პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო" - რატომ ატირა გიგი გაჩეჩილაძემ საყვარელი ქალი ხელის თხოვნის დროს
"მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო" - რატომ ატირა გიგი გაჩეჩილაძემ საყვარელი ქალი ხელის თხოვნის დროს

მო­ცეკ­ვა­ვე გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძემ და მის­მა რჩე­ულ­მა ანა­ნო ჯო­ხა­ძემ ზა­ფხულ­ში გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს. წყვილ­მა ჯვა­რი ჯვარ­ზე და­ი­წე­რა, წვე­უ­ლე­ბა­ზე კი მცხე­თა­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "გუ­ჯარ­ში" უმას­პინ­ძლა სტუმ­რებს.

ქორ­წი­ლი­დან სამი თვის შემ­დეგ, ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რო­მან­ტი­კულ ეპი­ზოდს იხ­სე­ნე­ბენ - რო­გორ სთხო­ვა ხელი გი­გიმ ანა­ნოს:

"გუ­და­ურ­ში ვი­ყა­ვით მე­გობ­რებ­თან ერ­თად და იქ ვთხო­ვე ხელი. ახა­ლი წელი იყო და ვფიქ­რობ­დი, რა მე­ჩუ­ქე­ბი­ნა - ყვე­ლა­ფე­რი ნა­ჩუ­ქა­რი მქონ­და უკვე. მერე მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რა უნდა აჩუ­ქო, შენ გარ­დაო. დავ­ფიქ­რდი, რა­ღას ვე­ლო­დო, კი­დევ რა არის სა­ჭი­რო, რომ დავ­რწმუნ­დე და ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგა-მეთ­ქი. როცა ჩემს შე­კი­თხვას პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი და ყვე­ლა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტი ამო­წუ­რუ­ლი მქონ­და, მერე გა­დავ­წყვი­ტე, ეს ნა­ბი­ჯიც გა­და­მედ­გა. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ისაა, რომ სა­დაც გუ­და­ურ­ში ხე­ლის თხოვ­ნის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი დავ­გეგ­მეთ, ცოტა გვი­ან მოგ­ვი­ვი­და იქ ას­ვლა და ყი­ნავ­და. ანა­ნო გზა­ში ლა­მის გა­ი­ყი­ნა" - ყვე­ბა მო­ცეკ­ვა­ვე.

ანა­ნო: მა­ტყუ­ებ­და, შენ­თვის დიდი სა­ჩუ­ქა­რი მაქვს და მან­ქა­ნა­ში დევ­სო. ვერ მო­ვით­მი­ნე და ვი­თომ სა­გუნ­და­ოდ გა­ვე­დი გა­რეთ. ვი­ყუ­რე­ბი, მან­ქა­ნა­ში სა­ჩუ­ქა­რი არ დევს, რა­ტის მან­ქა­ნა­ში ჩა­ვი­ხე­დე - იქაც არა­ფე­რია. გული დამ­წყდა, ალ­ბათ, და­ა­ვი­წყდა-მეთ­ქი. ბო­ლოს აღ­მოჩ­ნდა, რომ არ და­ვი­წყე­ბია. მაგ­რამ, ისე­თი სი­ცი­ვე იყო, ლა­მის გეგ­მე­ბი ჩა­ვუ­შა­ლე. ზო­გა­დად, სი­ცი­ვეს ვერ ვუძ­ლებ. ხე­ლე­ბი ისე მქონ­და გა­ყი­ნუ­ლი, ორი სა­ა­თი ვტი­რო­დი. ჩემ გარ­და, ყვე­ლამ იცო­და და მამ­შვი­დებ­დნენ. მერე ჩემს და­ქალს წა­მოც­და, მალე ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბიო.

გიგი: ძა­ლი­ან მა­გა­რი ფო­ი­ერ­ვერ­კი გვქონ­და ნა­ყი­დი. ხე­ლის თხოვ­ნის პრო­ცეს­ში გა­უშ­ვეს, მაგ­რამ ეს არ გვი­ნა­ხავს არც მე და არც ანა­ნოს. ისე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვე­რა­ფერს ვხე­დავ­დი (იცი­ნის). ფო­ი­ერ­ვერ­კის გაშ­ვე­ბის დროს ვთხო­ვე ხელი.

ანა­ნო: მა­ნამ­დე ვი­ცო­დი ამ ფო­ი­ერ­ვერ­კის შე­სა­ხებ და ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის გა­უშ­ვებ­დნენ, 200 მეტრზე უნდა ასუ­ლი­ყო, ამ მო­ლო­დინ­ში ვარ და მეს­მის გი­გის სი­ტყვე­ბი. გიგი მო­ი­ცა­დე, ამას ვუ­ყუ­რებ და მერე მი­თხა­რი-მეთ­ქი. ბო­ლოს, რომ გა­ვი­გო­ნე, ანა­ნო, იცი, მე ბევ­რი ვი­ფიქ­რე და დროა, დავ­ქორ­წინ­დე­თო, შე­მოვტრი­ალ­დი და გა­ო­ცე­ბუ­ლი ვუს­მენ­დი.

გიგი: ისე ვნერ­ვი­უ­ლო­დი, ეს ბე­ჭე­დი, რა­შიც იდო, პი­რი­ქით და­ვი­ჭი­რე, ვე­ღარ მივ­ხვდი, ძა­ლას თუ ვა­ტან­დი და გახ­სნის დროს ყუთი გავ­ტე­ხე (იცი­ნის).

ანა­ნო: შო­კი­რე­ბუ­ლი ხომ ჩა­ვი­კე­ცე, მაგ­რამ მა­ინც გა­ვა­პა­რე თვა­ლი ბეჭ­დის­კენ. ორი­ვე ხე­ლით გა­მო­მი­წო­და ბე­ჭე­დი, ავი­ხე­დე და აბა, სად არის ბე­ჭე­დი-მეთ­ქი?! მეც, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ვერც ბე­ჭე­დი და­ვი­ნა­ხე და ვერც ვე­რა­ფე­რი. დღეს ეს ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლი­ან ტკბი­ლად მახ­სენ­დე­ბა..."

ეთო ხურ­ცი­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

"მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო" - რატომ ატირა გიგი გაჩეჩილაძემ საყვარელი ქალი ხელის თხოვნის დროს

"მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო" - რატომ ატირა გიგი გაჩეჩილაძემ საყვარელი ქალი ხელის თხოვნის დროს

მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძემ და მისმა რჩეულმა ანანო ჯოხაძემ ზაფხულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს. წყვილმა ჯვარი ჯვარზე დაიწერა, წვეულებაზე კი მცხეთაში მდებარე რესტორან "გუჯარში" უმასპინძლა სტუმრებს.

ქორწილიდან სამი თვის შემდეგ, ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ახალდაქორწინებულები მათი ურთიერთობის ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ეპიზოდს იხსენებენ - როგორ სთხოვა ხელი გიგიმ ანანოს:

"გუდაურში ვიყავით მეგობრებთან ერთად და იქ ვთხოვე ხელი. ახალი წელი იყო და ვფიქრობდი, რა მეჩუქებინა - ყველაფერი ნაჩუქარი მქონდა უკვე. მერე მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო. დავფიქრდი, რაღას ველოდო, კიდევ რა არის საჭირო, რომ დავრწმუნდე და ეს ნაბიჯი გადავდგა-მეთქი. როცა ჩემს შეკითხვას პასუხი ვერ გავეცი და ყველანაირი არგუმენტი ამოწურული მქონდა, მერე გადავწყვიტე, ეს ნაბიჯიც გადამედგა. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სადაც გუდაურში ხელის თხოვნის ცერემონიალი დავგეგმეთ, ცოტა გვიან მოგვივიდა იქ ასვლა და ყინავდა. ანანო გზაში ლამის გაიყინა" - ყვება მოცეკვავე.

ანანო: მატყუებდა, შენთვის დიდი საჩუქარი მაქვს და მანქანაში დევსო. ვერ მოვითმინე და ვითომ საგუნდაოდ გავედი გარეთ. ვიყურები, მანქანაში საჩუქარი არ დევს, რატის მანქანაში ჩავიხედე - იქაც არაფერია. გული დამწყდა, ალბათ, დაავიწყდა-მეთქი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ არ დავიწყებია. მაგრამ, ისეთი სიცივე იყო, ლამის გეგმები ჩავუშალე. ზოგადად, სიცივეს ვერ ვუძლებ. ხელები ისე მქონდა გაყინული, ორი საათი ვტიროდი. ჩემ გარდა, ყველამ იცოდა და მამშვიდებდნენ. მერე ჩემს დაქალს წამოცდა, მალე ბედნიერი იქნებიო.

გიგი: ძალიან მაგარი ფოიერვერკი გვქონდა ნაყიდი. ხელის თხოვნის პროცესში გაუშვეს, მაგრამ ეს არ გვინახავს არც მე და არც ანანოს. ისე ვნერვიულობდი, ვერაფერს ვხედავდი (იცინის). ფოიერვერკის გაშვების დროს ვთხოვე ხელი.

ანანო: მანამდე ვიცოდი ამ ფოიერვერკის შესახებ და ველოდებოდი, როდის გაუშვებდნენ, 200 მეტრზე უნდა ასულიყო, ამ მოლოდინში ვარ და მესმის გიგის სიტყვები. გიგი მოიცადე, ამას ვუყურებ და მერე მითხარი-მეთქი. ბოლოს, რომ გავიგონე, ანანო, იცი, მე ბევრი ვიფიქრე და დროა, დავქორწინდეთო, შემოვტრიალდი და გაოცებული ვუსმენდი.

გიგი: ისე ვნერვიულოდი, ეს ბეჭედი, რაშიც იდო, პირიქით დავიჭირე, ვეღარ მივხვდი, ძალას თუ ვატანდი და გახსნის დროს ყუთი გავტეხე (იცინის).

ანანო: შოკირებული ხომ ჩავიკეცე, მაგრამ მაინც გავაპარე თვალი ბეჭდისკენ. ორივე ხელით გამომიწოდა ბეჭედი, ავიხედე და აბა, სად არის ბეჭედი-მეთქი?! მეც, ნერვიულობისგან ვერც ბეჭედი დავინახე და ვერც ვერაფერი. დღეს ეს ყოველივე ძალიან ტკბილად მახსენდება..."

ეთო ხურციძე

ჟურნალი "თბილისელები"

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"