არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით თბილისში მამუკა ჩარკვიანის 19 წლის ვაჟი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით თბილისში მამუკა ჩარკვიანის 19 წლის ვაჟი დაჭრეს

არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით, თბილისში მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ვაჟი, ჯაკო ჩარკვიანი დაჭრეს.

19 წლის ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული, ერთი ყელში და ორი ფეხებში. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით, ჯაკო ჩარკვიანს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა, სხეულიდან ტყვიები ამოუღეს და ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს.

როგორც AMBEBI.GE-ს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, პაციენტი ჩარკვიანი კლინიკაში გამთენიისას შეიყვანეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ახლა პალატაში გადის მკურნალობის კურსს.

ინფორმაციას შვილის დაჭრის შესახებ, უარყოფს მომღერალი მამუკა ჩარკვიანი. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ