საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 5 თრილერი, მათთვის, ვისაც ეს ჟანრი უყვარს
ტოპ 5 თრილერი, მათთვის, ვისაც ეს ჟანრი უყვარს

და­ძა­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო, ლა­ბი­რინ­თი­ვით ჩახ­ლარ­თუ­ლი სი­უ­ჟე­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ბუ­სე­ბი მო­უ­ლოდ­ნე­ლი და­სას­რუ­ლით - ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე გით­რევს, რომ შენც უნებ­ლი­ედ ამ ის­ტო­რი­ის მო­ნა­წი­ლე ხდე­ბი... გრძნობ, რო­გორ გივ­ლის სხე­ულ­ში ჟრუ­ან­ტე­ლი, კან­ზე ბეწ­ვი წა­მო­გეშ­ლე­ბა და სის­ხლში ად­რე­ნა­ლი­ნის მო­ზღვა­ვე­ბას გრძნობ. შე­იძ­ლე­ბა ისე აღ­მოჩ­ნდე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ, რომ ღამე, ქუ­ჩა­ში ეჭ­ვის თვა­ლით და­უ­წყო ყუ­რე­ბა და­ბუ­რულ მი­ნე­ბი­ან შავ მან­ქა­ნას, რო­მე­ლიც მიყ­რუ­ე­ბულ ად­გილ­ზე დგას... ან, ში­შით შეკ­რთე, რო­დე­საც უკ­ნი­დან ვი­ღაც უც­ნო­ბის ჩრდი­ლი წა­მო­გე­წე­ვა...

ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია და თუ თქვენც გი­ზი­დავთ მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი, თუ არ შე­გიძ­ლი­ათ და­ძი­ნე­ბა სა­ში­ში ზღაპ­რის წა­კი­თხვის გა­რე­შე, გიჟ­დე­ბით სა­ზა­რე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თავ­სა­ტე­ხე­ბის ამოხ­სნა­ზე - ეს წიგ­ნე­ბის სია ნამ­დვი­ლად გა­მო­გად­გე­ბათ!

1. პოლა ჰო­პ­კინ­სი - გო­გო­ნა მა­ტა­რე­ბელ­ში

ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვე. რე­ი­ჩე­ლი ყო­ველ­დღე ერთი და იმა­ვე მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობს. მან იცის, რომ ის ყო­ველ ჯერ­ზე ერ­თსა და იმა­ვე შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩერ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც სახ­ლე­ბის მწკრი­ვის უკა­ნა ეზო­ე­ბი ჩანს. მას უჩ­ნდე­ბა გრძნო­ბა, რომ იც­ნობს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ერთ-ერთ სახ­ლში ცხოვ­რო­ბენ და მათი ცხოვ­რე­ბა სრულ­ყო­ფი­ლი ეჩ­ვე­ნე­ბა. მერე ის ხე­დავს რა­ღა­ცას, რაც შოკ­ში აგ­დებს. ახლა ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა - რე­ი­ჩელს ეძ­ლე­ვა შან­სი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­დეს, რომ­ლებ­საც შო­რი­დან ადევ­ნებ­და თვალს.

2. გი­ლი­ან ფლი­ნი - გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ქალი

ეს ამ­ბა­ვი იმ დღეს იწყე­ბა. იმ დღეს, ვაჟი კარ­გავს ქალს. ქალი მისი ცო­ლია. ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბის ნე­ბი­ე­რა ქა­ლიშ­ვი­ლი. პო­ლი­ცია ცდი­ლობს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მი­ზე­ზე­ბის ამოხ­სნას. მალე, ქმარს ცო­ლის მკვლე­ლო­ბა­ში სდე­ბენ ბრალს. იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა, ამ ამ­ბავ­ში ლო­გი­კუ­რი ძა­ფე­ბი იო­ლად წყდე­ბა და იბურ­დე­ბა. რო­გორც ყვე­ლა წიგ­ნი, ეს წიგ­ნიც მთავ­რდე­ბა ათი თვის, ორი კვი­რის და ექ­ვსი დღის შემ­დეგ. ოღონდ ის არ მთავ­რდე­ბა მკი­თხვე­ლის გო­ნე­ბა­ში, შეგ­რძნე­ბებ­ში. რა­ტომ? ამის გარ­კვე­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა თქვენ ახლა ხელთ გაქვთ.

წიგ­ნის გა­მოს­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე გა­მოჩ­ნდა კი­ნო­ეკ­რა­ნებ­ზე იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფილ­მი, რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი ბენ აფ­ლე­კი თა­მა­შობს.

3. ჰარ­ლან ქო­ბე­ნი - არა­ვის უთხრა

დე­ვიდ ბეკი და­ნა­კარგს ვერ ურიგ­დე­ბა. რვა წე­ლია, ყო­ველ­დღე თა­ვი­დან გა­ნიც­დის მომ­ხდარს. მთვა­რის მკრთა­ლი შუ­ქით გა­ნა­თე­ბუ­ლი კამ­კა­მა ტბა. შემ­ზა­რა­ვი კი­ვი­ლი. შო­რე­უ­ლი ლან­დი. ასე­თი იყო ღამე, როცა დე­ვიდ ბეკს ცოლი მოს­ტა­ცეს. მას ეუბ­ნე­ბი­ან ახლა, გონს მო­ე­გოს და სა­მუ­და­მოდ და­ი­ვი­წყოს წარ­სუ­ლი. ის ვერ ივი­წყებს! ერთხე­ლაც ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა. კომ­პი­უ­ტერ­ზე ჩნდე­ბა გზავ­ნი­ლი - ფრა­ზა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მან და მის­მა ცოლ­მა იცოდ­ნენ. დე­ვის ეჭვი უჩ­ნდე­ბა, რომ ქალი ცო­ცხა­ლია...თუმ­ცა გზავ­ნი­ლის ავ­ტო­რი კი­დევ ერთ ფრა­ზას გზავ­ნის:"არა­ვის უთხრა!"

4. მერი ჰი­გინს კლარ­კი&ალა­ფეა ბერ­კი - კონ­კი­ას მკვლე­ლო­ბა

სკან­და­ლუ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ "ეჭვქვეშ" დიდი ხნის წი­ნან­დელ გა­უხ­სნელ და­ნა­შა­უ­ლებს ეძღვნე­ბა. პროგ­რა­მის ავ­ტო­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი ლორი მო­რე­ნი, მო­რი­გი გა­და­ცე­მის­თვის შე­არ­ჩევს ტრა­გე­დი­ას,

რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა:

ოცი წლის წი­ნათ ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ჰო­ლი­ვუ­დის მახ­ლო­ბელ პარკში, სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა, სი­უ­ზენ დემფსი მოკ­ლეს.

იმ სა­ბე­დის­წე­რო სა­ღა­მოს გო­გო­ნა ერთ რე­ჟი­სორ­თან, რო­მელ­მაც თა­ვის მო­მა­ვალ ფილმში როლი შეს­თა­ვა­ზა, აპი­რებ­და მის­ვლას, მაგ­რამ... ამის ნაც­ვლად, მკვლელს შეხ­ვდა... სი­უ­ზენ­მა გაქ­ცე­ვა სცა­და, მაგ­რამ მდე­ვარ­მა აჯო­ბა... რო­დე­საც მე­ო­რე დღეს მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნა იპო­ვეს, მას მხო­ლოდ ცალი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. ამი­ტო­მაც შე­არ­ქვეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ამ საქ­მეს "კონ­კი­ას მკვლე­ლო­ბა".

ვინ მოკ­ლა კონ­კია?! რის­თვის?! ვის სჭირ­დე­ბო­და მისი სიკ­ვდი­ლი?!

5. სტი­ვენ კინ­გი - ქრის­ტი­ნი

ეს ერთი ნახ­ვით სიყ­ვა­რუ­ლი იყო. 17 წლის არნი კა­ნინ­გე­მი ქრის­ტი­ნის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მიხ­ვდა, რომ მის და­სა­უფ­ლებ­ლად ყვე­ლა­ფერს იზამ­და. ქრის­ტი­ნი ქალი არ არის, მაგ­რამ არნი კა­ნინ­გემს თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარს. ქრის­ტი­ნი ქალი არ არის, მაგ­რამ არ­ნის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა მა­შინ­ვე ხვდე­ბა, რომ ის მისი მე­ტო­ქეა და მისი უჩ­ვე­უ­ლო ძალა აფრ­თხობს.

ქრის­ტი­ნი ავ­ტო­მან­ქა­ნაა, ძვე­ლი "პლი­მუ­თი", რო­მელ­შიც ავი სუ­ლით შე­პყრო­ბი­ლი მო­ხუ­ცის სუ­ლია ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სძულს, გარ­და თა­ვი­სი პატ­რო­ნი­სა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

ტოპ 5 თრილერი, მათთვის, ვისაც ეს ჟანრი უყვარს

ტოპ 5 თრილერი, მათთვის, ვისაც ეს ჟანრი უყვარს

დაძაბული ატმოსფერო, ლაბირინთივით ჩახლართული სიუჟეტი, ფსიქოლოგიური რებუსები მოულოდნელი დასასრულით - ეს ყველაფერი ისე გითრევს, რომ შენც უნებლიედ ამ ისტორიის მონაწილე ხდები... გრძნობ, როგორ გივლის სხეულში ჟრუანტელი, კანზე ბეწვი წამოგეშლება და სისხლში ადრენალინის მოზღვავებას გრძნობ. შეიძლება ისე აღმოჩნდე შთაბეჭდილების ქვეშ, რომ ღამე, ქუჩაში ეჭვის თვალით დაუწყო ყურება დაბურულ მინებიან შავ მანქანას, რომელიც მიყრუებულ ადგილზე დგას... ან, შიშით შეკრთე, როდესაც უკნიდან ვიღაც უცნობის ჩრდილი წამოგეწევა...

ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია და თუ თქვენც გიზიდავთ მძაფრი შეგრძნებები, თუ არ შეგიძლიათ დაძინება საშიში ზღაპრის წაკითხვის გარეშე, გიჟდებით საზარელი ფსიქოლოგიური თავსატეხების ამოხსნაზე - ეს წიგნების სია ნამდვილად გამოგადგებათ!

1. პოლა ჰოპკინსი - გოგონა მატარებელში

ყოველდღე ერთი და იგივე. რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. მას უჩნდება გრძნობა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობენ და მათი ცხოვრება სრულყოფილი ეჩვენება. მერე ის ხედავს რაღაცას, რაც შოკში აგდებს. ახლა ყველაფერი შეიცვალა - რეიჩელს ეძლევა შანსი, იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდეს, რომლებსაც შორიდან ადევნებდა თვალს.

2. გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი

ეს ამბავი იმ დღეს იწყება. იმ დღეს, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზების ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება. როგორც ყველა წიგნი, ეს წიგნიც მთავრდება ათი თვის, ორი კვირის და ექვსი დღის შემდეგ. ოღონდ ის არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ.

წიგნის გამოსვლის შემდეგ მალევე გამოჩნდა კინოეკრანებზე იმავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ბენ აფლეკი თამაშობს.

3. ჰარლან ქობენი - არავის უთხრა

დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი - ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია...თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის:"არავის უთხრა!"

4. მერი ჰიგინს კლარკი&ალაფეა ბერკი - კონკიას მკვლელობა

სკანდალური სატელევიზიო შოუ "ეჭვქვეშ" დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას,

რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა:

ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობელ პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს.

იმ საბედისწერო საღამოს გოგონა ერთ რეჟისორთან, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, აპირებდა მისვლას, მაგრამ... ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა... სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა... როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ამიტომაც შეარქვეს ჟურნალისტებმა ამ საქმეს "კონკიას მკვლელობა".

ვინ მოკლა კონკია?! რისთვის?! ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?!

5. სტივენ კინგი - ქრისტინი

ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი კანინგემი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერს იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი კანინგემს თავდავიწყებით უყვარს. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნის შეყვარებული გოგონა მაშინვე ხვდება, რომ ის მისი მეტოქეა და მისი უჩვეულო ძალა აფრთხობს.

ქრისტინი ავტომანქანაა, ძველი "პლიმუთი", რომელშიც ავი სულით შეპყრობილი მოხუცის სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა...

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს