სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია"
"მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია"

კვე­ბა - ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სათ­ვის სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს, საკ­ვე­ბი აძ­ლევს მათ ფი­ზი­კუ­რი არ­სე­ბო­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი ცხო­ველ­მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ე.ი. იგი სი­ცო­ცხლის სა­ფუძ­ვე­ლი და ენერ­გი­ის წყა­როა.

ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბა: ცი­ლე­ბის, ცხი­მე­ბის, ნახ­შირ­წყლე­ბის მი­ღე­ბა დად­გე­ნი­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, რაც მი­იღ­წე­ვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სურ­სა­თის მოხ­მა­რე­ბით ანუ სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბით.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მა­ტი­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის, მო­სახ­ლე­ო­ბის ტრა­დი­ცი­ე­ბის, ეროვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­სა და ჩვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მე­ბი ძი­რი­თა­დი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის მოხ­მა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით:

პური - 350 გ/დღ (სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მით იგი 200 გრა­მია დღე­ში, მაგ­რამ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ი­სა და ჩვე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით დად­გინ­და 350 გ/დღ), ხორ­ცი და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი - 200 გ/დღ, რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი - 960 გ/დღ, თევ­ზი - 50 გ/დღ, ბოსტნე­უ­ლი - 370 გ/დღ, კარ­ტო­ფი­ლი - 170 გ/დღ, ხილი - 210 გ/დღ, შა­ქა­რი - 100 გ/დღ, კვერ­ცხი - 0,66 ც/დღ, მცენ. და ცხოვ. ცხი­მი - 30 გ/დღ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლია ძი­რი­თა­დად გო­ნებ­რი­ვი შრო­მით და­კა­ვე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო ასა­კის, შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი­სათ­ვის, რაც დღე­ში იძ­ლე­ვა 2800 კკა­ლო­რი­ას. ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის მი­ხედ­ვით სურ­სა­თის ნორ­მე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად იზ­რდე­ბა.

ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნი­დან დღემ­დე 25 წლი­ან­მა კვლე­ვებ­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის მოხ­მა­რე­ბა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლად დარ­ღვე­უ­ლი იყო და არის დღე­საც, კერ­ძოდ, ძალ­ზე და­ბა­ლია ცი­ლო­ვა­ნი პრო­დუქ­ცი­ის: ხორ­ცის - 2,5-ჯერ, რძის პრო­დუქ­ტე­ბის - 2-ჯერ, თევ­ზის - 4-5-ჯერ, ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით მდი­და­რი პრო­დუქ­ცი­ის ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის - 2-2,5-ჯერ, ხოლო ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ნორ­მა­ზე თით­ქმის 2-ჯერ მე­ტია ნახ­შირ­წყლე­ბით მდი­და­რი, მაგ­რამ ცი­ლე­ბით, ცხი­მე­ბით, ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით ღა­რი­ბი პრო­დუქ­ტის პუ­რის მოხ­მა­რე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს მი­ა­ნიშ­ნებს მას­ზე, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გამო ვერ ახერ­ხებს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის (ხორ­ცი, რძის პრო­დუქ­ტე­ბი, თევ­ზი, ბოსტნე­უ­ლი, ხილი) შე­ძე­ნას და და­ბალ­ფა­სი­ა­ნი, მაგ­რამ ყუ­ა­თი­ა­ნი საკ­ვე­ბით - პუ­რით იკ­მა­ყო­ფი­ლებს ძი­რი­თა­დად თა­ვის მო­თხოვ­ნას საკ­ვებ­ზე (100 გრა­მი სა­შუ­ა­ლო სიმ­სუქ­ნის ხორ­ცი იძ­ლე­ვა 100 კკალ-ს, ხოლო პური - 210 კკალ-ს). ასეთ საკ­ვებ რა­ცი­ონ­ში პუ­რის წილი 60-70%-ს აღ­წევს, მა­შინ როცა ზო­გა­დად სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მე­ბით მი­ღე­ბუ­ლია პუ­რის დღი­უ­რი ნორ­მა - 200 გ/დღე­ში, რაც სა­ერ­თო რა­ცი­ო­ნის კა­ლო­რი­ე­ბის 15%-ზე მეტს არ შე­ად­გენს. ასე­თი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი, და­უ­ბა­ლან­სე­ბე­ლი კვე­ბა ცი­ლო­ვან დე­ფი­ციტ­თან ერ­თად ორ­გა­ნიზ­მის ვი­ტა­მი­ნე­ბი­თა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბით მწვა­ვე ნაკ­ლე­ბო­ბის გამო მთელ რიგ მძი­მე და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. დად­გე­ნი­ლია მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის 55% არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის შე­დე­გია.

ყო­ვე­ლი­ვე ამის შე­დე­გია ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 700 ბავ­შვი იღუ­პე­ბა, აქე­დან 400 ბავ­შვი და­ბა­დე­ბი­დან 1 კვი­რა­ში, ხოლო 300 კი - და­ბა­დე­ბი­დან 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც ძი­რი­თა­დად უკავ­შირ­დე­ბა კვე­ბის დე­ფი­ციტ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფაქ­ტო­რებს: მცი­რე წო­ნი­ა­ნო­ბა, იოდ­დე­ფი­ცი­ტი, ანე­მია, ფო­ლი­უ­მის მჟა­ვის დე­ფი­ცი­ტი და სხვა (სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი აქვს ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბით ევ­რო­პა­ში). სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებს შო­რის აჭა­რა და გუ­რია გა­მო­ირ­ჩე­ვა ბავ­შვე­ბის ე.წ. "ფა­რუ­ლი შიმ­ში­ლით" - არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბით, რის შე­დე­გად 20%-ს აღე­ნიშ­ნე­ბა შე­ფერ­ხე­ბა ზრდა­ში, ხოლო რა­ჭა­სა და სვა­ნეთ­ში - 15%-ს. შე­და­რე­ბით უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა კა­ხეთ­სა და თბი­ლის­ში. ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვთა 32%-ს იოდ­დე­ფი­ცი­ტუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ხოლო ბავ­შვე­ბი­სა და ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის 25%-ს ანე­მია აღე­ნიშ­ნე­ბათ (UNICEF-ის მო­ნა­ცე­მე­ბი).

გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს 2013 წლი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის, ცხოვ­რე­ბის დო­ნის სურ­სათ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რა­მაც ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის მე­სა­მედ­ზე მეტი შე­ად­გი­ნა. გა­ი­ზარ­და პენ­სი­ე­ბი, ასა­კო­ვა­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის 65%-ით, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სათ­ვის 80%-ით, ხელ­ფა­სე­ბი, გა­ორ­მაგ­და შემ­წე­ო­ბე­ბი, გა­ი­ცა ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბე­ბი, სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი გახ­და უფა­სო, მოს­წავ­ლე­თათ­ვის ყო­ველ­წლი­უ­რად უფა­სოდ და­რიგ­და სა­ხელ­მძღვა­ლო­ე­ბი, უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში 21 ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლე­ბა გახ­და უფა­სო, მშო­ბი­ა­რო­ბა გახ­და უფა­სო, და­წეს­და უფა­სო სა­ყო­ველ­თაო სა­მე­დი­ცი­ნო და­ზღვე­ვა, რის შე­დე­გა­დაც პენ­სი­ო­ნე­რე­ბის რი­ცხვმა 2013-2015 წლებ­ში 40 ათა­სით მო­ი­მა­ტა, რაც უპ­რე­ცე­დენ­ტოა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში (ყო­ველ წელს ათა­სო­ბით აკ­ლდე­ბო­და). სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის (რაც მო­სახ­ლე­ო­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვარს შე­ად­გენს), კერ­ძოდ მცი­რე­მი­წი­ან 800 ათას ფერ­მერს ყო­ველ­წლი­უ­რად (უკვე 3-ჯერ) უფა­სოდ და­უხ­ნეს მიწა, მის­ცეს თეს­ლი, სა­სუ­ქე­ბი, შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი, პეს­ტი­ცი­დე­ბი, სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ია­რა­ღე­ბი და სხვა, კა­ხელ­მა მე­ვე­ნა­ხე­ებ­მა 3 წე­ლი­წად­ში მო­სავ­ლის­გან მი­ი­ღეს 400 მლნ ლარი), შე­ამ­ცი­რეს სატ­რან­სპორ­ტო ხარ­ჯე­ბი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თათ­ვის, გა­უ­ორ­მაგ­დათ დახ­მა­რე­ბე­ბი ლტოლ­ვი­ლებს, უნარ­შე­ზღუ­დულ ადა­მი­ა­ნებს, 12 ათას ლტოლ­ვილ ოჯახს გა­და­ე­ცა პი­რად მფლო­ბე­ლო­ბა­ში სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა, სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებს და­უ­რიგ­დათ 100 ათა­სი ლარი და ყო­ველ­თვი­უ­რად და­ე­ნიშ­ნათ დახ­მა­რე­ბის სა­ხით 1000 ლარი და სხვა.

ჩა­მოთ­ვლი­ლი უპ­რე­ცე­დენ­ტო სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია უნდა გა­მო­ეწ­ვია სურ­სათ­ზე მათი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შე­სამ­ჩნე­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ის ფაქ­ტი, რომ 2013-2015 წლებ­შიც მო­სახ­ლე­ო­ბის კვე­ბის რა­ცი­ო­ნი ფაქ­ტი­უ­რად არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა და თით­ქმის იგი­ვე დარ­ჩა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ცი­ლე­ბის ძი­რი­თა­დი მიმ­წო­დე­ბე­ლი პრო­დუქ­ტე­ბის: ხორ­ცის, რძის პრო­დუქ­ტე­ბის, კვერ­ცხის, ასე­ვე ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის წყა­როს: ხილ-ბოსტნე­უ­ლის მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი, რაც 1 სულ მო­სახ­ლე­ზე ამ პე­რი­ოდ­ში შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა (გ/დღე­ში):

2012 2013 2014 2015 ნორ­მა

ხორ­ცი და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბი 71 74 79 81 200

რძე და რძის პრო­დუქ­ტე­ბი 379 395 428 432 960

კვერ­ცხი 0,3 ც 0,3 ც 0,3 ც 0,3 ც 0,66 ც

ბოსტნე­უ­ლი 150 153 162 158 370

ხილი 95 101 105 102 210

წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია"

"მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია"

კვება - ცოცხალი ორგანიზმებისათვის სასიცოცხლო ფუნქციას ასრულებს, საკვები აძლევს მათ ფიზიკური არსებობისა და აქტიური ცხოველმოქმედების საშუალებას. ე.ი. იგი სიცოცხლის საფუძველი და ენერგიის წყაროა.

ადამიანის ჯანმრთელობისა და აქტიური სიცოცხლისუნარიანობისათვის აუცილებელია დაბალანსებული კვება: ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მიღება დადგენილი ფიზიოლოგიური ნორმების შესაბამისი რაოდენობის მიხედვით, რაც მიიღწევა მრავალფეროვანი სურსათის მოხმარებით ანუ სრულფასოვანი კვებით.

საერთაშორისო ნორმატივების საფუძველზე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის ტრადიციების, ეროვნული თვისებებისა და ჩვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოსახლეობისათვის დადგენილია შემდეგი ფიზიოლოგიური ნორმები ძირითადი სასურსათო პროდუქციის მოხმარების გათვალისწინებით:

პური - 350 გ/დღ (საერთაშორისო ნორმით იგი 200 გრამია დღეში, მაგრამ ჩვენი ტრადიციისა და ჩვევის გათვალისწინებით დადგინდა 350 გ/დღ), ხორცი და ხორცპროდუქტები - 200 გ/დღ, რძე და რძის პროდუქტები - 960 გ/დღ, თევზი - 50 გ/დღ, ბოსტნეული - 370 გ/დღ, კარტოფილი - 170 გ/დღ, ხილი - 210 გ/დღ, შაქარი - 100 გ/დღ, კვერცხი - 0,66 ც/დღ, მცენ. და ცხოვ. ცხიმი - 30 გ/დღ.

აღნიშნული ნორმები განსაზღვრულია ძირითადად გონებრივი შრომით დაკავებული საშუალო ასაკის, შრომისუნარიანი მამაკაცებისათვის, რაც დღეში იძლევა 2800 კკალორიას. ფიზიკური დატვირთვის მიხედვით სურსათის ნორმებიც შესაბამისად იზრდება.

ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე 25 წლიანმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ სასურსათო პროდუქციის მოხმარება ფიზიოლოგიური ნორმების მიხედვით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კატასტროფულად დარღვეული იყო და არის დღესაც, კერძოდ, ძალზე დაბალია ცილოვანი პროდუქციის: ხორცის - 2,5-ჯერ, რძის პროდუქტების - 2-ჯერ, თევზის - 4-5-ჯერ, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქციის ბოსტნეულისა და ხილის - 2-2,5-ჯერ, ხოლო ფიზიოლოგიურ ნორმაზე თითქმის 2-ჯერ მეტია ნახშირწყლებით მდიდარი, მაგრამ ცილებით, ცხიმებით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით ღარიბი პროდუქტის პურის მოხმარება. ყოველივე ეს მიანიშნებს მასზე, რომ მოსახლეობა დაბალი სოციალური პირობების გამო ვერ ახერხებს ძვირადღირებული სასურსათო პროდუქციის (ხორცი, რძის პროდუქტები, თევზი, ბოსტნეული, ხილი) შეძენას და დაბალფასიანი, მაგრამ ყუათიანი საკვებით - პურით იკმაყოფილებს ძირითადად თავის მოთხოვნას საკვებზე (100 გრამი საშუალო სიმსუქნის ხორცი იძლევა 100 კკალ-ს, ხოლო პური - 210 კკალ-ს). ასეთ საკვებ რაციონში პურის წილი 60-70%-ს აღწევს, მაშინ როცა ზოგადად საერთაშორისო ნორმებით მიღებულია პურის დღიური ნორმა - 200 გ/დღეში, რაც საერთო რაციონის კალორიების 15%-ზე მეტს არ შეადგენს. ასეთი არასრულფასოვანი, დაუბალანსებელი კვება ცილოვან დეფიციტთან ერთად ორგანიზმის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მწვავე ნაკლებობის გამო მთელ რიგ მძიმე დაავადებებს იწვევს. დადგენილია მსოფლიოში გავრცელებული დაავადებების 55% არასრულფასოვანი კვების შედეგია.

ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში ყოველწლიურად 700 ბავშვი იღუპება, აქედან 400 ბავშვი დაბადებიდან 1 კვირაში, ხოლო 300 კი - დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, რაც ძირითადად უკავშირდება კვების დეფიციტთან დაკავშირებულ ფაქტორებს: მცირე წონიანობა, იოდდეფიციტი, ანემია, ფოლიუმის მჟავის დეფიციტი და სხვა (საქართველოს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვთა სიკვდილიანობით ევროპაში). საქართველოს რეგიონებს შორის აჭარა და გურია გამოირჩევა ბავშვების ე.წ. "ფარული შიმშილით" - არასრულფასოვანი კვებით, რის შედეგად 20%-ს აღენიშნება შეფერხება ზრდაში, ხოლო რაჭასა და სვანეთში - 15%-ს. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა კახეთსა და თბილისში. ქვეყანაში ბავშვთა 32%-ს იოდდეფიციტური დაავადება, ხოლო ბავშვებისა და ორსული ქალების 25%-ს ანემია აღენიშნებათ (UNICEF-ის მონაცემები).

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს 2013 წლიდან ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები მოსახლეობის სოციალური პირობების, ცხოვრების დონის სურსათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტის მესამედზე მეტი შეადგინა. გაიზარდა პენსიები, ასაკოვანი პენსიონერებისათვის 65%-ით, შეზღუდული შესაძლებლობის პენსიონერებისათვის 80%-ით, ხელფასები, გაორმაგდა შემწეობები, გაიცა ფულადი დახმარებები, საბავშვო ბაღები გახდა უფასო, მოსწავლეთათვის ყოველწლიურად უფასოდ დარიგდა სახელმძღვალოები, უმაღლეს სასწავლებლებში 21 ფაკულტეტზე სწავლება გახდა უფასო, მშობიარობა გახდა უფასო, დაწესდა უფასო საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, რის შედეგადაც პენსიონერების რიცხვმა 2013-2015 წლებში 40 ათასით მოიმატა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში (ყოველ წელს ათასობით აკლდებოდა). სოფლის მოსახლეობისათვის (რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენს), კერძოდ მცირემიწიან 800 ათას ფერმერს ყოველწლიურად (უკვე 3-ჯერ) უფასოდ დაუხნეს მიწა, მისცეს თესლი, სასუქები, შხამქიმიკატები, პესტიციდები, სასოფლო-სამეურნეო იარაღები და სხვა, კახელმა მევენახეებმა 3 წელიწადში მოსავლისგან მიიღეს 400 მლნ ლარი), შეამცირეს სატრანსპორტო ხარჯები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველთათვის, გაუორმაგდათ დახმარებები ლტოლვილებს, უნარშეზღუდულ ადამიანებს, 12 ათას ლტოლვილ ოჯახს გადაეცა პირად მფლობელობაში საცხოვრებელი ბინა, საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ოჯახებს დაურიგდათ 100 ათასი ლარი და ყოველთვიურად დაენიშნათ დახმარების სახით 1000 ლარი და სხვა.

ჩამოთვლილი უპრეცედენტო სოციალური პროგრამების განხორციელების მიუხედავად, რასაც ბუნებრივია უნდა გამოეწვია სურსათზე მათი ხელმისაწვდომობის შესამჩნევი გაუმჯობესება, გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ 2013-2015 წლებშიც მოსახლეობის კვების რაციონი ფაქტიურად არ გაუმჯობესებულა და თითქმის იგივე დარჩა. განსაკუთრებით საყურადღებოა ცილების ძირითადი მიმწოდებელი პროდუქტების: ხორცის, რძის პროდუქტების, კვერცხის, ასევე ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყაროს: ხილ-ბოსტნეულის მოხმარების მაჩვენებლები, რაც 1 სულ მოსახლეზე ამ პერიოდში შემდეგნაირად გამოიყურება (გ/დღეში):

2012 2013 2014 2015 ნორმა

ხორცი და ხორცპროდუქტები 71 74 79 81 200

რძე და რძის პროდუქტები 379 395 428 432 960

კვერცხი 0,3 ც 0,3 ც 0,3 ც 0,3 ც 0,66 ც

ბოსტნეული 150 153 162 158 370

ხილი 95 101 105 102 210

წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს