პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბურჭულაძის პარტიას ოფისის ქირის ვალი 54 000 დოლარი აქვს: "გაპარვა გადაწყვიტეს... დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა"
ბურჭულაძის პარტიას ოფისის ქირის ვალი 54 000 დოლარი აქვს: "გაპარვა გადაწყვიტეს... დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა"

პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტია "სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის" მო­რიგ სკან­დალ­ში ეხ­ვე­ვა. ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პარ­ტი­ის წევ­რებს ნა­ქი­რა­ვე­ბი ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­დათ, რად­გან მე­პატ­რო­ნის­თვის რამ­დე­ნი­მე თვის ქირა არ გა­და­უხ­დი­ათ. ცენ­ტრა­ლუ­რი ოფი­სის­თვის 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი ფარ­თი, რო­მე­ლიც აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს, ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ას კომ­პა­ნია "რეალ ინ­ვეს­ტის­გან" ჰქონ­და და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და ქი­რა­ში ყო­ველ­თვი­უ­რად 27 000 დო­ლარს იხ­დი­და.

AMBEBI.GE ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელს უშან­გი ბუ­ჩუ­კურს და­უ­კავ­შირ­და:

- რა პი­რო­ბე­ბით მი­ა­ქი­რა­ვეთ ოფი­სი პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ას და რამ­დე­ნია მათი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა?

- პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძემ ჩემ­გან ფარ­თი რამ­დე­ნი­მე თვის წინ იქი­რა­ვა. გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აქამ­დეც ჰქონ­დათ ხარ­ვე­ზე­ბი, მაგ­რამ ამას ურ­თი­ერ­თშე­თან­ხმე­ბით ვა­რე­გუ­ლი­რებ­დით. შე­თან­ხმე­ბა გვქონ­და ასე­თი - ყო­ვე­ლი თვის 10 რი­ცხვში უნდა გა­და­ე­ხა­დათ ქირა 27 000 დო­ლა­რის ექ­ვი­ვა­ლენ­ტი ლარ­ში. მათ ორი სარ­თუ­ლი აქვთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი და მათი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 54 000 დო­ლა­რია. აგ­ვის­ტოს და სექ­ტემ­ბრის თან­ხა არ გა­და­უხ­დი­ათ.

- გქონ­დათ ბა­ტონ პა­ა­ტას­თან შეხ­ვედ­რა და სა­უ­ბა­რი კუთ­ვნი­ლი თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე?

- თა­ვად ბა­ტონ პა­ა­ტას არ შევ­ხვედ­რი­ვარ. შა­ბათს შევ­ხვდი გი­ორ­გი თურ­ქი­ას, რო­მე­ლიც ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტი­ა­ში ამ სა­კი­თხებს არე­გუ­ლი­რებს. ორ­შა­ბათს უნდა გა­და­ე­ხა­დათ თან­ხა. ვუ­თხა­რი სა­ნამ და­ვა­ლი­ა­ნე­ბას არ და­ფა­რავთ ოფის­ში არ შე­გიშ­ვებთ და დაც­ვის ბი­ჭებ­თან გარ­თუ­ლე­ბებს ად­გი­ლი არ ჰქონ­დეს­თქო. მი­თხრა აგ­ვის­ტოს თვის ქი­რას მა­ინც გა­და­გიხ­დი­თო და ასე დავ­შორ­დით.

როცა წა­მო­ვე­დი შეხ­ვედ­რი­დან, ოფი­სი­დან და­ი­წყეს ნივ­თე­ბის ჩუ­მად გა­ტა­ნა. დი­ლით მან­ქა­ნე­ბი რომ მი­იყ­ვა­ნეს, დაც­ვამ და­მი­რე­კა და მი­ვე­დი. ერთი მან­ქა­ნა ახ­ლაც ეზო­ში დგას დატ­ვირ­თუ­ლი, მე­ო­რე კი და­ვაც­ლე­ვი­ნე პარ­ტი­ის წევ­რებს და ოფის­ში ავა­ტა­ნი­ნე ნივ­თე­ბი. მათ არც უთ­ქვამთ შეხ­ვედ­რა­ზე ოფი­სი­დან წას­ვლას რომ აპი­რებ­დნენ და გა­პარ­ვა გა­და­წყვი­ტეს. გა­ი­ტა­ნეს სა­ვარ­ძლე­ბი, მა­გი­დე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. მათ თვალ­წინ დავ­ლუ­ქე დღეს ოფი­სი. თუ არ გა­და­იხ­დის ჩემს კუთ­ვნილ თან­ხას პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძის პარ­ტია ვუ­ჩივ­ლებ, ჩვენ ყვე­ლა დე­ტა­ლი გა­წე­რი­ლი გვაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში.

AMBEBI.GE ცდი­ლობს ინ­ფორ­მა­ცია პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხურ­თან გა­და­ა­მოწ­მოს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მათ კო­მენ­ტარ­საც შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ბურჭულაძის პარტიას ოფისის ქირის ვალი 54 000 დოლარი აქვს: "გაპარვა გადაწყვიტეს... დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა"

ბურჭულაძის პარტიას ოფისის ქირის ვალი 54 000 დოლარი აქვს: "გაპარვა გადაწყვიტეს... დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა"

პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" მორიგ სკანდალში ეხვევა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პარტიის წევრებს ნაქირავები ცენტრალური ოფისის დატოვება მოუხდათ, რადგან მეპატრონისთვის რამდენიმე თვის ქირა არ გადაუხდიათ. ცენტრალური ოფისისთვის 2-სართულიანი ფართი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ბურჭულაძის პარტიას კომპანია "რეალ ინვესტისგან" ჰქონდა დაქირავებული და ქირაში ყოველთვიურად 27 000 დოლარს იხდიდა.

AMBEBI.GE ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანიის ხელმძღვანელს უშანგი ბუჩუკურს დაუკავშირდა:

- რა პირობებით მიაქირავეთ ოფისი პაატა ბურჭულაძის პარტიას და რამდენია მათი დავალიანება?

- პაატა ბურჭულაძემ ჩემგან ფართი რამდენიმე თვის წინ იქირავა. გადახდასთან დაკავშირებით, აქამდეც ჰქონდათ ხარვეზები, მაგრამ ამას ურთიერთშეთანხმებით ვარეგულირებდით. შეთანხმება გვქონდა ასეთი - ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ ქირა 27 000 დოლარის ექვივალენტი ლარში. მათ ორი სართული აქვთ დაქირავებული და მათი დავალიანება 54 000 დოლარია. აგვისტოს და სექტემბრის თანხა არ გადაუხდიათ.

- გქონდათ ბატონ პაატასთან შეხვედრა და საუბარი კუთვნილი თანხის ანაზღაურებაზე?

- თავად ბატონ პაატას არ შევხვედრივარ. შაბათს შევხვდი გიორგი თურქიას, რომელიც ბურჭულაძის პარტიაში ამ საკითხებს არეგულირებს. ორშაბათს უნდა გადაეხადათ თანხა. ვუთხარი სანამ დავალიანებას არ დაფარავთ ოფისში არ შეგიშვებთ და დაცვის ბიჭებთან გართულებებს ადგილი არ ჰქონდესთქო. მითხრა აგვისტოს თვის ქირას მაინც გადაგიხდითო და ასე დავშორდით.

როცა წამოვედი შეხვედრიდან, ოფისიდან დაიწყეს ნივთების ჩუმად გატანა. დილით მანქანები რომ მიიყვანეს, დაცვამ დამირეკა და მივედი. ერთი მანქანა ახლაც ეზოში დგას დატვირთული, მეორე კი დავაცლევინე პარტიის წევრებს და ოფისში ავატანინე ნივთები. მათ არც უთქვამთ შეხვედრაზე ოფისიდან წასვლას რომ აპირებდნენ და გაპარვა გადაწყვიტეს. გაიტანეს სავარძლები, მაგიდები და ყველაფერი. მათ თვალწინ დავლუქე დღეს ოფისი. თუ არ გადაიხდის ჩემს კუთვნილ თანხას პაატა ბურჭულაძის პარტია ვუჩივლებ, ჩვენ ყველა დეტალი გაწერილი გვაქვს ხელშეკრულებაში.

AMBEBI.GE ცდილობს ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურთან გადაამოწმოს და უახლოეს მომავალში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ კომენტარსაც შემოგთავაზებთ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."