პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენო..." - მწერლისა და ჟურნალისტის მშფოთვარე ცხოვრება
"თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენო..." - მწერლისა და ჟურნალისტის მშფოთვარე ცხოვრება

"წლის სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნი" - ჯილ­დო, რო­მე­ლიც "სა­მო­თხე­ში და­კარ­გუ­ლე­ბის­თვის" მწე­რალ­მა და ჟურ­ნა­ლის­ტმა, ბექა ქურ­ხულ­მა ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურ­სზე - "საბა", მი­ი­ღო. ბექა თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის, ე.წ. ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბის რე­პორ­ტი­ო­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და იქ გა­დახ­დე­ნილ ამ­ბებ­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა.

- "სა­ბას" პრე­მი­ა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე ვი­ყა­ვი წარ­დგე­ნი­ლი. პირ­ვე­ლად, ფი­ნალ­ში, 2006 წელს, როცა პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლით დე­ბი­უ­ტი მქონ­და და გული დამ­წყდა, რომ ვერ მო­ვი­გე. "ორი მთვა­რის ამ­ბა­ვი" 2011 წელს გა­მო­ვი­და. თუმ­ცა, "შორ­თლის­ტებ­შიც" ვერ მოხ­ვდა და გა­მიკ­ვირ­და, რად­გან ვფიქ­რობ, რომ ერთ-ერთი, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც და­მი­წე­რია, სწო­რედ "ორი მთვა­რის ამ­ბა­ვია". ვი­საც წა­კი­თხუ­ლი არა აქვს, შე­უძ­ლია და­ი­წყოს და ათი ფურ­ცლის მერე თუ არ და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, გა­და­დოს. მერე იყო პი­ე­სა - "აჰა, სა­ცაა ხე წა­იქ­ცე­ვა", ჩემ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კარ­გი გა­მო­ვი­და და მო­ი­წო­ნეს. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პი­ე­სა უფ­როა, ვიდ­რე - სას­ცე­ნო. "სა­ბას" "შორ­თლის­ტებ­ში" ადრე იყო წიგ­ნი - "ქა­ლა­ქი თოვლში". ის იწყე­ბა მო­თხრო­ბით - "მკვლე­ლი", რო­მე­ლიც გა­ლელ პარ­ტი­ზა­ნებ­ზეა. ახლა გერ­მა­ნუ­ლად და იტა­ლი­უ­რად ითარ­გმნე­ბა.

- "დი­ლის გა­ზეთ­ში" მუ­შა­ო­ბი­სას, მახ­სოვს, ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო რე­პორ­ტა­ჟე­ბი ჩა­მო­გ­ქონ­და, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებ­ში­ცაა შე­სუ­ლი. რო­გორ აღ­მოჩ­ნდი ამ სფე­რო­ში?

- სხვა­თა შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტო­ბის ინ­ტე­რე­სი არას­დროს მქო­ნია. "დი­ლის გა­ზეთ­ში" ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ხალ­ხთან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი. ეკო­ნო­მი­კა, პო­ლი­ტი­კა და მსგავ­სი თე­მე­ბი სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ფორ­მა­ლუ­რად, კულ­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ვი­რი­ცხე­ბო­დი და რა­ღა­ცებს კულ­ტუ­რა­ზეც ვწერ­დი. მახ­სოვს, ჩემი ინ­ტერ­ვიუ ბა­ტონ ოტია იო­სე­ლი­ან­თან, ის ინ­ტერ­ვიუ თვი­თო­ნაც მოს­წო­ნე­ბია. 23 წლის ბიჭს გა­ზეთ­ში რაზე უნდა მე­წე­რა? პრე­ზენ­ტა­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი ჩემი ინ­ტე­რე­სის სფე­რო არ იყო, რე­დაქ­ტო­რი მე­ხუმ­რე­ბო­და, - წადი, შვი­ლო, აქ რა გინ­დაო? - არა­ფერს ვა­კე­თებ­დი, დავბლა­ყუ­ნობ­დი, ბი­ჭებ­თან ერ­თად ვლო­თობ­დი და გო­გო­ნებს ვეპ­რან­ჭე­ბო­დი (იცი­ნის). იმ­დე­ნი ვი­უ­საქ­მუ­რე და ვი­ლო­თე, გა­მოშ­ვე­ბამ­დე მი­ვი­და საქ­მე... მოკ­ლედ, ვუ­თხა­რი, წა­ვალ, ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში წა­ვე­დი, სა­დაც მა­შინ ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ო­და. ჩეჩ­ნე­თის ომი ერთი თვის და­წყე­ბუ­ლი იყო. რე­დაქ­ტორ­მა იფიქ­რა, - ვერ არის ეს, წა­ვი­დეს და თავს და­მა­ნე­ბებ­სო (იცი­ნის). ძა­ლი­ან სა­რის­კო იყო, მაგ­რამ მარ­ტო წა­ვე­დი. მაგ­რად მიქ­რო­და. ყო­ვე­ლი მე­ო­რე მძევ­ლად აჰ­ყავ­დათ. სად­გურ­ში თუ­შებ­მა მი­თხრეს, - არ შეხ­ვი­დე, თო­რემ მოგ­კლა­ვენ, სულ ცოტა, დაღ­ლამ­დე გცე­მე­ნო. თუმ­ცა, გა­მი­მარ­თლა და გა­დავ­რჩი. იქა­უ­რო­ბა ლტოლ­ვი­ლე­ბით იყო სავ­სე, სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი დამ­ხვდა... გზა­ში და­ვი­კარ­გე კი­დეც და მთე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი გა­დამ­ხდა. მთა-მთა ალ­ვან­ში ვა­პი­რებ­დი გა­დას­ვლას, ჩემს ნა­თე­სა­ვებ­თან, მაგ­რამ ჭა­ლა­ში და­ვი­კარ­გე... ალა­ზან­ში რომ გავ­ტო­პე, წა­მი­ღო და ძლივს გა­მო­ვაღ­წიე... და­მი­ღამ­და და სო­ფელს მი­ვა­დე­ქი - წი­ნუ­ბანს. ერთი სახ­ლი­დან სი­ნათ­ლე გა­მო­დი­ო­და, სა­დაც ბე­ბია, დედა და ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ცხოვ­რობ­დნენ. ასან­თი ვთხო­ვე, - გზას გა­ვი­ნა­თებ-მეთ­ქი. მერე რო­გორც მი­თხრეს, მორ­ფი­ნის­ტი გვე­გო­ნე და შეგ­ვე­შინ­დაო, მაგ­რამ ბე­ბომ უთხრა, სახ­ლში შე­მო­იყ­ვა­ნეო... ამა­სო­ბა­ში, შინ მა­მა­კა­ცე­ბიც დაბ­რუნ­დნენ და ამ ოჯახს, ძმებ გა­ურ­გაშ­ვი­ლებს, ელა­სა და ალა­უ­დი­ნას და­ვუ­მე­გობ­რდი. ჩვე­ნი ძმო­ბა დღემ­დე გრძელ­დე­ბა. პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი რე­პორ­ტა­ჟი მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

- სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებ­სა და რე­პორ­ტა­ჟებს, შე­სა­ბა­მი­სად, საფრ­თხეც ბევ­რი ახ­ლდა, რო­გორ აღ­წევ­დი თავს?

- ვლა­დი­კავ­კაზ­ში რომ ვი­ყა­ვი, რუ­სებ­მა და­მი­ჭი­რეს და იქი­დან ძლივს გა­მო­ვაღ­წიე. 2000 წლის სექ­ტემ­ბე­რი იყო. სო­ფელ ჩერ­მენ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც სა­ში­ნე­ლი ბლოკპოს­ტია და იქი­დან იმ არე­უ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გაქ­რა. გა­მი­მარ­თლა, აქაც გა­დავ­რჩი. ბეს­ლა­ნის ტრა­გე­დი­ის დროს, ნანა ლეჟა­ვა და ის ჯგუ­ფი სა­დაც და­ი­ჭი­რეს, იქ ვი­ყა­ვი, ოღონდ ერთი წლით ადრე. რე­პორ­ტა­ჟი "დი­ლის გა­ზეთ­ში" და­ი­ბეჭ­და და ჩემს პირ­ველ წიგნ­ში­ცაა შე­სუ­ლი, ასე ერ­ქვა - "ომი და მშვი­დო­ბა ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში"... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენო..." - მწერლისა და ჟურნალისტის მშფოთვარე ცხოვრება

"თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენო..." - მწერლისა და ჟურნალისტის მშფოთვარე ცხოვრება

"წლის საუკეთესო რომანი" - ჯილდო, რომელიც "სამოთხეში დაკარგულებისთვის" მწერალმა და ჟურნალისტმა, ბექა ქურხულმა ლიტერატურულ კონკურსზე - "საბა", მიიღო. ბექა თავისი ნაწარმოებების, ე.წ. ცხელი წერტილების რეპორტიორობასთან დაკავშირებულ და იქ გადახდენილ ამბებსა და სხვა საინტერესო თემების შესახებ გვესაუბრება.

- "საბას" პრემიაზე რამდენჯერმე ვიყავი წარდგენილი. პირველად, ფინალში, 2006 წელს, როცა პროზაული კრებულით დებიუტი მქონდა და გული დამწყდა, რომ ვერ მოვიგე. "ორი მთვარის ამბავი" 2011 წელს გამოვიდა. თუმცა, "შორთლისტებშიც" ვერ მოხვდა და გამიკვირდა, რადგან ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი, ჩემთვის მნიშვნელოვანი რამ, რაც დამიწერია, სწორედ "ორი მთვარის ამბავია". ვისაც წაკითხული არა აქვს, შეუძლია დაიწყოს და ათი ფურცლის მერე თუ არ დაინტერესდება, გადადოს. მერე იყო პიესა - "აჰა, საცაა ხე წაიქცევა", ჩემდა მოულოდნელად, კარგი გამოვიდა და მოიწონეს. ლიტერატურული პიესა უფროა, ვიდრე - სასცენო. "საბას" "შორთლისტებში" ადრე იყო წიგნი - "ქალაქი თოვლში". ის იწყება მოთხრობით - "მკვლელი", რომელიც გალელ პარტიზანებზეა. ახლა გერმანულად და იტალიურად ითარგმნება.

- "დილის გაზეთში" მუშაობისას, მახსოვს, ცხელი წერტილებიდან საინტერესო რეპორტაჟები ჩამოგქონდა, რომლებიც წიგნებშიცაა შესული. როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში?

- სხვათა შორის, ჟურნალისტობის ინტერესი არასდროს მქონია. "დილის გაზეთში" ძალიან საინტერესო ხალხთან ერთად ვმუშაობდი. ეკონომიკა, პოლიტიკა და მსგავსი თემები საერთოდ არ მაინტერესებდა, ფორმალურად, კულტურის განყოფილებაში ვირიცხებოდი და რაღაცებს კულტურაზეც ვწერდი. მახსოვს, ჩემი ინტერვიუ ბატონ ოტია იოსელიანთან, ის ინტერვიუ თვითონაც მოსწონებია. 23 წლის ბიჭს გაზეთში რაზე უნდა მეწერა? პრეზენტაციებზე სიარული ჩემი ინტერესის სფერო არ იყო, რედაქტორი მეხუმრებოდა, - წადი, შვილო, აქ რა გინდაო? - არაფერს ვაკეთებდი, დავბლაყუნობდი, ბიჭებთან ერთად ვლოთობდი და გოგონებს ვეპრანჭებოდი (იცინის). იმდენი ვიუსაქმურე და ვილოთე, გამოშვებამდე მივიდა საქმე... მოკლედ, ვუთხარი, წავალ, ცხელ წერტილებში ვიმუშავებ-მეთქი და პანკისის ხეობაში წავედი, სადაც მაშინ ქვეყანა იქცეოდა. ჩეჩნეთის ომი ერთი თვის დაწყებული იყო. რედაქტორმა იფიქრა, - ვერ არის ეს, წავიდეს და თავს დამანებებსო (იცინის). ძალიან სარისკო იყო, მაგრამ მარტო წავედი. მაგრად მიქროდა. ყოველი მეორე მძევლად აჰყავდათ. სადგურში თუშებმა მითხრეს, - არ შეხვიდე, თორემ მოგკლავენ, სულ ცოტა, დაღლამდე გცემენო. თუმცა, გამიმართლა და გადავრჩი. იქაურობა ლტოლვილებით იყო სავსე, საინტერესო ამბები დამხვდა... გზაში დავიკარგე კიდეც და მთელი თავგადასავლები გადამხდა. მთა-მთა ალვანში ვაპირებდი გადასვლას, ჩემს ნათესავებთან, მაგრამ ჭალაში დავიკარგე... ალაზანში რომ გავტოპე, წამიღო და ძლივს გამოვაღწიე... დამიღამდა და სოფელს მივადექი - წინუბანს. ერთი სახლიდან სინათლე გამოდიოდა, სადაც ბებია, დედა და ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდნენ. ასანთი ვთხოვე, - გზას გავინათებ-მეთქი. მერე როგორც მითხრეს, მორფინისტი გვეგონე და შეგვეშინდაო, მაგრამ ბებომ უთხრა, სახლში შემოიყვანეო... ამასობაში, შინ მამაკაცებიც დაბრუნდნენ და ამ ოჯახს, ძმებ გაურგაშვილებს, ელასა და ალაუდინას დავუმეგობრდი. ჩვენი ძმობა დღემდე გრძელდება. პანკისის ხეობიდან ძალიან ბევრი რეპორტაჟი მაქვს გაკეთებული.

- საინტერესო ამბებსა და რეპორტაჟებს, შესაბამისად, საფრთხეც ბევრი ახლდა, როგორ აღწევდი თავს?

- ვლადიკავკაზში რომ ვიყავი, რუსებმა დამიჭირეს და იქიდან ძლივს გამოვაღწიე. 2000 წლის სექტემბერი იყო. სოფელ ჩერმენში ვიყავი, სადაც საშინელი ბლოკპოსტია და იქიდან იმ არეულობის პერიოდში ბევრი ადამიანი გაქრა. გამიმართლა, აქაც გადავრჩი. ბესლანის ტრაგედიის დროს, ნანა ლეჟავა და ის ჯგუფი სადაც დაიჭირეს, იქ ვიყავი, ოღონდ ერთი წლით ადრე. რეპორტაჟი "დილის გაზეთში" დაიბეჭდა და ჩემს პირველ წიგნშიცაა შესული, ასე ერქვა - "ომი და მშვიდობა ჩრდილოეთ კავკასიაში"... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი