საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
JPM Strategic Solutions-ის კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ
JPM Strategic Solutions-ის კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თით კომ­პა­ნია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის თა­ნახ­მად, გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა" და ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გარ­და, ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვის შანსს სხვა პარ­ტი­ებ­საც აძ­ლე­ვენ.

მო­ნა­ცე­მე­ბის ალო­კა­ცი­ის­თვის ამ ადა­მი­ა­ნებს და­უს­ვეს და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი, რომ­ლის შე­დე­გე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­და: "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" - 47%, "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" - 18%, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" - 6%, "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია" - 5%, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" - 4-4%, "ნინო ბურ­ჯა­ნა­ძე - გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბა" - 2%. სხვა პარ­ტი­ე­ბი - 3%. ამ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­უ­წყვე­ტე­ლი ამომ­რჩევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა 11%-მდე ჩა­მო­დის.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ერს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან" და "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად, ლა­ხავს მე­სა­მე პარ­ტი­აც - "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი". პრაქ­ტი­კუ­ლად, ბა­რი­ე­რის ზღვარ­ზეა კი­დევ სამი პარ­ტია - "ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია", "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" და "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძიე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის".

სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დაკ­ვე­თით კომ­პა­ნია JPM Strategic Solutions-მა სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით 27 სექ­ტემ­ბრი­დან 3 ოქ­ტომ­ბრის ჩათ­ვლით ჩა­ა­ტა­რა. კვლე­ვის ფარ­გლებ­ში პი­რის­პირ ინ­ტერ­ვი­უს მე­თო­დით 1199 ამომ­რჩე­ვე­ლი გა­მო­ი­კი­თხა. კველ­ვის ცდო­მი­ლე­ბა 2.8%-ია. კვლე­ვის სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ე­ბი "გორ­ბიმ" ჩა­ა­ტა­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

JPM Strategic Solutions-ის კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ

JPM Strategic Solutions-ის კვლევით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ გარდა ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გადაუწყვეტელი ამომრჩევლები, „ქართული ოცნებისა“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა, ბარიერის გადალახვის შანსს სხვა პარტიებსაც აძლევენ.

მონაცემების ალოკაციისთვის ამ ადამიანებს დაუსვეს დამატებითი კითხვები, რომლის შედეგები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 47%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 18%, „თავისუფალი დემოკრატები“ - 6%, „ლეიბორისტული პარტია“ - 5%, „პატრიოტთა ალიანსი“ და „პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის“ - 4-4%, „ნინო ბურჯანაძე - გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ - 2%. სხვა პარტიები - 3%. ამ შემთხვევაში გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა 11%-მდე ჩამოდის.

აღნიშნული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო ბარიერს „ქართულ ოცნებასთან“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, ლახავს მესამე პარტიაც - „თავისუფალი დემოკრატები“. პრაქტიკულად, ბარიერის ზღვარზეა კიდევ სამი პარტია - „ლეიბორისტული პარტია“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „პაატა ბურჭულაძიე - სახელმწიფო ხალხისთვის“.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით კომპანია JPM Strategic Solutions-მა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 1199 ამომრჩეველი გამოიკითხა. კველვის ცდომილება 2.8%-ია. კვლევის საველე სამუშაოები „გორბიმ“ ჩაატარა.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი