პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-მა კვლევა გააყალბა? - შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები განსხვავებულია
"რუსთავი 2"-მა კვლევა გააყალბა? - შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები განსხვავებულია

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, GFK-ის კვლე­ვის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 25.4%, ხოლო "ნაც­მოძ­რა­ო­ბას"- 12.5%-აქვს "თა­ვი­სუ­ფა­ლი ზო­ნის" ყო­ფილ­მა წევ­რმა ბესო კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ შალ­ვა რა­მიშ­ვილ­თან ერ­თად მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც კა­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი GFK-ის კვლე­ვის რე­ა­ლურ შე­დე­გებს ასა­ხავს, რო­მე­ლიც "რუს­თა­ვი 2-მა" და­უკ­ვე­თა. რა­მიშ­ვი­ლი და კა­ლა­ძე აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კა­ლა­ძეს კვლე­ვის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე (1 ოქ­ტომ­ბე­რი) რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ჰქონ­და რო­გორც რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი, ასე­ვე ის "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მელ­საც "რუს­თა­ვი 2" გა­მო­აქ­ვეყ­ნებ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი 2 დო­კუ­მენ­ტის სა­ხით (გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და რე­ა­ლუ­რი) კა­ლა­ძეს ნო­ტა­რი­უს­თან ჰქონ­და შე­ნა­ხუ­ლი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ა­სა­ჯა­რო­ვა.

რა­მიშ­ვი­ლის თქმით, კა­ლა­ძის ხელთ არ­სე­ბუ­ლი "გა­ყალ­ბე­ბუ­ლი" მო­ნა­ცე­მე­ბი და "რუს­თა­ვი 2-ის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. მი­სი­ვე თქმით, GFK-ის კვლე­ვის რე­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 25.4%-იანი, ხოლო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" 12.5%-იანი მხარ­და­ჭე­რა აქვს. სა­უ­ბა­რია იმ ამომ­რჩე­ველ­ზე ვინც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აპი­რებს.

კა­ლა­ძე აცხა­დებს, რომ იმ პი­რის ვი­ნა­ო­ბას, ვინც ეს მო­ნა­ცე­მე­ბი მი­ა­წო­და, ვერ და­ა­სა­ხე­ლებს.

GFK-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, პირ­და­პი­რი წე­სით გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმას გა­მო­კი­თხულ­თა 26% მის­ცემ­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი 25.4%. აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა 1-ელ ოქ­ტომ­ბერს გა­ავ­რცე­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პარ­ტი­ებს, გა­მო­კი­თხულ­თა 3.8% ხმას "ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას", 3.6% "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს", 2.6% მოძ­რა­ო­ბა "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის", 1.5% "დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას", 1,5% "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას", 0.4% კი "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას " მის­ცემ­და.

პირ­და­პი­რი წე­სით გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ თბი­ლის­ში 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმას 24.4%, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი 23.3% მის­ცემ­და. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს აქ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმას 26.5%, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი 26.2% მის­ცემ­და.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით, კომ­პა­ნია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექ­ტემ­ბე­რის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და. პირ­და­პი­რი გა­მო­კი­თხვის გზით გა­მო­ი­კი­თხა 2200 სრულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. შე­საძ­ლო ცდო­მი­ლე­ბა +/–2.1%-ია.

"რუსთავი 2"-მა კვლევა გააყალბა? - შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები განსხვავებულია

"რუსთავი 2"-მა კვლევა გააყალბა? - შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები განსხვავებულია

შალვა რამიშვილის მტკიცებით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგებით, "ქართულ ოცნებას" 25.4%, ხოლო "ნაცმოძრაობას"- 12.5%-აქვს "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან ერთად მის ხელთ არსებული კვლევის მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს მონაცემები GFK-ის კვლევის რეალურ შედეგებს ასახავს, რომელიც "რუსთავი 2-მა" დაუკვეთა. რამიშვილი და კალაძე აღნიშნავენ, რომ კალაძეს კვლევის გამოქვეყნებამდე (1 ოქტომბერი) რამდენიმე დღით ადრე ჰქონდა როგორც რეალური შედეგები, ასევე ის "გაყალბებული" მონაცემები, რომელსაც "რუსთავი 2" გამოაქვეყნებდა. აღნიშნული მონაცემები 2 დოკუმენტის სახით (გაყალბებული და რეალური) კალაძეს ნოტარიუსთან ჰქონდა შენახული, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაასაჯაროვა.

რამიშვილის თქმით, კალაძის ხელთ არსებული "გაყალბებული" მონაცემები და "რუსთავი 2-ის" მიერ გამოქვეყნებული შედეგები ერთმანეთს ემთხვევა. მისივე თქმით, GFK-ის კვლევის რეალური შედეგები აჩვენებს, რომ "ქართულ ოცნებას" 25.4%-იანი, ხოლო "ნაციონალურ მოძრაობას" 12.5%-იანი მხარდაჭერა აქვს. საუბარია იმ ამომრჩეველზე ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

კალაძე აცხადებს, რომ იმ პირის ვინაობას, ვინც ეს მონაცემები მიაწოდა, ვერ დაასახელებს.

GFK-ის კვლევის თანახმად, პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, "ქართულ ოცნებას" კი 25.4%. აღნიშნული კვლევის შედეგები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა 1-ელ ოქტომბერს გაავრცელა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.8% ხმას "ლეიბორისტულ პარტიას", 3.6% "თავისუფალ დემოკრატებს", 2.6% მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", 1.5% "დემოკრატიულ მოძრაობას", 1,5% "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას", 0.4% კი "რესპუბლიკურ პარტიას " მისცემდა.

პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგების თანახმად, მხოლოდ თბილისში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 24.4%, "ქართულ ოცნებას" კი 23.3% მისცემდა. რაც შეეხება რეგიონებს აქ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 26.5%, "ქართულ ოცნებას" კი 26.2% მისცემდა.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, კომპანია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექტემბერის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.