"კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს, არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში, - აღნიშნული განცხადებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართა.
გიორგი მაგველაშვილის განმარტებით, საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.
"ეს ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე, ევროპულ არჩევნებს. საზოგადოება ორიენტირებულია, გააკეთოს სწორი და თავისუფალი არჩევანი. ამ ვითარების დაძაბვა, ემოციების ესკალაცია, მარტივად დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.