პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი
რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი

ბიზ­ნეს­მენ მე­რაბ ფე­რა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ლა­გო­დე­ხის რა­ი­ონ­ში მი­სი­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უკვე მე­ო­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თეს. ამ­ჯე­რად საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მოჰ­ყვა, რომ­ლი­თაც აკ­რძალ­ვე­ბი და შე­ზღუდ­ვე­ბი და­უ­წეს­და მე­რაბ ფე­რა­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ შპს "სა­ფი­ნან­სო კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს". ბიზ­ნეს­მე­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ორ-სამ დღეს აძ­ლევს რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის, რომ არ შე­წყდეს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის და სხვა სა­წარ­მო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა. მე­რაბ ფე­რა­ძე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. ის ლა­გო­დე­ხი – ყვა­რე­ლის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კან­დი­და­ტია.

3 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ აფენ­ში გა­მარ­თულ აქ­ცი­ა­ში 200-მდე ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ძი­რი­თა­დად მე­რაბ ფე­რა­ძის კუთ­ვნი­ლი სა­წარ­მო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მე­რაბ ფე­რა­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის და სხვა­დას­ხვა სა­წარ­მო­ე­ბის შე­საძ­ლო და­ხურ­ვა გა­აპ­რო­ტეს­ტეს, რა­საც მათი თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს.

"ასე­თი ვა­რა­უ­დია, რომ ეს სა­ა­ვად­მყო­ფო იხუ­რე­ბა. ამ სა­ა­ვად­მყო­ფოს იმე­დად ვართ. ხალ­ხს არ გვაქვს იმის სა­შუ­ა­ლო­ბა, რომ ავად­მყო­ფი შორს წა­ვიყ­ვა­ნოთ და სა­ნამ იქი­დან სას­წრა­ფო მოვა, ჩვენ და­ვი­ხო­ცე­ბით", - უთხრა კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს სო­ფელ ბაღ­დათ­ში მცხოვ­რებ­მა ელ­ვი­რა გი­გო­ლა­ევ­მა.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს სი­ტყვით მი­მარ­თეს, სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­ნე­ჯერ­მა ქე­თე­ვან ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა, კლი­ნი­კის მე­ნე­ჯერ­მა ირმა მა­მუ­კიშ­ვილ­მა და ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

ქე­თე­ვან ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც ცოტა ხნის წინ, მე­რაბ ფე­რა­ძე პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის და­მო­უ­კი­დე­ბელ კან­დი­და­ტად და­რე­გის­ტრირ­და, ეროვ­ნულ­მა ბან­კმა თბი­ლის­ში მოქ­მე­დი მისი კომ­პა­ნია და­ა­ყა­და­ღა. ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ლა­გო­დეხ­ში მდე­ბა­რე სა­წარ­მო­ე­ბის და­ხურ­ვა­საც გა­მო­იწ­ვევს და და­ახ­ლო­ე­ბით 500-მდე ადა­მი­ა­ნი უმუ­შევ­რად დარ­ჩე­ბა.

"ბა­ტონ მე­რაბ ფე­რა­ძეს აქვს ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­დან. ეს გან­ხორ­ცი­ელ­და არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად. ის ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც მას და­უ­ყა­და­ღეს, არის ხერ­ხე­მა­ლი ყვე­ლა ამ ბიზ­ნე­სი­სა. ის რომ გა­ჩერ­დე­ბა, აქ კლი­ნი­კაც გა­ჩერ­დე­ბა. აქეთ იმ­დე­ნი ობი­ექ­ტე­ბია, ლუ­დის ქარ­ხა­ნა, ლი­მო­ნა­თის ქარ­ხა­ნა, წარ­მო­ე­ბე­ბი, რეს­ტორ­ნე­ბი და ა.შ. ლა­მის 500 კაცი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლი. თუ ბა­ტონ მე­რაბ ფე­რა­ძეს რამე აქვს არა­კა­ნო­ნი­ე­რად, ხომ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი იყოს მარ­თვა­დი და გა­მოს­წო­რე­ბა­დი", - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი

რას აპროტესტებენ ბიზნესმენი მერაბ ფერაძე და მისი 200–მდე თანამშრომელი

ბიზნესმენ მერაბ ფერაძის ორგანიზებით, ლაგოდეხის რაიონში მისივე კომპანიების თანამშრომლებმა უკვე მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. ამჯერად საპროტესტო აქცია საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც აკრძალვები და შეზღუდვები დაუწესდა მერაბ ფერაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ შპს "საფინანსო კომპანია საქართველოს". ბიზნესმენის განცხადებით, ის ხელისუფლებას ორ-სამ დღეს აძლევს რეაგირებისათვის, რომ არ შეწყდეს სამედიცინო ცენტრის და სხვა საწარმოების ფუნქციონირება. მერაბ ფერაძე საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობს. ის ლაგოდეხი – ყვარელის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატია.

3 ოქტომბერს სოფელ აფენში გამართულ აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ძირითადად მერაბ ფერაძის კუთვნილი საწარმოების თანამშრომლები. აქციის მონაწილეებმა მერაბ ფერაძის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის და სხვადასხვა საწარმოების შესაძლო დახურვა გააპროტესტეს, რასაც მათი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გამოიწვევს.

"ასეთი ვარაუდია, რომ ეს საავადმყოფო იხურება. ამ საავადმყოფოს იმედად ვართ. ხალხს არ გვაქვს იმის საშუალობა, რომ ავადმყოფი შორს წავიყვანოთ და სანამ იქიდან სასწრაფო მოვა, ჩვენ დავიხოცებით", - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ ბაღდათში მცხოვრებმა ელვირა გიგოლაევმა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ქეთევან ყაველაშვილმა, კლინიკის მენეჯერმა ირმა მამუკიშვილმა და ცენტრის თანამშრომლებმა.

ქეთევან ყაველაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ცოტა ხნის წინ, მერაბ ფერაძე პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა, ეროვნულმა ბანკმა თბილისში მოქმედი მისი კომპანია დააყადაღა. ყაველაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ლაგოდეხში მდებარე საწარმოების დახურვასაც გამოიწვევს და დაახლოებით 500-მდე ადამიანი უმუშევრად დარჩება.

"ბატონ მერაბ ფერაძეს აქვს ძალიან დიდი ზეწოლა ეროვნული ბანკიდან. ეს განხორციელდა არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. ის ობიექტი, რომელიც მას დაუყადაღეს, არის ხერხემალი ყველა ამ ბიზნესისა. ის რომ გაჩერდება, აქ კლინიკაც გაჩერდება. აქეთ იმდენი ობიექტებია, ლუდის ქარხანა, ლიმონათის ქარხანა, წარმოებები, რესტორნები და ა.შ. ლამის 500 კაცი ჰყავს დასაქმებული. თუ ბატონ მერაბ ფერაძეს რამე აქვს არაკანონიერად, ხომ შეიძლება ყველაფერი იყოს მართვადი და გამოსწორებადი", - აღნიშნა ქეთევან ყაველაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა