პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვრცელი ინტერვიუ სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ
"მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვრცელი ინტერვიუ სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე სპორ­ტსმენ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც ოდე­სა­ში, რთვე­ლის დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი (იხ. ვი­დეო). ვი­დე­ოს ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ით­ქვა, რომ ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი უკ­რა­ი­ნა­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან სტუმ­რად ჩა­ვი­და. რო­გორც გა­ირ­კვა რე­ა­ლუ­რად, ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა Ambebi.ge-ს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა.

- რო­გორ მოხ­ვდი უკ­რა­ი­ნა­ში?

- რო­გორც იცით, ბოლო პე­რი­ოდ­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი ოლიმ­პი­ა­დის­თვის, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე და­სას­ვე­ნებ­ლად სხვა ქვე­ყა­ნა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი. წა­ვე­დი უკ­რა­ი­ნა­ში, სა­დაც ჩემი მე­გობ­რე­ბი ცხოვ­რო­ბენ. სწო­რედ მათ­თან ჩა­ვე­დი სტუმ­რად კი­ევ­ში. იქ გა­ვი­გე, რომ ოდე­სა­ში ერთ-ერთი გრან­დი­ო­ზუ­ლი კლუ­ბის გახ­სნა იყო, სა­დაც მე­გობ­რებ­თან ერ­თად წა­ვე­დი.

- ოდე­სა­ში შეხ­ვდით მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს?

- ოდე­სა­ში სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ვი­ყა­ვით. იქ მო­ვი­და ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. ის ჩემი მე­გობ­რე­ბის ნაც­ნო­ბია. რო­დე­საც და­მი­ნა­ხა წარ­მა­ტე­ბა მო­მი­ლო­ცა და შე­მოგ­ვი­ერ­თდა. მისი მოს­ვლა რეს­ტო­რან­ში ჩემ­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. ვი­ცო­დი, რომ იმ დროს ის სა­ერ­თოდ არ იმ­ყო­ფე­ბო­და ოდე­სა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო: რას პა­სუ­ხობს ლადო ხინ­ჩე­გაშ­ვი­ლი კრი­ტი­კო­სებს მიშა სა­ა­კაშ­ვილ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ოს გამო

- რთველ­ში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- სა­ნამ კი­ევ­ში დავ­ბრუნ­დე­ბო­დი, ყვე­ლა­ნი ერ­თად აღ­მოვ­ჩნდით რთველ­ში. ვე­ნა­ხე­ბის მფლო­ბე­ლი ფრან­გი მეღ­ვი­ნეა. იქ ქარ­თუ­ლი ჯი­შის ღვი­ნოს აწარ­მო­ე­ბენ. ჩემ­თვის ეს სა­სი­ა­მოვ­ნო იყო და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე ყუ­რძნის და­წურ­ვა­ში. ჩემი სტუმ­რო­ბა თა­ვა­დაც ძა­ლი­ან გა­ე­ხარ­დათ. იქ იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ის ერთ-ერთ არხს აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უს, და­მი­ძა­ხა და მი­თხრა, რომ მის გვერ­დით დავ­მდგა­რი­ყა­ვი, ქარ­თუ­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე ერ­თად ვი­სა­უბ­რო­თო. მან იქვე აღ­ნიშ­ნა, რომ ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­დეო. ვი­დე­ოს სრუ­ლი ვერ­სია არ გა­მოქ­ვეყ­ნდა, უბ­რა­ლოდ ის ნა­წი­ლი და­ი­დო, რაც და­ი­დო. სამ­წუ­ხა­როდ, ხალ­ხმა ეს ყვე­ლა­ფე­რი ნე­გა­ტი­უ­რად მი­ი­ღო. მივ­მარ­თავ იმ ხალ­ხს, ვინც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მაკ­რი­ტი­კა, ნუ გა­ა­კე­თე­ბენ დას­კვნებს, სა­ნამ რე­ა­ლუ­რად არ გა­ი­გე­ბენ რა მოხ­და. მე ვხვდე­ბი, თუ რა­ტომ მაკ­რი­ტი­კებს ხალ­ხი, მაგ­რამ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად უნდა გა­აკ­რი­ტი­კო... თა­ვის სა­მარ­თლე­ბე­ლი არა­ფე­რი მაქვს, უბ­რა­ლოდ მათი მხრი­დან ლა­მა­ზი არ იყო, ჩემი გა­მო­ყე­ნე­ბა.

- რო­დემ­დე აპი­რებ­დით კი­ევ­ში დარ­ჩე­ნას და რა­ტომ დაბ­რუნ­დით ასე ადრე?

- 6 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვრჩე­ბო­დი კი­ევ­ში, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი რომ ატყდა, გა­დავ­წყვი­ტე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი იმ ხალ­ხთან, ვინც იცის მე რაზე ვარ ხე­ლის მომ­წე­რი. ვინც გვერ­დით მიდ­გას, მათ­თან დავ­ბრუნ­დი. მე არად­როს ჩავ­რე­ულ­ვარ პო­ლი­ტი­კა­ში, არც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი ვარ და არც სხვა პარ­ტი­ის. მე ჩემი ქვეყ­ნის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვრცელი ინტერვიუ სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ

"მათი მხრიდან ლამაზი არ იყო ჩემი გამოყენება" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ვრცელი ინტერვიუ სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს შემდეგ

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი სკანდალში გაეხვა. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში, რთველის დროს არის გადაღებული (იხ. ვიდეო). ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ითქვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან სტუმრად ჩავიდა. როგორც გაირკვა რეალურად, ლადო ხინჩეგაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შემთხვევით აღმოჩნდა. თბილისში დაბრუნებულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა Ambebi.ge-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

- როგორ მოხვდი უკრაინაში?

- როგორც იცით, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად ვემზადებოდი ოლიმპიადისთვის, ამიტომ გადავწყვიტე დასასვენებლად სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. წავედი უკრაინაში, სადაც ჩემი მეგობრები ცხოვრობენ. სწორედ მათთან ჩავედი სტუმრად კიევში. იქ გავიგე, რომ ოდესაში ერთ-ერთი გრანდიოზული კლუბის გახსნა იყო, სადაც მეგობრებთან ერთად წავედი.

- ოდესაში შეხვდით მიხეილ სააკაშვილს?

- ოდესაში სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში ვიყავით. იქ მოვიდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი. ის ჩემი მეგობრების ნაცნობია. როდესაც დამინახა წარმატება მომილოცა და შემოგვიერთდა. მისი მოსვლა რესტორანში ჩემთვის მოულოდნელი იყო. ვიცოდი, რომ იმ დროს ის საერთოდ არ იმყოფებოდა ოდესაში.

იხილეთ ვიდეო: რას პასუხობს ლადო ხინჩეგაშვილი კრიტიკოსებს მიშა სააკაშვილთან გადაღებული ვიდეოს გამო

- რთველში როგორ აღმოჩნდით?

- სანამ კიევში დავბრუნდებოდი, ყველანი ერთად აღმოვჩნდით რთველში. ვენახების მფლობელი ფრანგი მეღვინეა.  იქ ქართული ჯიშის ღვინოს აწარმოებენ. ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო და საკუთარი წვლილი შევიტანე ყურძნის დაწურვაში. ჩემი სტუმრობა თავადაც ძალიან გაეხარდათ. იქ იყო მიხეილ სააკაშვილი, ის ერთ-ერთ არხს აძლევდა ინტერვიუს, დამიძახა და მითხრა, რომ მის გვერდით დავმდგარიყავი, ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე ერთად ვისაუბროთო. მან იქვე აღნიშნა, რომ ეს არ არის პოლიტიკური ვიდეო. ვიდეოს სრული ვერსია არ გამოქვეყნდა, უბრალოდ ის ნაწილი დაიდო, რაც დაიდო. სამწუხაროდ, ხალხმა ეს ყველაფერი ნეგატიურად მიიღო. მივმართავ იმ ხალხს, ვინც სოციალურ ქსელში გამაკრიტიკა, ნუ გააკეთებენ დასკვნებს, სანამ რეალურად არ გაიგებენ რა მოხდა. მე ვხვდები, თუ რატომ მაკრიტიკებს ხალხი, მაგრამ არგუმენტირებულად უნდა გააკრიტიკო... თავის სამართლებელი არაფერი მაქვს, უბრალოდ მათი მხრიდან ლამაზი არ იყო, ჩემი გამოყენება.

- როდემდე აპირებდით კიევში დარჩენას და რატომ დაბრუნდით ასე ადრე?

- 6 ოქტომბრამდე ვრჩებოდი კიევში, მაგრამ ეს ამბები რომ ატყდა, გადავწყვიტე საქართველოში დავბრუნებულიყავი იმ ხალხთან, ვინც იცის მე რაზე ვარ ხელის მომწერი. ვინც გვერდით მიდგას, მათთან დავბრუნდი. მე არადროს ჩავრეულვარ პოლიტიკაში, არც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ და არც სხვა პარტიის. მე ჩემი ქვეყნის გულშემატკივარი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი