საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა
კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა

კომ­პა­ნია "ნესტლე", მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ბრენ­დი, 150 წლის გახ­და. მის ერ­თნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რია შვე­ი­ცა­რი­ის ერთ პა­ტა­რა ფრან­გუ­ლე­ნო­ვან და­სახ­ლე­ბა­ში ბავ­შვთა კვე­ბის პრო­დუქ­ცი­ით და­ი­წყო, დღეს კი "ნესტლეს" 2000-ზე მეტი სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ცი­ის ბრენ­დი მთელს მსოფ­ლი­ო­ში ვრცელ­დე­ბა.

2016 წლის ივ­ნის­ში 150 წლის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ნესტლემ ვე­ვე­ი­ში გახ­სნა მუ­ზე­უ­მი, სა­ხე­ლად Nest (ბუდე). მუ­ზე­უ­მი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ცენ­ტრს წარ­მო­ად­გენს ბავ­შვე­ბი­სა და ზრდას­რუ­ლე­ბის­თვის, აქ ვი­ზი­ტო­რებს შე­უძ­ლი­ათ: გა­ეც­ნონ კომ­პა­ნი­ის ის­ტო­რი­ას; და­ათ­ვა­ლი­ე­რონ "ნესტლეს" სხვა­დას­ხვა ბრენ­დე­ბის პირ­ვე­ლი პრო­დუქტ-ექ­სპო­ნა­ტე­ბი; შე­ი­ტყონ მეტი ორ­გა­ნიზ­მის, მისი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და მას­ზე საკ­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ კრე­ა­ტი­უ­ლი ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბის და სა­ხა­ლი­სო და აქ­ტი­ვო­ბე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. შე­ნო­ბა 3000 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ზუს­ტად იმ ად­გი­ლას, სა­დაც ჰენ­რი ნესტლემ 1866 წელს პირ­ვე­ლად შე­ი­მუ­შა­ვა ჩვილ ბავ­შვთა კვე­ბის რე­ცეპ­ტი. მუ­ზე­უ­მი ინა­ხავს ბრენ­დის 150 წლი­ან ის­ტო­რი­ას და აგ­რძე­ლებს მის სა­უ­კუ­ნო­ვან მი­სი­ას - ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს ბავ­შვებ­სა და უფ­რო­სებს.

ბრენ­დის ის­ტო­რია მდი­და­რია სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტე­ბით და შემ­თხვე­ვე­ბით. იცით თუ არა, რომ:

• "ნესტლე" 1866 წელს იღებს და­სა­ბამს, რო­გორც ინ­გლი­სურ-შვე­ი­ცა­რუ­ლი შე­დე­დე­ბუ­ლი რძის წარ­მო­ე­ბა. წარ­მა­ტე­ბულ­მა მე­წარ­მე ჰენ­რი ნესტლემ ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვით და­ი­წყო, - ბავ­შვთა კვე­ბის წარ­მო­ე­ბით.

• ამ დროს ევ­რო­პა­ში ახალ­შო­ბილ­თა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლია. ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც დე­დის რძით არ იკ­ვე­ბე­ბი­ან, სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბის უმ­ცი­რე­სი შან­სი აქვთ. 1867 წელს შვე­ი­ცა­რი­ის ქა­ლაქ ვე­ვე­ი­ში მცხოვ­რე­ბი ჰენ­რი ნესტლე ბავ­შვთა კვე­ბის ახალ ფორ­მუ­ლას შე­ი­მუ­შა­ვებს - ‘farine lactée’ (რძის ფხვნი­ლი). ჩვილ ბავ­შვთათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი ფაფა ძრო­ხის რძის, ხორ­ბლის ფქვი­ლი­სა და შაქ­რის შე­მად­გენ­ლო­ბით მზად­დე­ბო­და და ბავ­შვებს ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი საკ­ვე­ბი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ამა­რა­გებ­და. ამ წარ­მო­ე­ბით და­ი­წყო "ნესტლეს" ბრენ­დად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. გა­მო­იკ­ვე­თა მისი მი­სია - ზრუნ­ვა ოჯახ­სა და მო­მა­ვალ­ზე.

• მე­წარ­მის გვა­რი Nestlé ერთ-ერთ გერ­მა­ნულ დი­ა­ლექ­ტზე ბუ­დეს ნიშ­ნავს. მის სა­ო­ჯა­ხო გერბზეც ეს სიმ­ბო­ლო იყო გა­მო­სა­ხუ­ლი - ბუ­დე­ზე მჯდო­მა­რე ჩიტი. ჰენ­რი ნესტლემ ლო­გო­ტი­პის­თვის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ადაპ­ტა­ცია მო­ახ­დი­ნა და მის­გან ოჯა­ხი შექ­მნა - სამი ბარ­ტყი, რომ­ლებ­საც დედა საჭ­მელს აწ­ვდის. გერ­ბის ამ­გვარ­მა გარ­დაქ­მნამ ერ­თმა­ნეთს და­ა­კავ­ში­რა მე­წარ­მის გვა­რი და კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სა­წარ­მოო ხაზი - ბავ­შვთა კვე­ბის პრო­დუქ­ცია. 1868 წელს მან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­წყო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის სა­ფირ­მო ნიშ­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა.

• ლო­გოს მთა­ვა­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას პირ­ვე­ლად 1988 წელს შე­იც­ვა­ლა. კომ­პა­ნი­ამ ბრენ­დის სახე სო­ცი­ა­ლურ ცვლი­ლე­ბებს შე­უ­სა­ბა­მა. ევ­რო­პულ ოჯახს ამ დრო­ის­თვის ორი პა­ტა­რა წევ­რი ჰყავს, "ნესტლეს" ბუ­დე­შიც მხო­ლოდ ორი ბარ­ტყი რჩე­ბა.

ასე ვი­თარ­დე­ბო­და ლო­გოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში http://www.nestle.com/aboutus/history/logo-evolution

• "ნესტლემ" შექ­მნა პირ­ვე­ლი ხსნა­დი ყავა 1938 წელს. კომ­პა­ნია თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ყო­ველ­თვის დიდ დროს უთ­მობ­და ბიზ­ნეს­ში სო­ცი­ა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. დღეს­დღე­ო­ბით საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ­მა ყა­ვის ბრენდმა "ნეს­კა­ფემ" და­სა­ბა­მი ბრა­ზი­ლი­ა­ში აიღო ად­რე­ულ 30-იან წლებ­ში. წარ­მო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ინო­ვა­ცი­ი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვის ნა­წი­ლად იქცა. ამ ფორ­მუ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბით ბრენდმა ათა­სო­ბით ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფერ­მე­რის ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა, - წარ­მო­ე­ბის ახა­ლი პრო­ცე­სით თა­ვი­დან აა­რი­და მათ მძი­მე შრო­მა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­სავ­ლის ნარ­ჩე­ნე­ბი.

• დღეს "ნესტლეს" მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო 335,000 ადა­მი­ა­ნი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლი და 2000-ზე მეტ ბრენ­დს აწარ­მო­ებს 85 ქვეყ­ნის 436 ქარ­ხა­ნა­ში. კომ­პა­ნი­ის ბიზ­ნე­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ე­ბის დიდ სპექტრს მო­ი­ცავს: ბურ­ღუ­ლე­უ­ლი, სას­მე­ლე­ბი, ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა, კა­ნის მოვ­ლა და სხვა.

წყა­რო: http://www.nestle.com/

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა

კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა

კომპანია „ნესტლე“, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ბრენდი, 150 წლის გახდა. მის ერთნახევარი საუკუნის ისტორია შვეიცარიის ერთ პატარა ფრანგულენოვან დასახლებაში ბავშვთა კვების პროდუქციით დაიწყო, დღეს კი „ნესტლეს“ 2000-ზე მეტი სხვადასხვა პროდუქციის ბრენდი მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

2016 წლის ივნისში 150 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ნესტლემ ვევეიში გახსნა მუზეუმი, სახელად Nest (ბუდე). მუზეუმი აღმოჩენების ცენტრს წარმოადგენს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის, აქ ვიზიტორებს შეუძლიათ: გაეცნონ კომპანიის ისტორიას; დაათვალიერონ „ნესტლეს“ სხვადასხვა ბრენდების პირველი პროდუქტ-ექსპონატები; შეიტყონ მეტი ორგანიზმის, მისი ფუნქციონირებისა და მასზე საკვების ზემოქმედების შესახებ კრეატიული ატრაქციონების და სახალისო და აქტივობების მეშვეობით. შენობა 3000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული, ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჰენრი ნესტლემ 1866 წელს პირველად შეიმუშავა ჩვილ ბავშვთა კვების რეცეპტი. მუზეუმი ინახავს ბრენდის 150 წლიან ისტორიას და აგრძელებს მის საუკუნოვან მისიას - ერთმანეთთან აკავშირებს ბავშვებსა და უფროსებს.

ბრენდის ისტორია მდიდარია საინტერესო ფაქტებით და შემთხვევებით. იცით თუ არა, რომ:

• „ნესტლე“ 1866 წელს იღებს დასაბამს, როგორც ინგლისურ-შვეიცარული შედედებული რძის წარმოება. წარმატებულმა მეწარმე ჰენრი ნესტლემ ყველაფერი მომავალზე ზრუნვით დაიწყო, - ბავშვთა კვების წარმოებით.

• ამ დროს ევროპაში ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია. ბავშვებს, რომლებიც დედის რძით არ იკვებებიან, სიცოცხლის გაგრძელების უმცირესი შანსი აქვთ. 1867 წელს შვეიცარიის ქალაქ ვევეიში მცხოვრები ჰენრი ნესტლე ბავშვთა კვების ახალ ფორმულას შეიმუშავებს - ‘farine lactée’ (რძის ფხვნილი). ჩვილ ბავშვთათვის განკუთვნილი ფაფა ძროხის რძის, ხორბლის ფქვილისა და შაქრის შემადგენლობით მზადდებოდა და ბავშვებს ჯანმრთელობისთვის აუცილებელი საკვები ღირებულებებით ამარაგებდა. ამ წარმოებით დაიწყო „ნესტლეს“ ბრენდად ჩამოყალიბება. გამოიკვეთა მისი მისია - ზრუნვა ოჯახსა და მომავალზე.

• მეწარმის გვარი Nestlé ერთ-ერთ გერმანულ დიალექტზე ბუდეს ნიშნავს. მის საოჯახო გერბზეც ეს სიმბოლო იყო გამოსახული - ბუდეზე მჯდომარე ჩიტი. ჰენრი ნესტლემ ლოგოტიპისთვის გამოსახულების ადაპტაცია მოახდინა და მისგან ოჯახი შექმნა - სამი ბარტყი, რომლებსაც დედა საჭმელს აწვდის. გერბის ამგვარმა გარდაქმნამ ერთმანეთს დააკავშირა მეწარმის გვარი და კომპანიის მთავარი საწარმოო ხაზი - ბავშვთა კვების პროდუქცია. 1868 წელს მან ოფიციალურად დაიწყო გამოსახულების საფირმო ნიშნად გამოყენება.

• ლოგოს მთავარი გამოსახულებას პირველად 1988 წელს შეიცვალა. კომპანიამ ბრენდის სახე სოციალურ ცვლილებებს შეუსაბამა. ევროპულ ოჯახს ამ დროისთვის ორი პატარა წევრი ჰყავს, „ნესტლეს“ ბუდეშიც მხოლოდ ორი ბარტყი რჩება.

ასე ვითარდებოდა ლოგოს გამოსახულება წლების განმავლობაში http://www.nestle.com/aboutus/history/logo-evolution

• „ნესტლემ“ შექმნა პირველი ხსნადი ყავა 1938 წელს. კომპანია თავისი არსებობის მანძილზე ყოველთვის დიდ დროს უთმობდა ბიზნესში სოციალურ პასუხისმგებლობას. დღესდღეობით საქვეყნოდ ცნობილმა ყავის ბრენდმა „ნესკაფემ“ დასაბამი ბრაზილიაში აიღო ადრეულ 30-იან წლებში. წარმოება ქვეყანაში ინოვაციისა და მდგრადი განვითარების ინიციატივის ნაწილად იქცა. ამ ფორმულის შემუშავებით ბრენდმა ათასობით ბრაზილიელი ფერმერის ცხოვრება შეცვალა, - წარმოების ახალი პროცესით თავიდან აარიდა მათ მძიმე შრომა და დიდი რაოდენობით მოსავლის ნარჩენები.

• დღეს „ნესტლეს“ მსოფლიოს გარშემო 335,000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული და 2000-ზე მეტ ბრენდს აწარმოებს 85 ქვეყნის 436 ქარხანაში. კომპანიის ბიზნესის მიმართულებები წარმოების დიდ სპექტრს მოიცავს: ბურღულეული, სასმელები, ცხოველების მოვლა, კანის მოვლა და სხვა.

წყარო: http://www.nestle.com/

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი