ცოცხგამობმული დრონი "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა. როგორც "ინტეპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამჯერად ის თავისუფლების მოედნის თავზე დაფრინავს, საითკენაც "ვარდების მოედნიდან" "ნაციონალური მოძრაობის" მსვლელობა იმართება.
მანამდე დრონმა, რომელზეც ცოცხია გამობმული, "ვარდების მოედანს" გადაუფრინა,
სადაც "ნაციონალებმა" შემაჯამებელი საარჩევნო აქცია გამართეს.