მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით 12 წლის გოგონა, რომლის გალობამ სვეტიცხოველში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა
გაიცანით 12 წლის გოგონა, რომლის გალობამ სვეტიცხოველში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა

რო­მის პა­პის სვე­ტი­ცხო­ველ­ში სტუმ­რო­ბის დროს, ქან­და­ში მოღ­ვა­წე მამა სე­რა­ფი­მემ არა­მე­ულ ენა­ზე იგა­ლო­ბა... ბერ­თან ერ­თად სა­გა­ლო­ბელს პა­ტა­რა გო­გო­ნა ას­რუ­ლებ­და, რომ­ლის ვი­ნა­ო­ბი­თაც ყვე­ლა და მათ შო­რის AMBEBI.GE-ც და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, გო­გო­ნა ქან­დე­ლი ქეთი ილი­ა­ე­ვია, რომ­ლის მიერ ქრის­ტეს ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბულ­მა სა­ო­ცარ­მა გა­ლო­ბამ არა­მარ­ტო სა­პა­ტიო სტუ­მარ­ზე, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზეც დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა...

იხი­ლეთ ვი­დეო| მამა სე­რა­ფი­მეს სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი გა­ლო­ბა არა­მე­უ­ლად რო­მის პა­პის­თვის

მოკ­ლედ, პა­ტა­რა ქეთი ვი­პო­ვეთ და გვინ­და თქვენც გა­გაც­ნოთ: წარ­მო­შო­ბით ასუ­რე­ლია, სამ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის უფ­რო­სი შვი­ლი. ამ­ბობს, რომ მცხე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქან­და­ში და­ი­ბა­და და იზ­რდე­ბა, ისე­ვე რო­გორც მისი წი­ნა­პა­რი, რო­მე­ლიც ამ სო­ფელ­ში და­არ­სე­ბის დღი­დან ცხოვ­რობს. ქეთი 12 წლის არის და ქან­დის ქარ­თუ­ლი სკო­ლის მერ­ვეკ­ლა­სე­ლი გახ­ლავთ, უყ­ვარს სწავ­ლა, საგ­ნე­ბი­დან - ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი და ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვა­ზე სი­ა­რუ­ლი კი დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს.

კი­თხვა­ზე, სად ის­წავ­ლა გა­ლო­ბა და რა ასაკ­ში და­ი­წყო, გვპა­სუ­ხობს: "პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, კარ­გად ვმღე­რო­დი, მერე დე­დამ მი­თხრა, თუ შევ­ძლებ­დი და სურ­ვი­ლი მქონ­და, ეკ­ლე­სი­ა­ში მე­გა­ლო­ბა. დავ­თან­ხმდი, ვცა­დე და ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. რო­დე­საც ტა­ძარ­ში მი­ვე­დი, სხვა მგა­ლობ­ლე­ბიც ახა­ლი მო­სუ­ლე­ბი იყ­ვე­ნენ და გა­ლო­ბას ერ­თად ვსწავ­ლობ­დით. ეს და­ახ­ლო­ე­ბით, 2 წლის წინ იყო".

- დე­დაც გა­ლობს?

- არა, ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეკ­ლე­სი­ა­ში წირ­ვა-ლოც­ვას ეს­წრე­ბა, მრევ­ლის წევ­რია... მე შა­ბათ-კვი­რას წირ­ვა-ლოც­ვა­ზე ვდგა­ვარ და ვგა­ლობ, პირ­ვე­ლი ხმა ვარ. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ტა­ძარ­ში სხვა დრო­საც დაგ­ვი­ბა­რონ, როცა მა­გა­ლი­თად, პა­რაკ­ლი­სია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი, ან რა­ი­მე სხვა დღეა.

- რას გრძნობ, რო­დე­საც გა­ლობ?

- ვცდი­ლობ, გუ­ლით ვი­გა­ლო­ბო, ანუ ვიგ­რძნო და მი­ვი­ღო ის მად­ლი, რო­მე­ლიც ლოც­ვის დროს, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღო... ჩემი სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რია მამა სე­რა­ფი­მე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც მო­მი­წია სვე­ტი­ცხო­ველ­ში გა­ლო­ბა. კი­დევ ორი მგა­ლო­ბე­ლი ბიჭი ბა­ნით სა­პატ­რი­არ­ქოს გუნ­დი­დან გვეხ­მა­რე­ბო­და... ჩვე­ნი მო­ძღვა­რი კარ­გი ადა­მი­ა­ნია, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ხან­და­ხან მკაც­რიც...

- რო­გორც ჩანს, თქვე­ნი ტაძ­რი­დან შენ გა­გი­მარ­თლა, რომ ასეთ დღეს მო­გიხ­და სვე­ტი­ცხო­ველ­ში ყო­ფი­ლი­ყა­ვი. რო­გორ აღ­მოჩ­ნდი იქ?

- დიდი ხა­ნია, რაც 50-ე ფსალ­მუნს ვგა­ლობ. რო­დე­საც გვი­თხრეს, რომ რო­მის პა­პის პა­ტივ­სა­ცე­მად სვე­ტი­ცხო­ველ­ში 50-ე ფსალ­მუ­ნი უნდა გვე­ვა­ლო­ბა, აღ­მოჩ­ნდა, რომ მე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, რად­გა­ნაც, ხომ გი­თხა­რით, მას მე ვგა­ლობ. ეს რომ გა­ვი­გე, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. თა­ვი­დან ცოტა ვი­ნერ­ვი­უ­ლე, ბევ­რი ხალ­ხი რომ და­ვი­ნა­ხე, მაგ­რამ, მერე, თით­ქოს შე­ვეჩ­ვიე გა­რე­მოს და აღარ გამ­ჭირ­ვე­ბია. მი­ხა­რია, რომ მამა სე­რა­ფი­მეს­თან მო­მი­წია იქ ყოფ­ნამ... პა­პის ჩა­მოს­ვლა სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა, ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო ამ დღეს იქ გა­ლო­ბა.

- არა­მე­ულ ენა­ზე გა­ლობ, ამ ენა­ზე სა­უ­ბა­რი თუ შე­გიძ­ლია?

- არა, მაგ­რამ სკო­ლა­ში უკვე შე­მო­ი­ღეს, რომ უნდა ვის­წავ­ლოთ, რა­საც დიდი ინ­ტე­რე­სით ვა­პი­რებ. არა­მე­ულ ენა­ზე კი ვგა­ლობ, მაგ­რამ იგი­ვე სა­გა­ლობ­ლებს ქარ­თუ­ლა­დაც ვას­რუ­ლებთ. სა­ერ­თოდ კი მი­ხა­რია, რომ ორი­ვე ენა­ზე შე­მიძ­ლია გა­ლო­ბა. 

- ქან­და­ში ბავ­შვე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ წირ­ვა-ლოც­ვა­ზე და­დი­ხართ, თა­ვი­სუ­ფალ დროს რას უთ­მობთ, რა არის თქვე­ნი გა­სარ­თო­ბი?

- ჩვენს სო­ფელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით, 500 კომ­ლი ცხოვ­რობს. ბავ­შვიც ბევ­რია, მაგ­რამ გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრი ან რა­ი­მე მსგავ­სი ჩვენ­თან არა­ფე­რია. ერ­თა­დერ­თი, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბი ცეკ­ვის წრე­ზე და­დი­ან, სხვა არა­ფე­რი, მე ამის­თვის დრო არ მაქვს... დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მო­ძღვარს, მამა სე­რა­ფი­მეს იმ ღვაწ­ლის­თვის, რა­საც ის ჩვენ­თვის ეწე­ვა...

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გაიცანით 12 წლის გოგონა, რომლის გალობამ სვეტიცხოველში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა

გაიცანით 12 წლის გოგონა, რომლის გალობამ სვეტიცხოველში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა

რომის პაპის სვეტიცხოველში სტუმრობის დროს, ქანდაში მოღვაწე მამა სერაფიმემ არამეულ ენაზე იგალობა... ბერთან ერთად საგალობელს პატარა გოგონა ასრულებდა, რომლის ვინაობითაც ყველა და მათ შორის AMBEBI.GE-ც დაინტერესდა. როგორც გავარკვიეთ, გოგონა ქანდელი ქეთი ილიაევია, რომლის მიერ ქრისტეს ენაზე შესრულებულმა საოცარმა გალობამ არამარტო საპატიო სტუმარზე, ქართულ საზოგადოებაზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...

იხილეთ ვიდეო| მამა სერაფიმეს სულისშემძვრელი გალობა არამეულად რომის პაპისთვის

მოკლედ, პატარა ქეთი ვიპოვეთ და გვინდა თქვენც გაგაცნოთ: წარმოშობით ასურელია, სამშვილიანი ოჯახის უფროსი შვილი. ამბობს, რომ მცხეთის რაიონის სოფელ ქანდაში დაიბადა და იზრდება, ისევე როგორც მისი წინაპარი, რომელიც ამ სოფელში დაარსების დღიდან ცხოვრობს. ქეთი 12 წლის არის და ქანდის ქართული სკოლის მერვეკლასელი გახლავთ, უყვარს სწავლა, საგნებიდან - ქართული და ინგლისური და ტაძარში წირვა-ლოცვაზე სიარული კი დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

კითხვაზე, სად ისწავლა გალობა და რა ასაკში დაიწყო, გვპასუხობს: "პატარა რომ ვიყავი, კარგად ვმღეროდი, მერე დედამ მითხრა, თუ შევძლებდი და სურვილი მქონდა, ეკლესიაში მეგალობა. დავთანხმდი, ვცადე და ძალიან მომეწონა. როდესაც ტაძარში მივედი, სხვა მგალობლებიც ახალი მოსულები იყვენენ და გალობას ერთად ვსწავლობდით. ეს დაახლოებით, 2 წლის წინ იყო".

- დედაც გალობს?

- არა, ის ჩვეულებრივად ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრება, მრევლის წევრია... მე შაბათ-კვირას წირვა-ლოცვაზე ვდგავარ და ვგალობ, პირველი ხმა ვარ. ხანდახან შეიძლება ტაძარში სხვა დროსაც დაგვიბარონ, როცა მაგალითად, პარაკლისია ჩასატარებელი, ან რაიმე სხვა დღეა.

- რას გრძნობ, როდესაც გალობ?

- ვცდილობ, გულით ვიგალობო, ანუ ვიგრძნო და მივიღო ის მადლი, რომელიც ლოცვის დროს, ღვთისმსახურებისას შეიძლება მიიღო... ჩემი სულიერი მოძღვარია მამა სერაფიმე, რომელთან ერთადაც მომიწია სვეტიცხოველში გალობა. კიდევ ორი მგალობელი ბიჭი ბანით საპატრიარქოს გუნდიდან გვეხმარებოდა... ჩვენი მოძღვარი კარგი ადამიანია, მოსიყვარულე, ხანდახან მკაცრიც...

- როგორც ჩანს, თქვენი ტაძრიდან შენ გაგიმართლა, რომ ასეთ დღეს მოგიხდა სვეტიცხოველში ყოფილიყავი. როგორ აღმოჩნდი იქ?

- დიდი ხანია, რაც 50-ე ფსალმუნს ვგალობ. როდესაც გვითხრეს, რომ რომის პაპის პატივსაცემად სვეტიცხოველში 50-ე ფსალმუნი უნდა გვევალობა, აღმოჩნდა, რომ მე უნდა წავსულიყავი, რადგანაც, ხომ გითხარით, მას მე ვგალობ. ეს რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა. თავიდან ცოტა ვინერვიულე, ბევრი ხალხი რომ დავინახე, მაგრამ, მერე, თითქოს შევეჩვიე გარემოს და აღარ გამჭირვებია. მიხარია, რომ მამა სერაფიმესთან მომიწია იქ ყოფნამ... პაპის ჩამოსვლა საქართველოში არასოდეს დამავიწყდება, ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ დღეს იქ გალობა.

- არამეულ ენაზე გალობ, ამ ენაზე საუბარი თუ შეგიძლია?

- არა, მაგრამ სკოლაში უკვე შემოიღეს, რომ უნდა ვისწავლოთ, რასაც დიდი ინტერესით ვაპირებ. არამეულ ენაზე კი ვგალობ, მაგრამ იგივე საგალობლებს ქართულადაც ვასრულებთ. საერთოდ კი მიხარია, რომ ორივე ენაზე შემიძლია გალობა. 

- ქანდაში ბავშვები, გარდა იმისა, რომ წირვა-ლოცვაზე დადიხართ, თავისუფალ დროს რას უთმობთ, რა არის თქვენი გასართობი?

- ჩვენს სოფელში დაახლოებით, 500 კომლი ცხოვრობს. ბავშვიც ბევრია, მაგრამ გასართობი ცენტრი ან რაიმე მსგავსი ჩვენთან არაფერია. ერთადერთი, ჩემი თანატოლები ცეკვის წრეზე დადიან, სხვა არაფერი, მე ამისთვის დრო არ მაქვს... დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მოძღვარს, მამა სერაფიმეს იმ ღვაწლისთვის, რასაც ის ჩვენთვის ეწევა...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი