პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" ხმას 26% , "ქართულ ოცნებას" კი 25.4% მისცემდა
GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" ხმას 26% , "ქართულ ოცნებას" კი 25.4% მისცემდა

GFK-ის კვლე­ვის თა­ნახ­მად, პირ­და­პი­რი წე­სით გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბით, 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმას გა­მო­კი­თხულ­თა 26% მის­ცემ­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი 25.4%. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2" ავ­რცე­ლებს, რომ­ლის დაკ­ვე­თი­თაც კომ­პა­ნია GFK-მ კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა.

რი­გით მე­სა­მე კვლე­ვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" წინა ორ კვლე­ვას­თან შე­და­რე­ბით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 0.6% უს­წრებს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პარ­ტი­ებს, გა­მო­კი­თხულ­თა 3.8% ხმას "ლე­ი­ბო­რის­ტულ პარ­ტი­ას", 3.6% "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებს", 2.6% მოძ­რა­ო­ბა "პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე - სა­ხელ­მწი­ფო ხალ­ხის­თვის", 1.5% "დე­მოკ­რა­ტი­ულ მოძ­რა­ო­ბას", 1,5% "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი - გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ოპო­ზი­ცი­ას", 0.4% კი "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას " მის­ცემ­და.

პირ­და­პი­რი წე­სით გა­მო­კი­თხვის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ თბი­ლის­ში 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმას 24.4%, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი 23.3% მის­ცემ­და. რაც შე­ე­ხე­ბა რე­გი­ო­ნებს აქ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხმას 26.5%, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" კი 26.2% მის­ცემ­და.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კი­თხვა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის დაკ­ვე­თით, კომ­პა­ნია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექ­ტემ­ბე­რის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და. პირ­და­პი­რი გა­მო­კი­თხვის გზით გა­მო­ი­კი­თხა 2200 სრულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ხმის მი­ცე­მის უფ­ლე­ბა გა­აჩ­ნია. შე­საძ­ლო ცდო­მი­ლე­ბა +/–2.1%-ია.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" ხმას 26% , "ქართულ ოცნებას" კი 25.4% მისცემდა

GFK-ს კვლევა - პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, საპარლამენტო არჩევნებში "ნაცმოძრაობას" ხმას 26% , "ქართულ ოცნებას" კი 25.4% მისცემდა

GFK-ის კვლევის თანახმად, პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას გამოკითხულთა 26% მისცემდა, "ქართულ ოცნებას" კი 25.4%. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს, რომლის დაკვეთითაც კომპანია GFK-მ კვლევა ჩაატარა.

რიგით მესამე კვლევის შედეგების თანახმად, "ნაციონალური მოძრაობა" წინა ორ კვლევასთან შედარებით "ქართულ ოცნებას" 0.6% უსწრებს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხულთა 3.8% ხმას "ლეიბორისტულ პარტიას", 3.6% "თავისუფალ დემოკრატებს", 2.6% მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის", 1.5% "დემოკრატიულ მოძრაობას", 1,5% "პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას", 0.4% კი "რესპუბლიკურ პარტიას " მისცემდა.

პირდაპირი წესით გამოკითხვის შედეგების თანახმად, მხოლოდ თბილისში 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 24.4%, "ქართულ ოცნებას" კი 23.3% მისცემდა. რაც შეეხება რეგიონებს აქ "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას 26.5%, "ქართულ ოცნებას" კი 26.2% მისცემდა.

წინასაარჩევნოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით, კომპანია GFK-მ, 2016 წლის 12-25 სექტემბერის პერიოდში საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. პირდაპირი გამოკითხვის გზით გამოიკითხა 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც ხმის მიცემის უფლება გააჩნია. შესაძლო ცდომილება +/–2.1%-ია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."