პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა
გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის სა­კი­თხი სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მოხ­ვდა. ოპო­ზი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე "ბი­ბი­სი" და "რო­ი­ტე­რი" წერს.

"ბი­ბი­სის" რე­პორ­ტი­ორს სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი მოჰ­ყავს, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, და­შა­ვე­ბუ­ლებს სი­ცო­ცხლეს­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბათ, თუმ­ცა სის­ხლდე­ნის გამო ერთ-ერთი მათ­გა­ნი ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას სა­ჭი­რო­ებს.

"თა­ვად ფაქ­ტი, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აფეთ­ქე­ბის ად­გილ­თან ახ­ლოს შემ­თხვე­ვით მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი და­შავ­დნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი საქ­მის გა­სა­კე­თებ­ლად მი­დი­ოდ­ნენ,"- მოჰ­ყავს და­ვით სერ­გე­ენ­კოს ცი­ტა­ტა რე­პორ­ტი­ორს.

"ბი­ბი­სი" იმა­საც აღ­ნიშ­ნავს, რომ გივი თარ­გა­მა­ძე 2013 წელს რუ­სეთ­ში და­უს­წრებ­ლად და­ა­პა­ტიმ­რეს და ბრა­ლად რუ­სეთ­ში მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

რე­პორ­ტი­ორს ყუ­რა­დღე­ბი­დან არც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი გა­მორ­ჩე­ნია, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ვერც ერთ დამ­ნა­შა­ვეს ვერ გა­და­არ­ჩენს იმუ­ნი­ტე­ტი ან უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა.

სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "რო­ი­ტე­რი" კი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ მთა­ვა­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე თავ­დას­ხმა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სამი დღით ადრე მოხ­და. სა­ა­გენ­ტომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გო­რის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტიც გა­იხ­სე­ნა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საკითხი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ოპოზიონერი დეპუტატის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე „ბიბისი“ და „როიტერი“ წერს.

„ბიბისის“ რეპორტიორს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კომენტარი მოჰყავს, რომლის განმარტებითაც, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა სისხლდენის გამო ერთ-ერთი მათგანი ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.

„თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, მიუღებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აფეთქების ადგილთან ახლოს შემთხვევით მყოფი ადამიანები დაშავდნენ, რომლებიც თავისი საქმის გასაკეთებლად მიდიოდნენ,“- მოჰყავს დავით სერგეენკოს ციტატა რეპორტიორს.

„ბიბისი“ იმასაც აღნიშნავს, რომ გივი თარგამაძე 2013 წელს რუსეთში დაუსწრებლად დააპატიმრეს და ბრალად რუსეთში მასობრივი არეულობების დაფინანსება წაუყენეს.

რეპორტიორს ყურადღებიდან არც პრემიერ-მინისტრის კომენტარი გამორჩენია, რომელმაც განაცხადა, რომ ვერც ერთ დამნაშავეს ვერ გადაარჩენს იმუნიტეტი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეობა.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ კი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის წარმომადგენელზე თავდასხმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე მოხდა. სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმის ფაქტიც გაიხსენა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."