ცოტა ხნის წინ, "პირიმზესთან" "ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავამყოფოებში გადაიყვანა, ერთს კი დახმარებ ადგილზე აღმოუჩინეს.
რაც შეეხება გივი თარგამაძეს და მის მძღოლს, რომელიც შემთხვევის დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ, სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
ცოტა ხნის წინ ინტერნეტში თარგამაძის მანქანის აფეთქების დროს დაზარალებულის ვიდეოკადრები გავრცელდა.
ასევე ნახეთ: რას ამბობს შს მინისტრის მოადგილე, რომელიც გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა
როგორ გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს