პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ქალი არ აინტერესებდა... 7 წელი, სექსბომბა ვყავდი" - რას წერს იუნა შაფათავა ყოფილ მეუღლეზე, რომელიც ბუკა პეტრიაშვილის დაჭრაშია ბრალდებული
"ის ქალი არ აინტერესებდა... 7 წელი, სექსბომბა ვყავდი" - რას წერს იუნა შაფათავა ყოფილ მეუღლეზე, რომელიც ბუკა პეტრიაშვილის დაჭრაშია ბრალდებული

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი იუნა შა­ფა­თა­ვა ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს წერს, რომ­ლი­თაც ყო­ფილ მე­უღ­ლეს ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვილს იცავს. შე­გახ­სე­ნებთ, მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ ბუკა პეტ­რი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. პეტ­რი­აშ­ვილს 26 თე­ბერ­ვალს სა­ბურ­თა­ლო­ზე, წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ესხნენ თავს და მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს.

შა­ფა­თა­ვა ყო­ფილ მე­უღ­ლეს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თებს და მას მალე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას უსურ­ვებს. პოს­ტში ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის თავ­დას­ხმის მსხვერ­პლსა და მის მე­უღ­ლე­საც (ბუკა პეტ­რი­აშ­ვი­ლი და ეკა მიშ­ვე­ლა­ძე) მო­იხ­სე­ნი­ებს, თუმ­ცა მათ გვა­რებს არ ასა­ხე­ლებს:

"ჩემი ქმა­რი (ყო­ფი­ლი) ლა­ჩა­რი არ არის. კაცი კაცს რომ სცემს, ორი­ვემ ბრწყინ­ვა­ლედ იცის, რა­ტომ. თე­ბერ­ვალ­ში მთე­ლი თბი­ლი­სი რომ ღა­და­ობ­და - ქა­ლის გუ­ლის­თვის კა­ცებ­მა ერ­თმა­ნე­თი დაკ­ლე­სო ვა­კის სა­საფ­ლა­ო­ზე - სულ ფე­ხებ­ზე მე­კი­და ჭო­რე­ბი, ვის რა პლა­ტი­ნის საშ(ვი­ლოსნ)ო აქვს და რა­რიგ და­ფა­სე­ბუ­ლი, სა­ნამ ერთ დი­ლას 500 ზარი არ დამ­ხვდა ტე­ლე­ფონ­ზე, უც­ნო­ბი-ნაც­ნო­ბი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის - ჩემ ყო­ფილ ქმარს უცე­მია ის კაცი.

მოვ­ლე­ნე­ბი ასე ბულ­გა­კო­ვუ­რად გან­ვი­თარ­და: ნა­ცემ­მა შე­ირ­გო პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რით "მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით თავ­დას­ხმა" და ქალი კი პრეს-სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გახ­და, უზა­დო რე­პუ­ტა­ცი­ით, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის.

მო­ღა­ლა­ტე­თა ალი­ან­სიც შე­იკ­რა....

ჩემი ყო­ფი­ლი ქმა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერ­თგზის ჩემ­პი­ო­ნი იყო, სუ­პერ მძი­მე წო­ნა­ში. ვინც არ იცის, ასე­თი წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ის მოკ­რი­ვის ერთი დარ­ტყმა ყბა­ში (ტკო) უკვე შშმ პი­რად აქ­ცევს კაცს სა­მუ­და­მოდ; სულ არ დას­ჭირ­დე­ბო­და რა­ი­მე ხელ­სა­წყო, ხერ­ხე­მალ­ში ისე გა­და­ტე­ხავ­და იმ კაცს, თან, დღი­სით, მზი­სით, მოწ­მე­ე­ბის თან­დას­წრე­ბით, კა­ცის და­საკ­ლა­ვად არ და­დი­ან "პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კრი­მი­ნა­ლე­ბი". სცა­და გა­მო­ძი­ე­ბამ, ჩა­ქუ­ჩი ვინ­მეს­თვის თავ­ში ეგლი­ჯა ჩემ ქმარს,სა­გა­მო­ძი­ე­ბო ექ­სპე­რი­მენ­ტის­თვის? ეჭვი მე­პა­რე­ბა.

პლუს, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, გა­მო­ძი­ე­ბა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და პო­ლიტ.ზე­წო­ლა. ფაქ­ტია,რომ გა­მო­ძი­ე­ბა წა­იყ­ვა­ნეს მუხ­ლით- გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა, ვი­ღა­ცე­ებ­მა კი პარ­ტი­ის ქუ­ლე­ბად და­ი­წე­რეს... ეს გვერ­დით-მოვ­ლი­თი ბო­დი­შე­ბი მუხლს არ ცვლის, პი­რა­დი გარ­ჩე­ვა გა­მო­ი­ყე­ნეს სა­კუ­თა­რი პო­ლიტ. წა­მე­ბუ­ლის იმი­ჯის "შე­საქ­მნე­ლად"... თუ ეგ უშ­ვე­ლის, რა ვიცი

ხვალ ის კაცი პარ­ლა­მენ­ტში დაჯ­დე­ბა (ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა), ზეგ კი მთა­ვარ­სარ­დლო­ბა­საც მო­ინ­დო­მებს და რა იცი,რომ არ გა­მოჰ­კრავს ხელს, გუ­შინ ნა­ცე­მი, არა­და თვი­თო­ნაც იცის, რა­ტომ, ქა­ქუ­ცა-ჩო­ლო­ყაშ­ვილ-მხსნე­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა, "უზა­დო" რე­პუ­ტა­ცი­ის, ოჯა­ხუ­რი იდი­ლი­ის პორ­ტრე­ტით, ინ­ტე­რი­ერ­ში...

ჰო, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­ბუ­თე­ბი გამ­ქონ­დაო სა­ზღვარ­გა­რეთ (ნე­ტავ, ვისი პრო­ტეჟე­ო­ბით), ჩემ ყო­ფილ ქმარს კი - ბან­კე­ბი. არა­და, ჩემ ყო­ფილ ქმარს, მა­გა­რი სპორ­ტსმე­ნის სა­ხე­ლი გაჰ­ქონ­და,სა­ზღვარ­გა­რეთ,ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­ში დას­ტურ­დე­ბა,მათ შო­რის, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­საც... ბან­კე­ბი რომ გა­ე­ტა­ნა, დღეს თვი­თო­ნაც უკეთ აწყო­ბი­ლი ცხოვ­რე­ბა ექ­ნე­ბო­და, მეც, შე­საძ­ლოა, სად­მე პრეს­სამ­სა­ხუ­რის პა­ტივ­ცე­მულ ქალ­ბა­ტო­ნად გა­ვი­რან­ჭე­ბო­დი რო­მე­ლი­მე სა­სახ­ლი­დან, პა­ტი­ო­სა­ნი ქმრ(ებ)ის ზურგს უკან...

იმა­საც ამ­ბობ­დნენ, ჩემ­მა ქმარ­მა შური იძი­აო ჩემ­ზე, იმი­ტომ სცე­მაო - ღმერ­თო და­მი­ფა­რე, მე მხო­ლოდ ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი და ბო­ჰე­მა მა­ინ­ტე­რე­სებს... თან, ახალ­გაზ­რდა... ის ქალი ჩემ ქმარს რომ არ აინ­ტე­რე­სებ­და, მა­გას არც გან­ვი­ხი­ლავ - არც ჩე­მამ­დე აკ­ლდა უმაგ­რე­სი გო­გო­ე­ბი,მე ხომ პირ­ნათ­ლად, 7 წელი, სექსბომ­ბა ვყავ­დი; ჩემს შემ­დე­გაც არ მოს­ცდე­ბო­და, გო­გო­ებს ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ ლე­ვა­ნი.

ასე რომ, ეს ვიშ­ვი­ში- ვინც ქვას ფეხი წა­მოკ­რა,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა და­იყ­ვი­რა-სულ მიზ­ნობ­რი­ვი ტყუ­ი­ლია...თბი­ლის­ში კი ვი­ცით,ვინ რა არის, ვინ რად ღირს,თუ კი ღირს რა­მედ, მაგ­რამ ხალ­ხს ნუ აბო­ლებთ....

არ მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემი ქმრის საქ­მე­ში - ან რა სტა­ტუ­სით უნდა მი­მე­ღო,არც მი­ი­ღებ­და ამას. მხო­ლოდ მას ვეცი პა­ტი­ვი, ხმა არ ამო­მი­ღია, ჩემს სა­ხელს რომ ატ­რი­ა­ლებ­დნენ, კი იცით.

გუ­შინ­წინ, უბ­რა­ლოდ, ერთი მა­გა­რი ბიჭი შემ­ხვდა პლე­ხა­ნოვ­ზე- юნ, არა­და, გეთ­ქვა ორი სი­ტყვა, გე­კუთ­ვნო­და, ხომ იცი, ყვე­ლამ იცის შენი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ამ­ბა­ვიო...

ჩემი ქმა­რი ასეთ უყუ­რა­დღე­ბო­ბას არ იმ­სა­ხუ­რებ­და ჩემ­გან, მაგ­რამ, რო­გორც არა­სო­დეს არ ჩავ­რე­ულ­ვარ მის საქ­მე­ებ­ში, მი­თუ­მე­ტეს კა­ცურ ჩხუბ­ში, არც ახლა ვუ­ღა­ლა­ტე. მხო­ლოდ ის მინ­დო­და, მეთ­ქვა: მე ლა­ჩა­რი კაცი არ მყო­ლია გვერ­დში. მას არც ციხე გა­უკ­ვირ­დე­ბა, არც წა­ი­წუ­წუ­ნებს - კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მო­სუ­ლა, ოღონდ ნაღ­დი იყა­ვი და შენ თავ­თან მარ­თა­ლი. ესეც ჩა­ივ­ლის, შრა­მე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი კაცს მხო­ლოდ აკა­ჟებს ...

მე ის არ მინ­და მხო­ლოდ, ყვე­ლას,ვი­საც მან­ქა­ნა აუფთქდე­ბა, ქა­ლის ღა­ლატ­ზე სცე­მენ, შუბ­ლი გა­ე­კაწ­რე­ბა სო­ფელ­ში,რთველ­ში დათ­ვრე­ბა და თავს გა­ი­ტე­ხავს -ხვალ, ეს ბოზი გო­ჭე­ბი­ვით მოჭყი­პი­ნე ქა­ქუ­ცე­ბი, მთა­ვარ­სარ­დლე­ბად მოგ­ვევ­ლი­ნონ და ქვეყ­ნის ბედი გა­და­წყვი­ტონ.

ეს ჩემი და ლე­ვა­ნის ფო­ტოა. მგო­ნი, 2005 წელი. ქა­შუ­ეთ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი- ბე­ბი­ა­ჩემს ისე უყ­ვარ­და ჩემი ქმა­რი, ჯვა­რი ჩვენ დავ­წე­რეთ....აქ მე ვარ 29 წლის, ლე­ვა­ნი -30-ის. არც ფუ­ლის­თვის გავ­ყო­ლილ­ვარ ცო­ლად,არც ქო­ნე­ბის­თვის,არც ბრი­ლი­ან­ტე­ბი-თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის. არც მას ება­და რამე,არც მე. უბ­რა­ლოდ,ძა­ლი­ან,ძა­ლი­ან გვიყ­ვარ­და ერ­თმა­ნე­თი......

ვუ­სურ­ვებ თა­ვი­სუფ­ლე­ბას!" - წერს შა­ფა­თა­ვა პი­რად გვერ­დზე.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ თავ­დას­ხმის ფაქტს, შსს-ს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა 2016 წლის 26 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, სა­ბურ­თა­ლო­ზე, წმ. გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­ზე თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ლე­ვან მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი თა­ვი­სი დე­დის სა­ხელ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "ბე-ემ-ვე"-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

"ის ქალი არ აინტერესებდა... 7 წელი, სექსბომბა ვყავდი" - რას წერს იუნა შაფათავა ყოფილ მეუღლეზე, რომელიც ბუკა პეტრიაშვილის დაჭრაშია ბრალდებული

"ის ქალი არ აინტერესებდა... 7 წელი, სექსბომბა ვყავდი" - რას წერს იუნა შაფათავა ყოფილ მეუღლეზე, რომელიც ბუკა პეტრიაშვილის დაჭრაშია ბრალდებული

ტელეწამყვანი და მსახიობი იუნა შაფათავა ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს, რომლითაც ყოფილ მეუღლეს ლევან მექვაბიშვილს იცავს. შეგახსენებთ, მექვაბიშვილი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერ ბუკა პეტრიაშვილზე თავდასხმაშია ბრალდებული. პეტრიაშვილს 26 თებერვალს საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ თავს და მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

შაფათავა ყოფილ მეუღლეს დადებითად ახასიათებს და მას მალე გათავისუფლებას უსურვებს. პოსტში ტელეწამყვანი ყოფილი მეუღლის თავდასხმის მსხვერპლსა და მის მეუღლესაც (ბუკა პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე) მოიხსენიებს, თუმცა მათ გვარებს არ ასახელებს:

"ჩემი ქმარი (ყოფილი) ლაჩარი არ არის. კაცი კაცს რომ სცემს, ორივემ ბრწყინვალედ იცის, რატომ. თებერვალში მთელი თბილისი რომ ღადაობდა - ქალის გულისთვის კაცებმა ერთმანეთი დაკლესო ვაკის სასაფლაოზე - სულ ფეხებზე მეკიდა ჭორები, ვის რა პლატინის საშ(ვილოსნ)ო აქვს და რარიგ დაფასებული, სანამ ერთ დილას 500 ზარი არ დამხვდა ტელეფონზე, უცნობი-ნაცნობი ჟურნალისტების - ჩემ ყოფილ ქმარს უცემია ის კაცი.

მოვლენები ასე ბულგაკოვურად განვითარდა: ნაცემმა შეირგო პოლიტიკური ელფერით "მკვლელობის მიზნით თავდასხმა" და ქალი კი პრეს-სამსახურის უფროსი გახდა, უზადო რეპუტაციით, არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის.

მოღალატეთა ალიანსიც შეიკრა....

ჩემი ყოფილი ქმარი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი იყო, სუპერ მძიმე წონაში. ვინც არ იცის, ასეთი წონითი კატეგორიის მოკრივის ერთი დარტყმა ყბაში (ტკო) უკვე შშმ პირად აქცევს კაცს სამუდამოდ; სულ არ დასჭირდებოდა რაიმე ხელსაწყო, ხერხემალში ისე გადატეხავდა იმ კაცს, თან, დღისით, მზისით, მოწმეების თანდასწრებით, კაცის დასაკლავად არ დადიან "პროფესიონალი კრიმინალები". სცადა გამოძიებამ, ჩაქუჩი ვინმესთვის თავში ეგლიჯა ჩემ ქმარს,საგამოძიებო ექსპერიმენტისთვის? ეჭვი მეპარება.

პლუს, რამდენადაც მე ვიცი, გამოძიებაზე ხორციელდებოდა პოლიტ.ზეწოლა. ფაქტია,რომ გამოძიება წაიყვანეს მუხლით- განზრახ მკვლელობის მცდელობა, ვიღაცეებმა კი პარტიის ქულებად დაიწერეს... ეს გვერდით-მოვლითი ბოდიშები მუხლს არ ცვლის, პირადი გარჩევა გამოიყენეს საკუთარი პოლიტ. წამებულის იმიჯის "შესაქმნელად"... თუ ეგ უშველის, რა ვიცი

ხვალ ის კაცი პარლამენტში დაჯდება (ეჭვიც არ მეპარება), ზეგ კი მთავარსარდლობასაც მოინდომებს და რა იცი,რომ არ გამოჰკრავს ხელს, გუშინ ნაცემი, არადა თვითონაც იცის, რატომ, ქაქუცა-ჩოლოყაშვილ-მხსნელად მოგვევლინება, "უზადო" რეპუტაციის, ოჯახური იდილიის პორტრეტით, ინტერიერში...

ჰო, ევროინტეგრაციის საბუთები გამქონდაო საზღვარგარეთ (ნეტავ, ვისი პროტეჟეობით), ჩემ ყოფილ ქმარს კი - ბანკები. არადა, ჩემ ყოფილ ქმარს, მაგარი სპორტსმენის სახელი გაჰქონდა,საზღვარგარეთ,ინფორმაცია ინტერნეტში დასტურდება,მათ შორის, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობისაც... ბანკები რომ გაეტანა, დღეს თვითონაც უკეთ აწყობილი ცხოვრება ექნებოდა, მეც, შესაძლოა, სადმე პრესსამსახურის პატივცემულ ქალბატონად გავირანჭებოდი რომელიმე სასახლიდან, პატიოსანი ქმრ(ებ)ის ზურგს უკან...

იმასაც ამბობდნენ, ჩემმა ქმარმა შური იძიაო ჩემზე, იმიტომ სცემაო - ღმერთო დამიფარე, მე მხოლოდ ბიზნესმენები და ბოჰემა მაინტერესებს... თან, ახალგაზრდა... ის ქალი ჩემ ქმარს რომ არ აინტერესებდა, მაგას არც განვიხილავ - არც ჩემამდე აკლდა უმაგრესი გოგოები,მე ხომ პირნათლად, 7 წელი, სექსბომბა ვყავდი; ჩემს შემდეგაც არ მოსცდებოდა, გოგოებს ყოველთვის ძალიან მოსწონდათ ლევანი.

ასე რომ, ეს ვიშვიში- ვინც ქვას ფეხი წამოკრა,ქართული ოცნება დაიყვირა-სულ მიზნობრივი ტყუილია...თბილისში კი ვიცით,ვინ რა არის, ვინ რად ღირს,თუ კი ღირს რამედ, მაგრამ ხალხს ნუ აბოლებთ....

არ მიმიღია მონაწილეობა ჩემი ქმრის საქმეში - ან რა სტატუსით უნდა მიმეღო,არც მიიღებდა ამას. მხოლოდ მას ვეცი პატივი, ხმა არ ამომიღია, ჩემს სახელს რომ ატრიალებდნენ, კი იცით.

გუშინწინ, უბრალოდ, ერთი მაგარი ბიჭი შემხვდა პლეხანოვზე- юნ, არადა, გეთქვა ორი სიტყვა, გეკუთვნოდა, ხომ იცი, ყველამ იცის შენი სამართლიანობის ამბავიო...

ჩემი ქმარი ასეთ უყურადღებობას არ იმსახურებდა ჩემგან, მაგრამ, როგორც არასოდეს არ ჩავრეულვარ მის საქმეებში, მითუმეტეს კაცურ ჩხუბში, არც ახლა ვუღალატე. მხოლოდ ის მინდოდა, მეთქვა: მე ლაჩარი კაცი არ მყოლია გვერდში. მას არც ციხე გაუკვირდება, არც წაიწუწუნებს - კაცის ცხოვრებაში ყველაფერი მოსულა, ოღონდ ნაღდი იყავი და შენ თავთან მართალი. ესეც ჩაივლის, შრამები და სირთულეები კაცს მხოლოდ აკაჟებს ...

მე ის არ მინდა მხოლოდ, ყველას,ვისაც მანქანა აუფთქდება, ქალის ღალატზე სცემენ, შუბლი გაეკაწრება სოფელში,რთველში დათვრება და თავს გაიტეხავს -ხვალ, ეს ბოზი გოჭებივით მოჭყიპინე ქაქუცები, მთავარსარდლებად მოგვევლინონ და ქვეყნის ბედი გადაწყვიტონ.

ეს ჩემი და ლევანის ფოტოა. მგონი, 2005 წელი. ქაშუეთთან გადაღებული- ბებიაჩემს ისე უყვარდა ჩემი ქმარი, ჯვარი ჩვენ დავწერეთ....აქ მე ვარ 29 წლის, ლევანი -30-ის. არც ფულისთვის გავყოლილვარ ცოლად,არც ქონებისთვის,არც ბრილიანტები-თანამდებობისთვის. არც მას ებადა რამე,არც მე. უბრალოდ,ძალიან,ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი......

ვუსურვებ თავისუფლებას!" - წერს შაფათავა პირად გვერდზე.

რაც შეეხება უშუალოდ თავდასხმის ფაქტს, შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა 2016 წლის 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოზე, წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ძმათა სასაფლაოზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმა განახორციელა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს, შემთხვევის ადგილზე ლევან მექვაბიშვილი თავისი დედის სახელზე რეგისტრირებული "ბე-ემ-ვე"-ს მარკის ავტომანქანით იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.