4 ოქტომბერს, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მანქანის აფეთქებამ, რომელშიც მძღოლთან ერთად პარლამენტის დეპუტატი გივი თარგამაძე იჯდა, არაერთი ვერსია გააჩინა.
რა თქმა უნდა, ვიდრე ჯერ სრულყოფილი ექსპერტიზა და გამოძიება არ ჩატარდება, ძნელია იმის მტკიცება, თუ ვინ, რატომ და როგორ განახორციელა ეს აფეთქება, თუმცა მეორე მხრივ, საზოგადოების დიდ ნაწილს სურს გაიგოს რეალურთან ყველაზე ახლოს მყოფი ვერსიები. ჩვენ ძირითად ვერსიას შემოგთავაზებთ, თუ რამდენად გამართლდება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩადებული იყო მანქანის საბარგულში. რადგან მისი საბარგული და სალონი გაერთიანებულია, აფეთქების ტალღამ მანქანის სახურავი მაღლა აღუნა, თუმცა აფეთქების ტალღის ძირითადი ძალა მაინც საბარგულის უკანა და გვერდით მხარეებზე წარიმართა, რაზეც მეტყველებს დაზიანების სახე - აფეთქებულ მანქანას, ფაქტობრივად, აღარა აქვს საბარგულის უკანა მხარე, ხოლო გვერდები მარცხნივ და მარჯვნივაა გადაღუნული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ საბარგულში იდო.
აფეთქებული მანქანის ვიდეო და ფოტო კადრების მნახველებს შეიძლება გაუჩნდეთ კითხვა-თუკი აფეთქების ძალა იმხელა იყო, რომ მანქანის უკანა ნაწილი თითქმის მთლიანად გაანადგურა, რატომ არ მიიღეს სერიოზული დაზიანებები აფეთქების ეპიცენტრიდან სულ რაღაც ორიოდე მეტრში, წინა სავარძლებში მსხდომებმა? განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტორეკონსტრუქცია