პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიქმნა ფინანსური პრობლემები..."- რას აცხადებენ ბურჭულაძის პარტიაში ოფისის ქირის ვალთან დაკავშირებით
"შეიქმნა ფინანსური პრობლემები..."- რას აცხადებენ ბურჭულაძის პარტიაში ოფისის ქირის ვალთან დაკავშირებით

პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზე­წო­ლი­სა და ფი­ნან­სუ­რი წყა­რო­ე­ბის გა­და­კეტვის შემ­დეგ შე­იქ­მნა ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ღარ მოხ­და თან­ხე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა და ქი­რის გა­დახ­და, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პლატ­ფორ­მა­ში "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" გა­ნუ­ცხა­დეს.

რო­გორც პარ­ტი­ა­ში აცხა­დე­ბენ, და­ვა­ლი­ა­ნე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გა­და­იხ­დის. "მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ოფი­სის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ, რათა არ მომ­ხდა­რი­ყო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გაზ­რდა. და­ვა­ლი­ა­ნე­ბას პლატ­ფორ­მა გა­და­იხ­დის", -აცხა­დე­ბენ პარ­ტი­ა­ში. "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" მუ­შა­ო­ბას რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე #24-ში გა­აგ­რძე­ლებს.

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ას "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" პარ­ტი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის ქი­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ტი­ის წევ­რებს ნა­ქი­რა­ვე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ, რად­გან მე­პატ­რო­ნის­თვის რამ­დე­ნი­მე თვის ქირა არ გა­და­უხ­დი­ათ. ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის­თვის 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი ფარ­თი, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ას კომ­პა­ნია "რეალ ინ­ვეს­ტის­გან" ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ქი­რა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად 27 000 დო­ლარს იხ­დი­და.

რო­გორც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა უშან­გი ბუ­ჩუ­კურ­მა გა­ნა­ცხა­და, პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ მის­გან ფარ­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქი­რა­ვა.

"გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქამ­დეც ჰქონ­დათ ხარ­ვე­ზე­ბი, მაგ­რამ ამას ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. შე­თან­ხმე­ბა გვქონ­და ასე­თი - ყო­ვე­ლი თვის 10 რი­ცხვში უნდა გა­და­ე­ხა­დათ ქირა 27 000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში. მათ ორი სარ­თუ­ლი აქვთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და მათი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 54 000 დო­ლა­რია. აგ­ვის­ტოს და სექ­ტემ­ბრის თან­ხა არ გა­და­უხ­დი­ათ.

თა­ვად ბა­ტონ პა­ა­ტას არ შევ­ხვედ­რი­ვარ. შა­ბათს შევ­ხვდი გი­ორ­გი თურ­ქი­ას, რო­მე­ლიც ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ა­ში ამ სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებს. ორ­შა­ბათს უნდა გა­და­ე­ხა­დათ თან­ხა.

ვუ­თხა­რი სა­ნამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას არ და­ფა­რავთ ოფის­ში არ შე­გიშ­ვებთ და დაც­ვის ბი­ჭებ­თან გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქონ­დეს­თქო. მი­თხრა აგ­ვის­ტოს თვის ქი­რას მა­ინც გა­და­გიხ­დი­თო და ასე დავ­შორ­დით.

როცა წა­მო­ვე­დი შეხ­ვედ­რი­დან, ოფი­სი­დან და­ი­წყეს ნივ­თე­ბის ჩუ­მად გა­ტა­ნა. დი­ლით მან­ქა­ნე­ბი რომ მი­იყ­ვა­ნეს, დაც­ვამ და­მი­რე­კა და მი­ვე­დი. ერთი მან­ქა­ნა ახ­ლაც ეზო­ში დგას დატ­ვირ­თუ­ლი, მე­ო­რე კი და­ვაც­ლე­ვი­ნე პარ­ტი­ის წევ­რებს და ოფის­ში ავა­ტა­ნი­ნე ნივ­თე­ბი. მათ არც უთ­ქვამთ შეხ­ვედ­რა­ზე ოფი­სი­დან წას­ვლას რომ აპი­რებ­დნენ და გა­პარ­ვა გა­და­წყვი­ტეს. გა­ი­ტა­ნეს სა­ვარ­ძლე­ბი, მა­გი­დე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. მათ თვალ­წინ დავ­ლუ­ქე დღეს ოფი­სი. თუ არ გა­და­იხ­დის ჩემს კუთ­ვნილ თან­ხას პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტია ვუ­ჩივ­ლებ, ჩვენ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­წე­რი­ლი გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და უშან­გი ბუ­ჩუ­კურ­მა.

"შეიქმნა ფინანსური პრობლემები..."- რას აცხადებენ ბურჭულაძის პარტიაში ოფისის ქირის ვალთან დაკავშირებით

"შეიქმნა ფინანსური პრობლემები..."- რას აცხადებენ ბურჭულაძის პარტიაში ოფისის ქირის ვალთან დაკავშირებით

პარტიის წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლისა და ფინანსური წყაროების გადაკეტვის შემდეგ შეიქმნა ფინანსური პრობლემები, შესაბამისად, ვეღარ მოხდა თანხების მობილიზება და ქირის გადახდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პლატფორმაში "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" განუცხადეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, დავალიანებას პოლიტიკური გაერთიანება გადაიხდის. "მივიღეთ გადაწყვეტილება ოფისის დატოვების შესახებ, რათა არ მომხდარიყო დავალიანების გაზრდა. დავალიანებას პლატფორმა გადაიხდის", -აცხადებენ პარტიაში. "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" მუშაობას რუსთაველის გამზირზე #24-ში გააგრძელებს.

პაატა ბურჭულაძის პარტიას "სახელმწიფო ხალხისთვის" პარტიის ცენტრალური ოფისის ქირის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტიის წევრებს ნაქირავები ცენტრალური ოფისის დატოვება მოუხდათ, რადგან მეპატრონისთვის რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხდიათ. ცენტრალური ოფისისთვის 2-სართულიანი ფართი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ბურჭულაძის პარტიას კომპანია "რეალ ინვესტისგან" ჰქონდა დაქირავებული და ქირაში ყოველთვიურად 27 000 დოლარს იხდიდა.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა უშანგი ბუჩუკურმა განაცხადა, პაატა ბურჭულაძემ მისგან ფართი რამდენიმე თვის წინ იქირავა.

"გადახდასთან დაკავშირებით, აქამდეც ჰქონდათ ხარვეზები, მაგრამ ამას ურთიერთშეთანხმებით ვარეგულირებდით. შეთანხმება გვქონდა ასეთი - ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ ქირა 27 000 დოლარის ექვივალენტი ლარში. მათ ორი სართული აქვთ დაქირავებული და მათი დავალიანება 54 000 დოლარია. აგვისტოს და სექტემბრის თანხა არ გადაუხდიათ.

თავად ბატონ პაატას არ შევხვედრივარ. შაბათს შევხვდი გიორგი თურქიას, რომელიც ბურჭულაძის პარტიაში ამ საკითხებს არეგულირებს. ორშაბათს უნდა გადაეხადათ თანხა.

ვუთხარი სანამ დავალიანებას არ დაფარავთ ოფისში არ შეგიშვებთ და დაცვის ბიჭებთან გართულებებს ადგილი არ ჰქონდესთქო. მითხრა აგვისტოს თვის ქირას მაინც გადაგიხდითო და ასე დავშორდით.

როცა წამოვედი შეხვედრიდან, ოფისიდან დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა. დილით მანქანები რომ მიიყვანეს, დაცვამ დამირეკა და მივედი. ერთი მანქანა ახლაც ეზოში დგას დატვირთული, მეორე კი დავაცლევინე პარტიის წევრებს და ოფისში ავატანინე ნივთები. მათ არც უთქვამთ შეხვედრაზე ოფისიდან წასვლას რომ აპირებდნენ და გაპარვა გადაწყვიტეს. გაიტანეს სავარძლები, მაგიდები და ყველაფერი. მათ თვალწინ დავლუქე დღეს ოფისი. თუ არ გადაიხდის ჩემს კუთვნილ თანხას პაატა ბურჭულაძის პარტია ვუჩივლებ, ჩვენ ყველა დეტალი გაწერილი გვაქვს ხელშეკრულებაში", - განაცხადა უშანგი ბუჩუკურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."