პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე..." - თემო საჯაია ტელეწამყვანი ხდება
"ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე..." - თემო საჯაია ტელეწამყვანი ხდება

მომ­ღე­რალ თემო სა­ჯა­ი­ას მალე ახალ ამ­პლუ­ა­ში ვი­ხი­ლავთ, ის ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ხდე­ბა. ვის მი­უ­ძღვის ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მის წარ­მა­ტე­ბა­ში, ვინ არის მისი რჩე­უ­ლი, რო­დის იბ­ნე­ვა, რას არი­გებ­და ბა­ბუა, ვის აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებს ყო­ველ­თვის და რის გამო საყ­ვე­დუ­რო­ბენ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1988 წლის 21 მა­ი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მუ­სი­კო­სი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რია.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...მე­გობ­რე­ბი და ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მძი­მე ხა­სი­ა­თი მაქვს, მე კი ვფიქ­რობ, რომ მომ­თხოვ­ნი ვარ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ვცდი­ლობ, ყო­ველ­თვის ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯო.

- ჩემი პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა...

- ...გა­მორ­ჩე­უ­ლად მხო­ლოდ ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა. 2007 წელი იყო, როცა რუ­მი­ნეთ­ში ერთ-ერთ კონ­კურ­სზე გა­მო­ვე­დი. ჟი­უ­რის თავ­მჯდო­მა­რე ჯო კო­კე­რი იყო. სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას, ჩემი ქვეყ­ნის დრო­შა რომ ფრი­ა­ლებ­და, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო გან­ცდა და­მე­უფ­ლა: პირ­ვე­ლად მა­შინ ვიგ­რძე­ნი თავი წარ­მა­ტე­ბუ­ლად. კო­კერ­მა უმაღ­ლე­სი ქუ­ლით შე­მა­ფა­სა.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...პირ­ველ რიგ­ში, დე­დას, შემ­დეგ სხვა­დას­ხვა ეტაპ­ზე იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარ­ში მედგნენ და რა­ღაც ფორ­მით მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ.

- ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე...

- ...ცოტა ხნის წინ ვფიქ­რობ­დი, ხომ შე­მეძ­ლო, სხვა პრო­ფე­სია ამერ­ჩია-მეთ­ქი? ცხოვ­რე­ბას თა­ვი­დან რომ ვი­წყებ­დე, დავ­ფიქ­რდე­ბო­დი, გავ­ყო­ლო­დი თუ არა მუ­სი­კას. ეს ძალ­ზე და­უ­ფა­სე­ბე­ლი, უმა­დუ­რი საქ­მეა. მაგ­რამ ამ ფიქ­რებს მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე კი­თხვა, - მუ­სი­კა მო­მას­ვე­ნებ­და? თავს არა­ვის ვა­და­რებ, მაგ­რამ ეგ­ზი­უ­პერს აქვს გა­მო­ნათ­ქვა­მი: ვინ იცის, რამ­დენ სა­კან­ცე­ლა­რიო, და­ხუ­თულ ოთახ­ში კვდე­ბა დღეს მო­ცარ­ტიო. ის, რაც შენ­შია, არ მო­გას­ვე­ნებს.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...ღვთის მად­ლით, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი ჯან­მრთე­ლად და კარ­გად არი­ან.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...არ ვიცი, რთუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ჩემ­ში ბევ­რი თვი­სე­ბა არ მომ­წონს. მომ­წონს, რომ საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა მჩვე­ვია. ადა­მი­ა­ნი საქ­მეს კარ­გად თუ აკე­თებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მუ­სი­კო­სია, ეკო­ნო­მის­ტი თუ დამ­ლა­გე­ბე­ლი, ის კარ­გი ადა­მი­ა­ნია, პატ­რი­ო­ტია.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- მა­გას რა ჩა­მო­მათ­ვლე­ვი­ნებს (იცი­ნის)? ყო­ველ­დღი­უ­რად ვცდი­ლობ რა­ღა­ცის გა­მოს­წო­რე­ბას.

- ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია...

- ...ძა­ლი­ან ბევ­რი რამ. მი­უ­ღე­ბე­ლია, როცა ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, "არ შე­მიძ­ლია". ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ინ­დო­მებს და მიზ­ნად და­ი­სა­ხავს. "არ შე­მიძ­ლია" ზარ­მა­ცე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სი­ტყვე­ბია, სა­კუ­თა­რი საქ­ცი­ე­ლის გა­სა­მარ­თლებ­ლად მო­გო­ნი­ლი. არ დავ­მა­ლავ, წარ­სულ­ში ეს სი­ტყვე­ბი თა­ვა­დაც მით­ქვამს და გან­ცდაც მქო­ნია, რომ რა­ღაც არ შე­მიძ­ლია. მა­შინ ყვე­ლა­ზე ინერ­ტუ­ლი ვი­ყა­ვი. გა­მოც­დი­ლე­ბამ მიჩ­ვე­ნა და და­მარ­წმუ­ნა იმა­ში, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია. კარ­გია, როცა ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე სწავ­ლობს, უფრო კარ­გია - სხვის გა­მოც­დი­ლე­ბა­საც თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...დი­ლით ადრე ად­გო­მა, მაგ­რამ მი­წევს. ისე­თი საქ­მის კე­თე­ბაც მე­ზა­რე­ბა, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას არ მა­ნი­ჭებს.

- ყო­ველ­თვის მაქვს სურ­ვი­ლი...

- ...ადა­მი­ა­ნებს ჩემი მუ­სი­კით, ჩემი საქ­მით მივ­ცე იმე­დი და ვა­ნუ­გე­შო. დღე­ვან­დელ ტე­ლე­სივ­რცე­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის არ მომ­წონს, რომ ლა­პა­რა­კო­ბენ იმა­ზე, რა არ არის მო­სა­წო­ნი, მაგ­რამ არა­ვინ ამ­ბობს იმას, რა უნდა გა­კეთ­დეს იმის­თვის, რომ პრობ­ლე­მა მოგ­ვარ­დეს. მალე "იბე­რი­ის" ეთერ­ში თა­ვად ვი­წყებ გა­და­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბას და ამ თე­მას იქ შე­ვე­ხე­ბი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში ჩემი, რო­გორც წამ­ყვა­ნის, დე­ბი­უ­ტი შედ­გე­ბა. ძა­ლი­ან რთულ საქ­მეს შე­ვე­ჭი­დე. რო­გორ ვი­მუ­შაო კა­მე­რას­თან - ეს ვიცი, რო­გორც სტუ­მარ­მა, მაგ­რამ რო­გორ ვი­მუ­შაო, რო­გორც წამ­ყვან­მა, ახლა ვის­წავ­ლე. ნინო შავ­გუ­ლი­ძე არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რია... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე..." - თემო საჯაია ტელეწამყვანი ხდება

"ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე..." - თემო საჯაია ტელეწამყვანი ხდება

მომღერალ თემო საჯაიას მალე ახალ ამპლუაში ვიხილავთ, ის ტელეწამყვანი ხდება. ვის მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მის წარმატებაში, ვინ არის მისი რჩეული, როდის იბნევა, რას არიგებდა ბაბუა, ვის აზრს ითვალისწინებს ყოველთვის და რის გამო საყვედურობენ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1988 წლის 21 მაისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მუსიკოსი. სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მეგობრები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მძიმე ხასიათი მაქვს, მე კი ვფიქრობ, რომ მომთხოვნი ვარ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. ვცდილობ, ყოველთვის ბოლომდე დავიხარჯო.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...გამორჩეულად მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება. 2007 წელი იყო, როცა რუმინეთში ერთ-ერთ კონკურსზე გამოვედი. ჟიურის თავმჯდომარე ჯო კოკერი იყო. სცენაზე გამოსვლისას, ჩემი ქვეყნის დროშა რომ ფრიალებდა, რაღაც უჩვეულო განცდა დამეუფლა: პირველად მაშინ ვიგრძენი თავი წარმატებულად. კოკერმა უმაღლესი ქულით შემაფასა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...პირველ რიგში, დედას, შემდეგ სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხარში მედგნენ და რაღაც ფორმით მეხმარებოდნენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, ხომ შემეძლო, სხვა პროფესია ამერჩია-მეთქი? ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, დავფიქრდებოდი, გავყოლოდი თუ არა მუსიკას. ეს ძალზე დაუფასებელი, უმადური საქმეა. მაგრამ ამ ფიქრებს მოჰყვება ხოლმე კითხვა, - მუსიკა მომასვენებდა? თავს არავის ვადარებ, მაგრამ ეგზიუპერს აქვს გამონათქვამი: ვინ იცის, რამდენ საკანცელარიო, დახუთულ ოთახში კვდება დღეს მოცარტიო. ის, რაც შენშია, არ მოგასვენებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ღვთის მადლით, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები ჯანმრთელად და კარგად არიან.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...არ ვიცი, რთულია ამაზე ლაპარაკი. ჩემში ბევრი თვისება არ მომწონს. მომწონს, რომ საქმისადმი ერთგულება მჩვევია. ადამიანი საქმეს კარგად თუ აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, მუსიკოსია, ეკონომისტი თუ დამლაგებელი, ის კარგი ადამიანია, პატრიოტია.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- მაგას რა ჩამომათვლევინებს (იცინის)? ყოველდღიურად ვცდილობ რაღაცის გამოსწორებას.

- ჩემთვის მიუღებელია...

- ...ძალიან ბევრი რამ. მიუღებელია, როცა ადამიანი ამბობს, "არ შემიძლია". ადამიანს შეუძლია ყველაფერი, რასაც მოინდომებს და მიზნად დაისახავს. "არ შემიძლია" ზარმაცებისთვის დამახასიათებელი სიტყვებია, საკუთარი საქციელის გასამართლებლად მოგონილი. არ დავმალავ, წარსულში ეს სიტყვები თავადაც მითქვამს და განცდაც მქონია, რომ რაღაც არ შემიძლია. მაშინ ყველაზე ინერტული ვიყავი. გამოცდილებამ მიჩვენა და დამარწმუნა იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია. კარგია, როცა ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, უფრო კარგია - სხვის გამოცდილებასაც თუ გაითვალისწინებს.

- მეზარება...

- ...დილით ადრე ადგომა, მაგრამ მიწევს. ისეთი საქმის კეთებაც მეზარება, რომელიც სიამოვნებას არ მანიჭებს.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს ჩემი მუსიკით, ჩემი საქმით მივცე იმედი და ვანუგეშო. დღევანდელ ტელესივრცეში ყველაზე მეტად ის არ მომწონს, რომ ლაპარაკობენ იმაზე, რა არ არის მოსაწონი, მაგრამ არავინ ამბობს იმას, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს. მალე "იბერიის" ეთერში თავად ვიწყებ გადაცემაზე მუშაობას და ამ თემას იქ შევეხები. სატელევიზიო სივრცეში ჩემი, როგორც წამყვანის, დებიუტი შედგება. ძალიან რთულ საქმეს შევეჭიდე. როგორ ვიმუშაო კამერასთან - ეს ვიცი, როგორც სტუმარმა, მაგრამ როგორ ვიმუშაო, როგორც წამყვანმა, ახლა ვისწავლე. ნინო შავგულიძე არაჩვეულებრივი პარტნიორია... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი