ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აფეთქების შედეგად დაშავებულის მოსანახულებლად ინგოროყვას კლინიკაში მივიდა. "პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულს ჯანდაცვის მინისტრი პირადად მოინახულებს.
"პირიმზესთან" აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიიდან აცნობეს, შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. მათივე მტკიცებით, ავტომანქანაში გივი თარგამაძე მძღოლთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დაშავებულია ხუთი ადამიანი.