კოლმეურნეობის მოედენაზე, "პირიმზესთან" მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ხუთი დაშავებულიდან ოთხის ჰოსპიტალიზაცია მოხდა, ერთს კი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მათი ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს. შემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.