პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, ბავშვებიც პოლიტიზებული არიან..." - რატომ დაუწვეს საქართველოს დროშა მსოფლიო მოქალაქეს სვანეთში
"სამწუხაროდ, ბავშვებიც პოლიტიზებული არიან..." - რატომ დაუწვეს საქართველოს დროშა მსოფლიო მოქალაქეს სვანეთში

ნი­კო­ლოზ ბარ­ტყუ­ლაშ­ვი­ლის, იგი­ვე ნიქ­სის შე­სა­ხებ სხვა დრო­საც დაგ­ვი­წე­რია. ის მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქეა, - დიდი მოგ­ზა­უ­რი. 121 ქვე­ყა­ნა აქვს მოვ­ლი­ლი და კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო სი­ა­რულს, თუმ­ცა წლე­ვან­დე­ლი წელი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლოს სო­ფელ-სო­ფელ მო­ნა­ხუ­ლე­ბას და­უთ­მო. ამის­თვის შე­ი­ძი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­პე­დი და უკვე რა­ხა­ნია მოგ­ზა­უ­რობს. ამ პე­რი­ოდ­ში სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და­უგ­როვ­და, რო­მელ­საც ახლა "ამ­ბე­ბი.გე"-ს უზი­ა­რებს.

- სა­ქარ­თვე­ლო ცხა­დია, მა­ნამ­დეც მქონ­და მოვ­ლი­ლი, სა­ნამ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო და­ვი­წყებ­დი სი­ა­რულს და მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე გავ­ხდე­ბო­დი, მაგ­რამ მას მერე რაც უამ­რა­ვი ქვე­ყა­ნა ვნა­ხე, მე­ტად მივ­ხვდი იმას, რომ მარ­თლა უნი­კა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა გვაქვს. ამი­ტომ, წელს გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთხელ მო­მევ­ლო და უკვე სხვა თვა­ლით დავკვირ­ვე­ბო­დი მას და შე­და­რე­ბე­ბი სხვა ქვეყ­ნე­ბის ფონ­ზე გა­მე­კე­თე­ბი­ნა, - მა­გა­ლი­თად, ესა თუ ის ად­გი­ლი რითი ჰგავს სხვას და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ და­ვას­კვე­ნი, რომ მარ­თლა უნი­კა­ლუ­რია სა­ქარ­თვე­ლო, გვაქვს ზღვაც და მწვერ­ვა­ლე­ბიც... ჩვენ­ნა­ი­რი ჰა­ე­რი და წყა­ლი არ­სად არის. ნე­ბის­მი­ე­რი წყა­რო, კლდი­დან გად­მო­სუ­ლი წყა­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მო­სია. მარ­ტო აქა­უ­რი ჰა­ე­რი რომ ისუნ­თქოს ადა­მი­ან­მა და წყა­ლი და­ლი­ოს, წამ­ლის მი­ღე­ბა არას­დროს დას­ჭირ­დე­ბა. ცოტა ხნის წინ სვა­ნეთ­ში გახ­ლდით და ისე წა­ვე­დი და წა­მო­ვე­დი, სა­ერ­თოდ არ დავღ­ლილ­ვარ, პი­რი­ქით, ენერ­გი­ით ავივ­სე. რა­ღაც სხვა­ნა­ი­რი გან­ცდე­ბი და ემო­ცი­ე­ბი და­მე­უფ­ლა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ შენი მო­პე­დით და­დი­ხარ, რა­ზეც და­მაგ­რე­ბუ­ლი გაქვს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა. რა­ტომ?

- ჩვე­ნი დრო­შა მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას სულ თან და­მაქვს... სა­ერ­თოდ, დრო­შას ყველ­გან პა­ტივს სცე­მენ, გან­სა­კუ­თე­ბით, იტა­ლი­ე­ლე­ბი, მათ აივ­ნებ­ზე გა­მო­რი­ცხუ­ლია, დრო­შა არ ნახო გა­მო­კი­დუ­ლი, მან­ქა­ნებ­ზეც აკ­რავ­ნენ ამ სიმ­ბო­ლი­კას. მოკ­ლედ, დრო­შას მეც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ და ყველ­გან თან და­ვა­ტა­რებ... 

იმის გამო, რომ მო­პედ­ზე მჯდომს, თავ­ზე ჩა­ფხუ­ტი არ მა­ხუ­რავს, რა­ღაც მა­ინც უნდა წა­იკ­რა. ამი­ტომ, ბენ­დე­ნას ვი­ყე­ნებ. მინ­დო­და, ისიც სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბით შე­მე­ძი­ნა, მაგ­რამ ვერ­სად ვნა­ხე, რად­გან არ არ­სე­ბობს, სა­მა­გი­ე­როდ, იყი­დე­ბა ამე­რი­კის, ინ­გლი­სის, ბრა­ზი­ლი­ის და ა.შ. დრო­შის ბენ­დე­ნე­ბი. ამი­ტომ ამე­რი­კის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი შე­ვი­ძი­ნე.

მინ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შა­ზეც ვთქვა, მისი შე­ძე­ნა მხო­ლოდ თბი­ლი­სის შე­მო­სას­ვლელ­სა და ტუ­რის­ტულ ად­გი­ლებ­ში თუ შე­იძ­ლე­ბა და თან, ძა­ლი­ან ძვი­რად. ამი­ტომ, მთავ­რო­ბამ იქ­ნებ, გა­სა­ყი­დად, მას­შტა­ბუ­რად, ერ­თი­ა­ნად და­ამ­ზა­დოს ისი­ნი, ასე იაფი და­უჯ­დე­ბათ. არ მეს­მის რა­ტომ უნდა ღირ­დეს 12 ლარი, ან ცოტა მოზ­რდი­ლი 25 ლარი (დრო­შა, რო­მე­ლიც მო­პედ­ზე მი­ყე­ნია, 25 ლა­რი­ა­ნია, რო­მე­ლიც მა­ჩუ­ქეს). არ არის მცი­რე თან­ხა და ამის გამო შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლამ ვერ შე­ი­ძი­ნოს. თუმ­ცა მას ასე­თი მა­ღა­ლი ფასი ალ­ბათ იმი­ტომ აქვს, რომ წვრი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოს­ცე­მენ.

- ე.ი. მო­პედ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი დრო­შით და­დი­ხარ და ამით შენი ქვეყ­ნის სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავ, რო­გორ გხვდე­ბა სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა?

- მიყ­ვარს ჩემი ქვე­ყა­ნა, დიახ, პატ­რი­ო­ტი ვარ. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი არა, ქარ­თუ­ლი დრო­შით სხვა ქვეყ­ნებ­შიც დავ­დი­ვარ. სოფ­ლებ­ში რომ ვჩერ­დე­ბი, ზოგი მი­ღი­მის, ზოგი ორაზ­როვ­ნად ჩა­ი­ცი­ნებს და გა­ივ­ლის, ზოგი მე­კი­თხე­ბა, - "ნა­ცი­ო­ნა­ლი ხარ"?

უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ უმე­ტე­სო­ბა, დრო­შას რომ ხე­დავს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პარ­ტი­ის" წევ­რი ვგო­ნი­ვარ. ზო­გის აზ­რით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ დავ­დი­ვარ და პარ­ტი­ის რეკ­ლა­მას ვე­წე­ვი. არა­და, სოფ­ლის ბირ­ჟებ­ზე ვჩერ­დე­ბი, ადა­მი­ა­ნებს ვე­სალ­მე­ბი, კარგ დღეს ვუ­სურ­ვებ, მაგ­რამ ადეკ­ვა­ტუ­რი შეხ­ვედ­რა არ მაქვს, რა­ღა­ცებს გა­და­ი­ბუტ­ბუ­ტე­ბენ ხოლ­მე... 

- უცხო­ეთ­ში ქარ­თუ­ლი დრო­შით სი­ა­რულ­ზე რე­აქ­ცია არ აქვთ?

- სი­ხა­რუ­ლით მხვდე­ბი­ან... აქ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რამ­დენს აც­ვია იტა­ლი­ის, ბრა­ზი­ლი­ის სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის მა­ი­სუ­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც იმ ქვეყ­ნის დრო­შა აქვს გა­მო­სა­ხუ­ლი, მაგ­რამ რა­საც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დრო­შის ტა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­წყდე­ბი, ასე­თი რამ არ­სად მი­ნა­ხავს და ხდე­ბა. ეს ალ­ბათ უკაც­რა­ვად და გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის ბრა­ლია, არ ვიცი, ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან ცუდი რამ არის...

მო­ხუ­ცი ქა­ლე­ბი და­მი­ნა­ხა­ვენ თუ არა, მე­უბ­ნე­ბი­ან, - სა­ა­კაშ­ვი­ლი არ გვინ­და, მა­გან დაგ­ვაქ­ცია. ვპა­სუ­ხობ, აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, არც ერთი პარ­ტი­ის წევ­რი არ ვარ და არა­ნა­ირ აქ­ცი­ა­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ, ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის დრო­შაა, ქარ­თუ­ლი დრო­შა, ერთ-ერთი ულა­მა­ზე­სი მსოფ­ლი­ო­ში. ძა­ლი­ან მომ­წონს თა­ვი­სი ფე­რე­ბით, სტი­ლით, 5 ჯვრით. ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სია, თუ ის­ტო­რია იცი, უნდა ხვდე­ბო­დე ამ ყვე­ლაფ­რის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას... 

ზუგ­დი­დის რა­ი­ონ­ში ოქ­ტომ­ბერ­ში მე­გო­ბა­რი მინ­დო­და მე­ნა­ხა და მას ვკი­თხუ­ლობ­დი, სად უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი. რომ მო­მის­მი­ნეს, მი­თხრეს, - ეგ პი­როვ­ნე­ბა არ ვი­ცით, სად ცხოვ­რობს, მაგ­რამ აი, თქვე­ნი ოფი­სი კი აქ­ვე­აო და გა­მა­ხე­დეს იქით, სა­დაც გვერ­დიგ­ვერდ ორი სახ­ლი იყო. ერთი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ოფი­სი იყო, მერე - "ოც­ნე­ბის". ვუ­თხა­რი, არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი, ქარ­თვე­ლი მოგ­ზა­უ­რი ვარ, უბ­რა­ლოდ მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა და მუდ­მი­ვად თან ვა­ტა­რებ-მეთ­ქი. არა, ეს სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­შაა და შენ მისი ჩა­მოყ­ვა­ნა გინ­და... ამ ყვე­ლაფრს სი­ცი­ლით ვპა­სუ­ხობ, პო­ზი­ტი­უ­რად, აგ­რე­სია რომ არ და­ი­ბა­დოს... თუმ­ცა გულ­და­სა­წყვე­ტი კი­დევ ის არის, რომ პა­ტა­რა ბავ­შვე­ბიც პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არი­ან, ოჯა­ხებ­ში რაც ეს­მით, იმას იმე­ო­რე­ბენ, მათ­გა­ნაც მსმე­ნია მსგავ­სი წა­მო­ძა­ხე­ბე­ბი: ნა­ცი­ო­ნა­ლი მო­ვი­და...

ასე­თი ინ­ცინ­დენ­ტიც მოხ­და. მეს­ტი­ა­ში მო­პე­დი გა­ვა­ჩე­რე, ბუ­ნე­ბა­ში გა­და­ვე­დი, ყვა­ვი­ლებს ფო­ტოს ვუ­ღებ­დი და რომ დავ­ბრუნ­დი მო­პედ­თან, რას ვხე­დავ, დრო­შის­თვის ვი­ღა­ცას ცე­ცხლი წა­უ­კი­დე­ბია. გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, თა­ვი­დან მე­გო­ნა, მეჩ­ვე­ნე­ბო­და... მე­გობ­რე­ბი სულ მე­უბ­ნე­ბი­ან, - მო­პე­დით რომ და­დი­ხარ, არ გე­ში­ნია, რომ მოგ­პა­რონ? ყვე­ლას ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვპა­სუ­ხობ­დი, "ვი­საც ეში­ნია, იმას პა­რა­ვენ", ამა­ზე არც მი­ფიქ­რია. მგო­ნი, უკვე ახა­ლი დე­ვი­ზი მაქვს მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ასე­ვე: "მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, რო­მე­ლიც 29 წლის ასაკ­ში 106 ქვე­ყა­ნა­შია ნამ­ყო­ფი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"სამწუხაროდ, ბავშვებიც პოლიტიზებული არიან..." - რატომ დაუწვეს საქართველოს დროშა მსოფლიო მოქალაქეს სვანეთში

"სამწუხაროდ, ბავშვებიც პოლიტიზებული არიან..." - რატომ დაუწვეს საქართველოს დროშა მსოფლიო მოქალაქეს სვანეთში

ნიკოლოზ ბარტყულაშვილის, იგივე ნიქსის შესახებ სხვა დროსაც დაგვიწერია. ის მსოფლიო მოქალაქეა, - დიდი მოგზაური. 121 ქვეყანა აქვს მოვლილი და კვლავაც განაგრძობს მსოფლიოს გარშემო სიარულს, თუმცა წლევანდელი წელი, შეიძლება ითქვას, მთლიანად საქართველოს სოფელ-სოფელ მონახულებას დაუთმო. ამისთვის შეიძინა სპეციალურად მოპედი და უკვე რახანია მოგზაურობს. ამ პერიოდში საოცარი შთაბეჭდილებები დაუგროვდა, რომელსაც ახლა "ამბები.გე"-ს უზიარებს.

- საქართველო ცხადია, მანამდეც მქონდა მოვლილი, სანამ მსოფლიოს გარშემო დავიწყებდი სიარულს და მსოფლიო მოქალაქე გავხდებოდი, მაგრამ მას მერე რაც უამრავი ქვეყანა ვნახე, მეტად მივხვდი იმას, რომ მართლა უნიკალური ქვეყანა გვაქვს. ამიტომ, წელს გადავწყვიტე, საქართველო კიდევ ერთხელ მომევლო და უკვე სხვა თვალით დავკვირვებოდი მას და შედარებები სხვა ქვეყნების ფონზე გამეკეთებინა, - მაგალითად, ესა თუ ის ადგილი რითი ჰგავს სხვას და ა.შ. საბოლოოდ დავასკვენი, რომ მართლა უნიკალურია საქართველო, გვაქვს ზღვაც და მწვერვალებიც... ჩვენნაირი ჰაერი და წყალი არსად არის. ნებისმიერი წყარო, კლდიდან გადმოსული წყალი გამორჩეული გემოსია. მარტო აქაური ჰაერი რომ ისუნთქოს ადამიანმა და წყალი დალიოს, წამლის მიღება არასდროს დასჭირდება. ცოტა ხნის წინ სვანეთში გახლდით და ისე წავედი და წამოვედი, საერთოდ არ დავღლილვარ, პირიქით, ენერგიით ავივსე. რაღაც სხვანაირი განცდები და ემოციები დამეუფლა...

- საქართველოში სამოგზაუროდ შენი მოპედით დადიხარ, რაზეც დამაგრებული გაქვს საქართველოს დროშა. რატომ?

- ჩვენი დროშა მოგზაურობისას სულ თან დამაქვს... საერთოდ, დროშას ყველგან პატივს სცემენ, განსაკუთებით, იტალიელები, მათ აივნებზე გამორიცხულია, დროშა არ ნახო გამოკიდული, მანქანებზეც აკრავნენ ამ სიმბოლიკას. მოკლედ, დროშას მეც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყველგან თან დავატარებ... 

იმის გამო, რომ მოპედზე მჯდომს, თავზე ჩაფხუტი არ მახურავს, რაღაც მაინც უნდა წაიკრა. ამიტომ, ბენდენას ვიყენებ. მინდოდა, ისიც საქართველოს დროშის გამოსახულებით შემეძინა, მაგრამ ვერსად ვნახე, რადგან არ არსებობს, სამაგიეროდ, იყიდება ამერიკის, ინგლისის, ბრაზილიის და ა.შ. დროშის ბენდენები. ამიტომ ამერიკის გამოსახულებიანი შევიძინე.

მინდა, ჩვენი ქვეყნის დროშაზეც ვთქვა, მისი შეძენა მხოლოდ თბილისის შემოსასვლელსა და ტურისტულ ადგილებში თუ შეიძლება და თან, ძალიან ძვირად. ამიტომ, მთავრობამ იქნებ, გასაყიდად, მასშტაბურად, ერთიანად დაამზადოს ისინი, ასე იაფი დაუჯდებათ. არ მესმის რატომ უნდა ღირდეს 12 ლარი, ან ცოტა მოზრდილი 25 ლარი (დროშა, რომელიც მოპედზე მიყენია, 25 ლარიანია, რომელიც მაჩუქეს). არ არის მცირე თანხა და ამის გამო შეიძლება ყველამ ვერ შეიძინოს. თუმცა მას ასეთი მაღალი ფასი ალბათ იმიტომ აქვს, რომ წვრილი კომპანიები მცირე რაოდენობით გამოსცემენ.

- ე.ი. მოპედზე დამაგრებული დროშით დადიხარ და ამით შენი ქვეყნის სიყვარულს გამოხატავ, როგორ გხვდება სხვადასხვა კუთხეში საქართველოს მოსახლეობა?

- მიყვარს ჩემი ქვეყანა, დიახ, პატრიოტი ვარ. საქართველოში კი არა, ქართული დროშით სხვა ქვეყნებშიც დავდივარ. სოფლებში რომ ვჩერდები, ზოგი მიღიმის, ზოგი ორაზროვნად ჩაიცინებს და გაივლის, ზოგი მეკითხება, - "ნაციონალი ხარ"?

უცნაურია, მაგრამ უმეტესობა, დროშას რომ ხედავს, "ნაციონალური პარტიის" წევრი ვგონივარ. ზოგის აზრით, წინასაარჩევნოდ დავდივარ და პარტიის რეკლამას ვეწევი. არადა, სოფლის ბირჟებზე ვჩერდები, ადამიანებს ვესალმები, კარგ დღეს ვუსურვებ, მაგრამ ადეკვატური შეხვედრა არ მაქვს, რაღაცებს გადაიბუტბუტებენ ხოლმე... 

- უცხოეთში ქართული დროშით სიარულზე რეაქცია არ აქვთ?

- სიხარულით მხვდებიან... აქ დარწმუნებული ვარ, რამდენს აცვია იტალიის, ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის მაისურები, რომლებზეც იმ ქვეყნის დროშა აქვს გამოსახული, მაგრამ რასაც ჩვენს ქვეყანაში დროშის ტარებასთან დაკავშირებით ვაწყდები, ასეთი რამ არსად მინახავს და ხდება. ეს ალბათ უკაცრავად და გაუნათლებლობის ბრალია, არ ვიცი, ფაქტია, რომ ძალიან ცუდი რამ არის...

მოხუცი ქალები დამინახავენ თუ არა, მეუბნებიან, - სააკაშვილი არ გვინდა, მაგან დაგვაქცია. ვპასუხობ, აპოლიტიკური ადამიანი ვარ, არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და არანაირ აქციაში არ ვმონაწილეობ, ეს ჩვენი ქვეყნის დროშაა, ქართული დროშა, ერთ-ერთი ულამაზესი მსოფლიოში. ძალიან მომწონს თავისი ფერებით, სტილით, 5 ჯვრით. ერთ-ერთი უძველესია, თუ ისტორია იცი, უნდა ხვდებოდე ამ ყველაფრის დანიშნულებას... 

ზუგდიდის რაიონში ოქტომბერში მეგობარი მინდოდა მენახა და მას ვკითხულობდი, სად უნდა მივსულიყავი. რომ მომისმინეს, მითხრეს, - ეგ პიროვნება არ ვიცით, სად ცხოვრობს, მაგრამ აი, თქვენი ოფისი კი აქვეაო და გამახედეს იქით, სადაც გვერდიგვერდ ორი სახლი იყო. ერთი "ნაციონალების" ოფისი იყო, მერე - "ოცნების". ვუთხარი, არ ვარ პოლიტიკოსი, ქართველი მოგზაური ვარ, უბრალოდ მიყვარს საქართველოს დროშა და მუდმივად თან ვატარებ-მეთქი. არა, ეს სააკაშვილის დროშაა და შენ მისი ჩამოყვანა გინდა... ამ ყველაფრს სიცილით ვპასუხობ, პოზიტიურად, აგრესია რომ არ დაიბადოს... თუმცა გულდასაწყვეტი კიდევ ის არის, რომ პატარა ბავშვებიც პოლიტიზებული არიან, ოჯახებში რაც ესმით, იმას იმეორებენ, მათგანაც მსმენია მსგავსი წამოძახებები: ნაციონალი მოვიდა...

ასეთი ინცინდენტიც მოხდა. მესტიაში მოპედი გავაჩერე, ბუნებაში გადავედი, ყვავილებს ფოტოს ვუღებდი და რომ დავბრუნდი მოპედთან, რას ვხედავ, დროშისთვის ვიღაცას ცეცხლი წაუკიდებია. გაოცებული დავრჩი, თავიდან მეგონა, მეჩვენებოდა... მეგობრები სულ მეუბნებიან, - მოპედით რომ დადიხარ, არ გეშინია, რომ მოგპარონ? ყველას ოპტიმისტურად ვპასუხობდი, "ვისაც ეშინია, იმას პარავენ", ამაზე არც მიფიქრია. მგონი, უკვე ახალი დევიზი მაქვს მოსაფიქრებელი...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე: ''მსოფლიოში პირველი ადამიანი ვარ, რომელიც 29 წლის ასაკში 106 ქვეყანაშია ნამყოფი''

"ჩვეულებრივი ადამიანია ჩემი ერთი შვილი, მეორე – არა, იმიტომ რომ ლაბორატორიაში მუშაობს კოვიდზე" - პაატა იმნაძე საკუთარ განცხადებას განმარტავს

კორონავირუსის ახალი სინდრომით საქართველოში ათეულობით ბავშვი მკურნალობს - "პრეპარატი დეფიციტშია, რამაც შეიძლება პრობლემის წინაშე დაგვაყენოს"

"სხვადასხვა მეფეს თავისი დროშა ჰქონდა, თუმცა ხუთჯვრიანი უფრო ხშირად ფიქსირდება" - როდის გამოჩნდა მსოფლიო რუკაზე პირველად საქართველოს დროშა?