საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ... ქალაქს მოსახლეობამ თუ არ უპატრონა, არაფერი გამოვა!" - ვანდალიზმი "ახალ ტიფლისში"
"რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ... ქალაქს მოსახლეობამ თუ არ უპატრონა, არაფერი გამოვა!" - ვანდალიზმი "ახალ ტიფლისში"

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე პრო­ექტ "ახა­ლი ტიფ­ლი­სის" ფარ­გლებ­ში სარ­ე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­და. გამ­ზი­რი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ახალ რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნად გა­და­კეთ­და.

მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი და გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი ფა­სა­დის მიღ­მა გა­ნახ­ლე­ბულ გამ­ზირ­ზე "ბნე­ლი მხა­რე­ე­ბიც" აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რის, მუ­სი­კის, კი­ნო­სა და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კა­ლან­დია ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს და რამ­დე­ნი­მე ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ვან­და­ლიზ­მის ფაქ­ტე­ბია ასა­ხუ­ლი:

"დღეს კი­დევ ერთხელ გა­ვი­ა­რე ჩემ­თვის საყ­ვა­რელ აღ­მა­შე­ნებ­ლის პროს­პექ­ტზე და კი­დევ ერთხელ მივ­ხვდი, რომ რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს მთავ­რო­ბამ, მე­რი­ამ, სპონ­სორ­მა თუ უცხო­ელ­მა ინ­ვეს­ტორ­მა, ქა­ლაქს თა­ვად მო­სახ­ლე­ო­ბამ თუ არ უპატ­რო­ნა, არა­სო­დეს არა­ფე­რი გა­მო­ვა! შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ფო­ტო­ფაქ­ტე­ბით გა­გი­ზი­ა­რებთ.

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

1-2 ფოტო: 1912 წლის შე­ნო­ბა, სა­უ­ცხოო არ­ქი­ტექ­ტუ­რა, აღ­მა­შე­ნებ­ლის პირ­ვე­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს გა­კეთ­და. სა­მა­გი­ე­როდ, მე­სა­მე სარ­თულ­ზე მა­ცხოვ­რე­ბე­ლი მი­ვი­და და მთა­ვარ ფა­სად­ზე კე­დე­ლი გა­მო­ამ­ტვრია და გა­სათ­ბო­ბი მილი ჩა­ა­მონ­ტა­ჟა, სულ ფე­ხებ­ზე და­ი­კი­და შე­ნო­ბის ის­ტო­რი­უ­ლი ფა­სა­დიც და ლა­მა­ზი კარ­ნი­ზის მომტვრე­ვის სა­კი­თხიც!

მე-3 და მე- 4 ფოტო: რკი­ნიგ­ზელ­თა სას­წავ­ლე­ბე­ლი, ისიც აღ­მა­შე­ნებ­ლის პირ­ვე­ლი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დროს გა­კეთ­და, რო­გორც ვხვდე­ბი ეკუთ­ვნის რკი­ნიგ­ზას, შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია "თი­ბი­სი ბან­კი" და "იოლი", ქარ­მა ჟო­ლო­ბი მო­შა­ლა და აგერ უკვე ნა­ხე­ვა­რი წე­ლია ამ ძვირ­ფა­სი შე­ნო­ბის კუ­თხე ლპე­ბა! არა­და სულ 100 ლა­რია სა­ჭი­რო ამ საქ­მის­თვის, სა­მა­გი­ე­როდ რომ გა­ფუჭ­დე­ბა და ნგრე­ვას და­ი­წყებს მერე ფრი­ად ძვი­რი დაჯ­დე­ბა! გას­ტრო­ნომ "იო­ლის" შე­სას­ვლე­ლია, თუმ­ცა ამ მდი­და­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მფლო­ბელს ეს სა­კი­თხი არ ადარ­დებს!

და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

მე-5,მე-6 და მე-7 ფოტო: ჩემი საყ­ვა­რე­ლი შე­ნო­ბა აღ­მა­შე­ნე­ბელ­ზე, კომ­პო­ზი­ტორ­თა სახ­ლი, ზუს­ტად ერთი წე­ლია ვი­ღა­ცამ შე­ნო­ბის მთა­ვარ ფა­სად­ზე ჟო­ლო­ბებს ორი­ვე ძირი გა­მო­ა­ცა­ლა და ზუს­ტად ერთი წე­ლია ამ უნი­კა­ლურ ფა­სადს ზამ­თარ ზა­ფხულ სა­ხუ­რა­ვი­დან ჩა­მო­სუ­ლი წყა­ლი ეს­ხმე­ბა, ბო­ძებ­მა და ფა­სად­მა უკვე დაშ­ლა და­ი­წყო. შე­ნო­ბა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია- ღა­მის ბარი და რეს­ტო­რა­ნია აქ, ამი­ტომ ვერ ვხვდე­ბი რა გა­უხ­და შე­ნო­ბის მე­პატ­რო­ნეს ამ ჟო­ლო­ბე­ბის შე­კე­თე­ბა!?

ცალ­კე თე­მაა მე-8-9 და მე-10 ფო­ტო­ე­ბი: არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლა­ქის ერთ-ერთ მთა­ვარ პროს­პექ­ტზე წერო და ატყლე­პო შე­ნო­ბებს ყვე­ლა­ფე­რი რაც შენ მო­გე­სურ­ვე­ბა, უნდა არ­სე­ბობ­დეს აბ­რე­ბის გან­თავ­სე­ბის ერ­თი­ა­ნი სის­ტე­მა, გული მეტ­კი­ნა იმა­ზე რომ ეს პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია ახ­ლად რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბუ­ლი პროს­პექ­ტის მო­ნაკ­ვეთ­ზეც, სულ ბოლო ფო­ტოც ახ­ლად რე­ა­ბილ­ტი­რე­ბუ­ლი პროს­პექ­ტი­და­ნაა: მთავ­რო­ბამ და მე­რი­ამ გა­უპ­რი­ა­ლა გა­უ­ზი­ზი­ნა სახ­ლი ბი­ნა­დარს, ის კი მი­ვი­და და ზედ ფან­ჯა­რა­ზე მზის­გან საჩ­რდი­ლობ­ლად ბრე­ზენ­ტის მსგავ­სი ძონ­ძი და­კი­და!

აი, ამას უყუ­რებს ასო­ბით ტუ­რის­ტი თუ ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ამას ვერც გა­ჭირ­ვე­ბით და ვერც უფი­ნან­სო­ბით ავ­ხსნი, ეს უბ­რა­ლოდ უკულ­ტუ­რო­ბაა! დას­კვნის სა­ხით ვი­ტყვი რომ არ შე­იძ­ლე­ბა ქა­ლაქს მხო­ლოდ მე­რია და მთავ­რო­ბა პატ­რო­ნობ­დეს, იგი­ვე უნდა გა­ა­კე­თოს მო­სახ­ლემ და შე­ნო­ბის მფლო­ბელ­მა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ვერ­ცერ­თი მთავ­რო­ბა, ვე­რას­დროს ვერ მის­ცემს ქა­ლაქს სა­თა­ნა­დო იერ­სა­ხეს, დღეს დავ­დი­ო­დი უმ­შვე­ნი­ერს ახალ ტფი­ლის­ში და ვფიქ­რობ­დი:- რა გა­მო­ვა თუ ამ ულა­მა­ზეს ქოთ­ნებს, ყვა­ვი­ლებს, ფა­სა­დებს, ლამ­პი­ო­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბამ არ მი­ხე­და!? ეს იქ­ნე­ბა დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, ამი­ტომ მე­რი­ას ვთხოვ და­ა­წე­სოს უმ­კაც­რე­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ასეთ თე­მებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახ­ლად­რე­ა­ბი­ლი­ტი­რე­ბულ უბ­ნებ­ში, მო­სახ­ლე­ო­ბამ უნდა ის­წავ­ლოს ქა­ლა­ქის მოვ­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებ­მა კი ამ თე­მებს მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მონ, არ შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სთხოვ­დე! სი­ტყვა გა­მიგ­რძელ­და მაგ­რამ სრუ­ლად მინ­დო­და მეთ­ქვა სათ­ქმე­ლი!" - წერს კა­ლან­დია პი­რად გვერ­დზე.

"რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ... ქალაქს მოსახლეობამ თუ არ უპატრონა, არაფერი გამოვა!" - ვანდალიზმი "ახალ ტიფლისში"

"რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ... ქალაქს მოსახლეობამ თუ არ უპატრონა, არაფერი გამოვა!" - ვანდალიზმი "ახალ ტიფლისში"

დავით აღმაშენებლის გამზირზე პროექტ "ახალი ტიფლისის" ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა. გამზირი პროექტის ფარგლებში ახალ რეკრეაციულ ზონად გადაკეთდა.

მოწესრიგებული და გალამაზებული ფასადის მიღმა განახლებულ გამზირზე "ბნელი მხარეებიც" აღმოჩნდა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელ პოსტს და რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც მოქალაქეების ვანდალიზმის ფაქტებია ასახული:

"დღეს კიდევ ერთხელ გავიარე ჩემთვის საყვარელ აღმაშენებლის პროსპექტზე და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, მერიამ, სპონსორმა თუ უცხოელმა ინვესტორმა, ქალაქს თავად მოსახლეობამ თუ არ უპატრონა, არასოდეს არაფერი გამოვა! შთაბეჭდილებებს ფოტოფაქტებით გაგიზიარებთ.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

1-2 ფოტო: 1912 წლის შენობა, საუცხოო არქიტექტურა, აღმაშენებლის პირველი რეაბილიტაციის დროს გაკეთდა. სამაგიეროდ, მესამე სართულზე მაცხოვრებელი მივიდა და მთავარ ფასადზე კედელი გამოამტვრია და გასათბობი მილი ჩაამონტაჟა, სულ ფეხებზე დაიკიდა შენობის ისტორიული ფასადიც და ლამაზი კარნიზის მომტვრევის საკითხიც!

მე-3 და მე- 4 ფოტო: რკინიგზელთა სასწავლებელი, ისიც აღმაშენებლის პირველი რეაბილიტაციის დროს გაკეთდა, როგორც ვხვდები ეკუთვნის რკინიგზას, შენობაში განთავსებულია "თიბისი ბანკი" და "იოლი", ქარმა ჟოლობი მოშალა და აგერ უკვე ნახევარი წელია ამ ძვირფასი შენობის კუთხე ლპება! არადა სულ 100 ლარია საჭირო ამ საქმისთვის, სამაგიეროდ რომ გაფუჭდება და ნგრევას დაიწყებს მერე ფრიად ძვირი დაჯდება! გასტრონომ "იოლის" შესასვლელია, თუმცა ამ მდიდარი ორგანიზაციის მფლობელს ეს საკითხი არ ადარდებს!

დაათვალიერეთ ფოტოები

მე-5,მე-6 და მე-7 ფოტო: ჩემი საყვარელი შენობა აღმაშენებელზე, კომპოზიტორთა სახლი, ზუსტად ერთი წელია ვიღაცამ შენობის მთავარ ფასადზე ჟოლობებს ორივე ძირი გამოაცალა და ზუსტად ერთი წელია ამ უნიკალურ ფასადს ზამთარ ზაფხულ სახურავიდან ჩამოსული წყალი ესხმება, ბოძებმა და ფასადმა უკვე დაშლა დაიწყო. შენობა გაქირავებულია- ღამის ბარი და რესტორანია აქ, ამიტომ ვერ ვხვდები რა გაუხდა შენობის მეპატრონეს ამ ჟოლობების შეკეთება!?

ცალკე თემაა მე-8-9 და მე-10 ფოტოები: არ შეიძლება ქალაქის ერთ-ერთ მთავარ პროსპექტზე წერო და ატყლეპო შენობებს ყველაფერი რაც შენ მოგესურვება, უნდა არსებობდეს აბრების განთავსების ერთიანი სისტემა, გული მეტკინა იმაზე რომ ეს პროცესი დაწყებულია ახლად რეაბილიტირებული პროსპექტის მონაკვეთზეც, სულ ბოლო ფოტოც ახლად რეაბილტირებული პროსპექტიდანაა: მთავრობამ და მერიამ გაუპრიალა გაუზიზინა სახლი ბინადარს, ის კი მივიდა და ზედ ფანჯარაზე მზისგან საჩრდილობლად ბრეზენტის მსგავსი ძონძი დაკიდა!

აი, ამას უყურებს ასობით ტურისტი თუ ადგილობრივი მაცხოვრებელი, ამას ვერც გაჭირვებით და ვერც უფინანსობით ავხსნი, ეს უბრალოდ უკულტურობაა! დასკვნის სახით ვიტყვი რომ არ შეიძლება ქალაქს მხოლოდ მერია და მთავრობა პატრონობდეს, იგივე უნდა გააკეთოს მოსახლემ და შენობის მფლობელმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერცერთი მთავრობა, ვერასდროს ვერ მისცემს ქალაქს სათანადო იერსახეს, დღეს დავდიოდი უმშვენიერს ახალ ტფილისში და ვფიქრობდი:- რა გამოვა თუ ამ ულამაზეს ქოთნებს, ყვავილებს, ფასადებს, ლამპიონებს მოსახლეობამ არ მიხედა!? ეს იქნება დიდი გულისტკივილი, ამიტომ მერიას ვთხოვ დააწესოს უმკაცრესი რეგულაციები ასეთ თემებზე, განსაკუთრებით ახლადრეაბილიტირებულ უბნებში, მოსახლეობამ უნდა ისწავლოს ქალაქის მოვლა. ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა კი ამ თემებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ, არ შეიძლება ყველაფერს ხელისუფლებას სთხოვდე! სიტყვა გამიგრძელდა მაგრამ სრულად მინდოდა მეთქვა სათქმელი!" - წერს კალანდია პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს