26 სექტემბერს, "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრმა ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადეს, რომ ისინი მოძრაობას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი დესტაბილიზაცია დაასახელეს, რაშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულეს.
"თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა ("ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათესავი) "კვირის პალიტრასთან" ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რა დავალებებს იღებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან, რის შესრულებაზეც "თავისუფალი ზონის" რამდენიმე წევრმა უარი განაცხადა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელშიც ჭიაბერაშვილი მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს. მისი მონათხრობი საეჭვოდ დაემთხვა გუშინ, თბილისში მომხდარ აფეთქებას:
"თითქმის ყველა თათბირზე ერთი და იგივე ტექსტი გვესმოდა - არჩევნების შემდეგ თბილისში "კიევური მაიდანი" გვჭირდებაო. ამ სცენარს დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ჩიორა თაქთაქიშვილი, კობა ხაბაზი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები გვაცნობდნენ.
მაგალითად, დაგვავალეს, რომ ავტომობილები კანცელარიასთან და თბილისის ცენტრალურ ნაწილში უნდა დაგვეწვა. სხვათა შორის, იქვე ყოველთვის აღნიშნავდნენ, რომ კომპენსაციას "ნაციონალური მოძრაობა" მოგვცემდა. სხვა ფულად გარანტიებსაც გვპირდებოდნენ, რომ უკან არ დაგვეხია, მაქსიმალურად ჩავრთულიყავით, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების სცენარში" - ამბობს გაზეთთან ინტერვიუში ყოფილი "ზონელი". ჭიაბერაშვილთან ინტერვიუ "კვირის პალიტრის" 3 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა წაიკითხეთ მეტი