურნალისტი" ქვია, რამხელა ცინიზმს და აგრესიას ავლენდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, როგორი ავადმყოფური მიმიკები ჰქონდათ, უაზრო თვალების ცეცება... მარიონეტები, რომლებსაც საკუთარი აზრი არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ბრალია, რომ ასე თამამად და თავდაჯერებით საუბრობენ ისინი პირდაპირ ეთერში და კვლავ გვიწევს იმის მოსმენა, რომ თურმე ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი პოლიტპამრები ყოფილან. ეს არის უდიდესი სირცხვილი, რომ რუსთავი 2 ამ გვარებს არგუმენტად იყენებს ქართული ოცნების წინააღმდეგ და ბრალს დებს მათ ამ ადამიანების დევნაში. სირცხვილია, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დგას და ამბობს, რომ ის კვლავ მოვა ხელისუფლებაში, იმ ყველაფრის მერე, რაც მან საქართველოს და ქართველ ხალხს გაუკეთა. სირცხვილია გუშინდელი აქციაც, რომელიც მართლა მასკარადს გავდა, ჩვენი დიდი სირცხვილია ის ფაქტიც და ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ გულით მეცოდება ყველა ის ადამიანი, ვინც მიზერული თანხის გამო აქციაზე რაიონებიდან ჩამოყვა ამ პარტიას. საბოლოოდ კი იმის თქმა შემიძლია, რომ თითოეული ჩვენგანის სირცხვილია, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, რადგან ისევ ჩვენი უმოქმედობის და დუმილის ბრალია, რომ ნაციონალები კვლავ იღებენ ხმას და ცდილობენ ძველი დროის უკან დაბრუნებას.
ძვირფასო მიმდევრებო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ, რომ მონაწილეობა მიიღოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში და ერთხელ და სამუდამოდ უარი ვუთხრათ ნაციონალურ მოძრაობას, რადგან შევძლოთ და დავასრულოთ მათი ბინძური ისტორია!",- წერს ახვლედიანი.