პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა - იმერლიშვილმა, კვერენჩხილაძემ და ტუღუშმა ფიცი დადეს
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა - იმერლიშვილმა, კვერენჩხილაძემ და ტუღუშმა ფიცი დადეს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ახ­ლად განმწე­სე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა, გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძემ და თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუშ­მა ფიცი და­დეს.

მათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის და სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თოს თავ­მჯდო­მა­რის თან­დას­წრე­ბით გა­მარ­თულ ფი­ცის და­დე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პი­რო­ბა და­დეს, რომ ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან ქვე­ყა­ნას.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ მათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა მი­მარ­თა.

ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ განმწე­სე­ბამ­დე. იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პო­ზი­ცი­ას. 2012 - 2013წწ. იყო სა­ქარ­თვე­ლოს მე-8 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე. თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი, იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის წევ­რი. 2000-2003 წწ გახ­ლდათ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე.

გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ და­ნიშ­ვნამ­დე, იკა­ვებ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას. 2004-2007 წწ. სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი; სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნა­შემ­წე; გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე გახ­ლავთ ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­მარ­თლის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი.

თე­ი­მუ­რა­ზი ტუ­ღუ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თოს წევ­რად განმწე­სე­ბამ­დე, 2006 წლი­დან - დღემ­დე მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, 2014 წლი­დან იკა­ვებ­და ამა­ვე სა­სა­მარ­თლოს სა­მარ­თლებ­რი­ვი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­სა და კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას. თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­ში სხვა­დას­ხვა წლებ­ში გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დის­ციპ­ლი­ნუ­რი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში, ასე­ვე ეკა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­სა თბი­ლი­სის სა­გა­და­სა­ხა­დო ინ­სპექ­ცი­ი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო­ში სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

ირი­ნა იმერ­ლიშ­ვი­ლი და გი­ორ­გი კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს წევ­რე­ბად სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 2016 წლის 10 სექ­ტემ­ბერს და­ნიშ­ნა. თე­ი­მუ­რაზ ტუ­ღუ­ში კი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს პლე­ნუმ­მა 2016 წლის 20 სექ­ტემ­ბერს აირ­ჩია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა - იმერლიშვილმა, კვერენჩხილაძემ და ტუღუშმა ფიცი დადეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლეებმა - იმერლიშვილმა, კვერენჩხილაძემ და ტუღუშმა ფიცი დადეს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განმწესებულმა მოსამართლეებმა ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა ფიცი დადეს.

მათ საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს უზენაესი სასამართოს თავმჯდომარის თანდასწრებით გამართულ ფიცის დადების ღონისძიებაზე პირობა დადეს, რომ ემსახურებიან ქვეყანას.

ფიცის დადების შემდეგ მათ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა.

ირინა იმერლიშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ განმწესებამდე. იკავებდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოზიციას. 2012 - 2013წწ. იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2000-2003 წწ გახლდათ იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

გიორგი კვერენჩხილაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე, იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას. 2004-2007 წწ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის და კვლევების დეპარტამენტის უფროსი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწე; გიორგი კვერენჩხილაძე გახლავთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის სრული პროფესორი.

თეიმურაზი ტუღუში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართოს წევრად განმწესებამდე, 2006 წლიდან - დღემდე მუშაობდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2014 წლიდან იკავებდა ამავე სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. თეიმურაზ ტუღუში სხვადასხვა წლებში გახლდათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, ასევე ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა.

ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებად საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 10 სექტემბერს დანიშნა. თეიმურაზ ტუღუში კი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2016 წლის 20 სექტემბერს აირჩია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ