ოქროს 16-გრამიანი მონეტა სამტრედიელმა ისტორიკოსმა მოიპოვა

ოქროს 16-გრამიანი მონეტა სამტრედიელმა ისტორიკოსმა მოიპოვა

ოქროს მონეტის მეორე გამარჯვებულიც გამოვლინდა!  საუბარია, უნიკალურ პროექტზე - "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია", რომელიც სამი თვეა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 19 სექტემბრიდან, კოლექციის მეოთხე მონეტის შეძენისას, მკითხველს საშუალება მიეცა, ნამდვილი ოქროს 16-გრამიანი მონეტის მფლობელი გამხდარიყო!

და აი, მეორე იღბლიანი მკითხველი, რომელმაც გაზეთ "კვირის პალიტრაში" ნამდვილი ოქროს მონეტა აღმოაჩინა, სამტრედიელი მიხეილ სულაქველიძეა. ბატონი მიხეილი პროფესიით ისტორიკოსია და არქეოლოგი. მუშაობს სამტრედიის სკოლაში ისტორიის პედაგოგად და მოსწავლეებს საქართველოს ისტორიის სიყვარულს უღვივებს.

"მონეტებიც ერთ-ერთი ისტორიაა, მით უმეტეს, ალექსანდრე მაკედონელის მონეტა, კოლხური მონეტის შემდეგ, ერთ-ერთი უძვლესია საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ დიდია მისი ღირებულება და ისიც, რომ ის საქართველოშია აღმოჩენილი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს აქტიური კავშირი ჰქონდა იმ სამყაროსთან და კერძოდ, მაკედონიის სახელმწიფოსთან", - ამბობს გამარჯვებული და დასძენს, რომ მოხარულია იმით, რომ გაუმართლა და სწორედ ეს მონეტა მოიგო, - სამ იღბლიან ადამიანს შორის მოხვდა, რომელთაც ასეთი საჩუქარი ერგოთ.

ასევე წაიკითხეთ: 16-გრამიანი ოქროს მონეტის მფლობელი თბილისელი დიასახლისი გახდა

"გაზეთ "კვირის პალიტრას" მისი დაარსების დღიდან ვკითხულობ, 90-იანი წლებიდან. არცერთ ნომერს არ ვტოვებდი. ერთადერთი გაზეთია, რომელიც კვირიდან კვირამდე ჩემი სულიერი საკვებია და ამას ყოველგვარი ქათინაურის გარეშე გეუბნებით", - აღნიშნავს მიხეილ სულაქველიძე.

- რას ნიშნავს თქვენთვის ახლა ეს მოგებული ნივთი?

- ეს ჩემთვის ძალზე ძვირფასი ისტორიაა... აქ საქმე 16 გრამ ოქროში არ არის. ყველაფერი ოქროზე მეტია. ეს არ არის ჩვეულებრივი მონეტა, რომელსაც შეაფასებ, ძვირად ღირებული რამ არის. მოკლედ, ეს ჩემი მეოთხე მონეტა გახლავთ და ახლა ვაპირებ სრულად შეგროვებას და ამასთან იმ ალბომი-წიგნის შეძენას, რომელშიც 24-ვე მონეტას შევაგროვებ. ეს ყველაფრი სანახავად და საჩვენებლად თუნდაც, მოსწავლეებისთვის შესანიშნავი რამ არის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლობა პალიტრა L-ს ასეთი კარგი იდეის განხორციელებისთვის"

* * *

ისტორიული პროექტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" წიგნ-ალბომსა და პერიოდულად გამოსული მონეტებისგან შეგროვებულ კოლექციას აერთიანებს. პროექტი ეროვნული მუზეუმისა და პალიტრა L-ს მიერ ხორციელდება. წიგნი-ალბომის მთავარი სპეციფიკა მონეტების შეგროვებაშია. ქართული ისტორიული მონეტების მეტალში შესრულებული ასლები თვეში ერთხელ, ქრონოლოგიური პრინციპით გამოდის და ილუსტრირებული ალბომის სპეციალურ განყოფილებაში კოლექციად გროვდება. პროექტის ფარგლებში უკვე 3 მონეტაა გამოსული.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს