პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის ნიკა რუ­რუ­ას სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის უფ­როსს და­ვით ჯა­ფა­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო. დაც­ვის მხა­რე ჯა­ფა­რი­ძის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბას ითხოვ­და, ალ­ტერ­ნა­ტი­ვის სა­ხით კი, სა­სა­მარ­თლოს ორ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას, ბრალ­დე­ბუ­ლის 5000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ან ხუთი პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის თავ­დე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას სთა­ვა­ზობ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის არ­გუ­მენ­ტე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მალ­ვის საფრ­თხის მო­ტი­ვით და­ვით ჯა­ფა­რი­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა მალ­ხაზ ვე­ლი­ჯა­ნაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, გან­ჩი­ნე­ბის სა­მო­ტი­ვა­ციო ნა­წი­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­ა­ში გა­ა­სა­ჩივ­რე­ბას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთაწ­მინ­დის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის ნიკა რუ­რუ­ას შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, და­ვით ჯა­ფა­რი­ძე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას საარჩევნო შტაბის უფროსს დავით ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს ორ შუამდგომლობას, ბრალდებულის 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ან ხუთი პარლამენტის დეპუტატის თავდებით გათავისუფლებას სთავაზობდა, თუმცა მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და ბრალდებულის მიმალვის საფრთხის მოტივით დავით ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, განჩინების სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებას.

"ნაციონალური მოძრაობის" მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა რურუას შტაბის ხელმძღვანელი, დავით ჯაფარიძე სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ