პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მამა სერაფიმე, რომელმაც სვეტიცხოველში რომის პაპის და პატრიარქის წინაშე არამეულ ენაზე იგალობა
ვინ არის მამა სერაფიმე, რომელმაც სვეტიცხოველში რომის პაპის და პატრიარქის წინაშე არამეულ ენაზე იგალობა

რო­მის პა­პის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ეპი­ზო­დი მისი სვე­ტი­ცხო­ველ­ში სტუმ­რო­ბა აღ­მოჩ­ნდა... პატ­რი­აქ­რი და პაპი ტა­ძარს 1-ელ ოქ­ტომ­ბერს ერ­თად ეწ­ვივ­ნენ და სა­გან­გე­ბოდ ამ ვი­ზი­ტის­თვის, სვე­ტი­ცხო­ველ­ში მამა სე­რა­ფი­მემ მრევ­ლთან ერ­თად არა­მე­ულ ენა­ზე იგა­ლო­ბა... ქრის­ტეს ენა­ზე შეს­რუ­ლე­ბულ­მა შთამ­ბეჭ­დავ­მა გა­ლო­ბამ ორი დღეა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა...

38 წლის ბერ-დი­აკ­ვა­ნი, მამა სე­რა­ფი­მე ასუ­რე­ლია და მისი მშობ­ლი­უ­რი ენა არა­მე­უ­ლია. ბერ-დი­აკ­ვა­ნი 24 წლის ასა­კამ­დე სა­ე­რო ცხოვ­რე­ბას მის­დევ­და, აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლა­ში ას­პა­რე­ზობ­და, უკ­რა­ი­ნა­ში კი დე­პუ­ტა­ტე­ბის დაც­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი იყო. თუმ­ცა, მის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც მას მო­ნაზვნად აღ­კვე­ცა გა­და­ა­წყვე­ტი­ნეს. მამა სე­რა­ფი­მეს შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ შე­ი­ტყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ასუ­რელ ხალ­ხს ისე წა­რუდ­გი­ნა, რო­გორც "ასუ­რე­ლე­ბის მო­ძღვა­რი". უწ­მინ­დე­სის იდეა იყო, მამა სე­რა­ფი­მეს არა­მე­უ­ლი კარ­გად შე­ეს­წავ­ლა და შემ­დეგ, ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა ასუ­რე­ლე­ბის­თვის ამ ენა­ზე შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. ამ­ჟა­მად მამა სე­რა­ფი­მე სო­ფელ ქან­და­ში მოღ­ვა­წე­ობს. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ბერ-დი­აკ­ვა­ნის ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც "კვი­რის პა­ლიტ­რა­ში" 2014 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"ადრე ღმერ­თის მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მწამ­და. შევ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში, ვან­თებ­დი სან­თელს და მე­გო­ნა, მორ­წმუ­ნე ვი­ყა­ვი. ბიბ­ლია ბავ­შვო­ბა­ში, 11 წლის ასაკ­ში უკვე წა­კი­თხუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ აღ­ვიქ­ვამ­დი, რო­გორც ზღა­პარს. შემ­დეგ, როცა მარ­თლა მივ­ხვდი, რომ ღმერ­თი არ­სე­ბობს, წა­ვე­დი და მო­ნაზვნად აღ­ვიკ­ვე­ცე.

- რამე ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა ხომ არ მომ­ხდა­რა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­მაც ამის­კენ გი­ბიძ­გათ?

- ლა­მის მთე­ლი ბავ­შვო­ბა და სი­ჭა­ბუ­კე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­ვა­ტა­რე. ყვე­ლა­ზე დიდი ტრავ­მა მა­შინ მი­ვი­ღე, როცა ბე­ტო­ნის ამ­რევ მან­ქა­ნა­ში ჩავ­ვარ­დი. იქი­დან ცო­ცხა­ლი ის­ტო­რი­ა­ში ჯერ არა­ვინ გა­მო­სუ­ლა, ჩემ გარ­და... 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფეხ­ზე ვერ ვდგე­ბო­დი. ჯერ სა­წოლს ვი­ყა­ვი მი­ჯაჭ­ვუ­ლი, შემ­დეგ ეტლს, მერე საყ­რდე­ნად ჯო­ხე­ბი მქონ­და.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: გა­ი­ცა­ნით 12 წლის გო­გო­ნა, რომ­ლის გა­ლო­ბამ სვე­ტი­ცხო­ველ­ში წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა

- კი­დევ რა ხი­ფა­თი გა­დაგხდე­ნი­ათ?

- ერთხელ მან­ქა­ნამ გა­მი­ტა­ნა, ერთხელ კი, შემ­თხვე­ვით, პე­რი­გიდ­რო­ლი წყა­ლი მე­გო­ნა და დავ­ლიე. ბევრ რა­მეს გა­დავ­რჩე­ნილ­ვარ ბეწ­ვზე, თუნ­დაც იმას, რომ რამ­დე­ნი­მე მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­დავ­ვარ­დი. ერთი სი­ტყვით, სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბის­თვის ბიძ­გის მომ­ცე­მი ბევ­რი რამ იყო. ერთხელ ძა­ლი­ან დიდ გან­საც­დელ­ში ჩავ­ვარ­დი: ახ­ლობ­ლის, ნა­თე­სა­ვის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბო­და. უკა­ნას­კნე­ლი ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნის, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავ­ზე ავე­დი და ვთქვი: "თუ იქ­ნე­ბა სათ­ნო უფ­ლი­სათ­ვის, მე გავ­ხდე­ბი მო­ნა­ზო­ნი, ოღონდ ის გა­დარ­ჩეს".

როცა ყვე­ლა­ნა­ი­რი იმე­დი გა­დაგ­ვე­წუ­რა, მა­შინ მოხ­და სას­წა­უ­ლი და ეს ადა­მი­ა­ნი სიკ­ვდილს გა­დარ­ჩა. ამ პე­რი­ო­დის შემ­დგომ კი­ევ­ში ვცხოვ­რობ­დი. აღ­მო­სავ­ლურ ორ­თაბ­რძო­ლებ­ში ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მქონ­და მო­გე­ბუ­ლი. უკ­რა­ი­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბე­ბის გამო, იქა­ურ დე­პუ­ტატ­თა გუნ­დებს დაც­ვა სჭირ­დე­ბო­დათ. ყვე­ლამ იცო­და, რომ ვინც სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო, ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბო­და, ამი­ტომ ამიყ­ვა­ნეს. მა­ლე­ვე დაც­ვის უფ­რო­სი გავ­ხდი. მერე მოხ­და ისე­თი რამ, რა­ზეც მე სა­ერ­თოდ არ ვსა­უბ­რობ. ეს სას­წა­უ­ლი იყო: გინდ ხილ­ვა ეძა­ხეთ, გინდ - სიზ­მა­რი. ვნა­ხე, რო­გორ მი­მა­ნიშ­ნეს და მი­თხრეს, რომ ღმერ­თს შევ­პირ­დი მო­ნაზვნო­ბას და სი­ტყვა უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა. ეს ხილ­ვა თუ სიზ­მა­რი ჩემს სი­ტყვებს ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მახ­სე­ნებ­და, ამი­ტომ სა­ბო­ლო­ოდ, წმინ­და სა­მე­ბის იო­ნას მო­ნას­ტერ­ში, ასე ვთქვათ, მოხ­და ჩემი გარ­დაც­ვა­ლე­ბა და მე ხე­ლახ­ლად და­ვი­ბა­დე, რო­გორც მო­ნა­ზო­ნი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

Father Serafim’s emotional Aramaic chant for the Pope in Georgia

ვინ არის მამა სერაფიმე, რომელმაც სვეტიცხოველში რომის პაპის და პატრიარქის წინაშე არამეულ ენაზე იგალობა

ვინ არის მამა სერაფიმე, რომელმაც სვეტიცხოველში რომის პაპის და პატრიარქის წინაშე არამეულ ენაზე იგალობა

რომის პაპის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი მისი სვეტიცხოველში სტუმრობა აღმოჩნდა... პატრიაქრი და პაპი ტაძარს 1-ელ ოქტომბერს ერთად ეწვივნენ და საგანგებოდ ამ ვიზიტისთვის, სვეტიცხოველში მამა სერაფიმემ მრევლთან ერთად არამეულ ენაზე იგალობა... ქრისტეს ენაზე შესრულებულმა შთამბეჭდავმა გალობამ ორი დღეა სოციალური ქსელი მოიცვა...

38 წლის ბერ-დიაკვანი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს. მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა. ამჟამად მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში მოღვაწეობს. გთავაზობთ ნაწყვეტებს ბერ-დიაკვანის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრაში" 2014 წელს გამოქვეყნდა:

"ადრე ღმერთის მაინცდამაინც არ მწამდა. შევდიოდი ეკლესიაში, ვანთებდი სანთელს და მეგონა, მორწმუნე ვიყავი. ბიბლია ბავშვობაში, 11 წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ აღვიქვამდი, როგორც ზღაპარს. შემდეგ, როცა მართლა მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს, წავედი და მონაზვნად აღვიკვეცე.

- რამე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხომ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ამისკენ გიბიძგათ?

- ლამის მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე საავადმყოფოში გავატარე. ყველაზე დიდი ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი. იქიდან ცოცხალი ისტორიაში ჯერ არავინ გამოსულა, ჩემ გარდა... 2 წლის განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი. ჯერ საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, შემდეგ ეტლს, მერე საყრდენად ჯოხები მქონდა.

ასევე წაიკითხეთ: გაიცანით 12 წლის გოგონა, რომლის გალობამ სვეტიცხოველში წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა

- კიდევ რა ხიფათი გადაგხდენიათ?

- ერთხელ მანქანამ გამიტანა, ერთხელ კი, შემთხვევით, პერიგიდროლი წყალი მეგონა და დავლიე. ბევრ რამეს გადავრჩენილვარ ბეწვზე, თუნდაც იმას, რომ რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავვარდი. ერთი სიტყვით, საეკლესიო ცხოვრების დაწყებისთვის ბიძგის მომცემი ბევრი რამ იყო. ერთხელ ძალიან დიდ განსაცდელში ჩავვარდი: ახლობლის, ნათესავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. უკანასკნელი ქართველი წმინდანის, მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და ვთქვი: "თუ იქნება სათნო უფლისათვის, მე გავხდები მონაზონი, ოღონდ ის გადარჩეს".

როცა ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, მაშინ მოხდა სასწაული და ეს ადამიანი სიკვდილს გადარჩა. ამ პერიოდის შემდგომ კიევში ვცხოვრობდი. აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ამიერკავკასიის ჩემპიონატი მქონდა მოგებული. უკრაინაში შექმნილი ვითარებების გამო, იქაურ დეპუტატთა გუნდებს დაცვა სჭირდებოდათ. ყველამ იცოდა, რომ ვინც საქართველოდან იყო, ერთგული იქნებოდა, ამიტომ ამიყვანეს. მალევე დაცვის უფროსი გავხდი. მერე მოხდა ისეთი რამ, რაზეც მე საერთოდ არ ვსაუბრობ. ეს სასწაული იყო: გინდ ხილვა ეძახეთ, გინდ - სიზმარი. ვნახე, როგორ მიმანიშნეს და მითხრეს, რომ ღმერთს შევპირდი მონაზვნობას და სიტყვა უნდა შემესრულებინა. ეს ხილვა თუ სიზმარი ჩემს სიტყვებს ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მახსენებდა, ამიტომ საბოლოოდ, წმინდა სამების იონას მონასტერში, ასე ვთქვათ, მოხდა ჩემი გარდაცვალება და მე ხელახლად დავიბადე, როგორც მონაზონი   განაგრძეთ კითხვა

Father Serafim’s emotional Aramaic chant for the Pope in Georgia

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი