პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით
პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით

ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ეს არის უდი­დე­სი სა­უნ­ჯე, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სვე­ტი­ცხო­ვე­ლის ტა­ძარ­ში, რო­მის პა­პის მი­ღე­ბი­სას ბრძა­ნა. რო­გორც უწ­მინ­დეს­მა აღ­ნიშ­ნა, სვე­ტი­ცხო­ველ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბი გა­ნის­ვე­ნებს, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იკურ­თხე­ბო­და მი­რო­ნი, სა­დაც გვირ­ვინს ად­გამ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ებს.

"გუ­ლი­თა­დად მო­გე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის უძ­ვე­ლეს და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ტა­ძარ­ში, სვე­ტი­ცხო­ველ­ში, სა­დაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბი გა­ნის­ვე­ნებს. აქ არის ხა­ლე­ნი წმინ­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი­სა. აქ არის მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის უდი­დე­სი სიწ­მინ­დე, კვარ­თი უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერთ პირ­ველ წმინ­დან­თან, სი­დო­ნი­ას­თან ერ­თად გა­ნის­ვე­ნებს ამ ტა­ძარ­ში. წმინ­და სი­დო­ნია ქარ­თველ ებ­რა­ელ­თა სა­ო­ცა­რი ოჯა­ხი­დან იყო. მის­მა ძმამ ელი­ოზ­მა მცხე­თა­ში ჩა­მო­ი­ტა­ნა კვარ­თი, ხოლო მათი დედა ჯვარ­ცმის დღეს აღეს­რუ­ლა, რომ გა­ნი­ცა­და ჯვარ­ცმა უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი. ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით იმ ტა­ძარ­ში, სა­დაც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან იკურ­თხე­ბო­და მი­რო­ნი, სა­დაც გვირ­ვინს ად­გამ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­ებს და სა­დაც სდგე­ბო­და და დღე­საც ხდგე­ბა აყ­საყ­დრე­ბა კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის. პირ­ვე­ლი ეკ­ლე­სია ამ ად­გილ­ზე მე­ო­თხე სა­უ­კუ­ნე­ში აშენ­და. ეს სახე, რომლშიც ჩვენ დღეს ვიმ­ყო­ფე­ბით მე-11 სა­უ­კუ­ნე­ში მი­ი­ღო და არის 12 მო­ცი­ქუ­ლის სა­ხე­ლო­ბის", - ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

რო­გორც სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა გა­ნა­ცხა­და, მცხე­თა ისეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, რომ მე­ო­რე იე­რუ­სა­ლი­მის გან­ცდას ქმნის.

"მცხე­თა სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლი დე­და­ქა­ლა­ქია და დღემ­დე უც­ვლე­ლი სუ­ლი­ე­რი ცენ­ტრია ქვეყ­ნი­სა. იგი და მისი შე­მო­გა­რე­ნი ისეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, რომ მე­ო­რე იე­რუ­სა­ლი­მის გან­ცდას ქმნის: ახ­ლოს­ვეა გოლ­გო­თა, ბე­თა­ნია, გეთ­სი­მა­ნია, თა­ბო­რი, ელე­ო­ნი და სხვა. რამ­დე­ნი ცრემ­ლი და სის­ხლი დაღ­ვრი­ლა ამ მიწა-წყალ­ზე! სა­ქარ­თვე­ლო ხომ მუ­დამ მტერ­თა შე­მო­სე­ვე­ბის ად­გი­ლი იყო, მაგ­რამ ეს პა­ტა­რა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოა­ზი­სი, მა­ინც გა­დარ­ჩა და თა­ვი­სი მე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, თუმ­ცა უდი­დე­სი მსხვერ­პლის ფა­სად", - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

პარ­ტი­არ­ქმა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ძალა გულ­მხურ­ვა­ლე ლოც­ვა­ში და ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის თაყ­ვა­ნის­ცე­მა­ში და რწმე­ნა­ში მდგო­მა­რე­ობს.

"რო­გორც ჩვე­ნი ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, წმინ­და­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი ილია მარ­თა­ლი ამ­ბობ­და, ქრის­ტე ჯვარს ეცვა ჩვენ­თვის, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო ჯვარს ეცვა ქრის­ტეს­თვის. მე-13 სა­უ­კუ­ნე­ში 100 ათა­სი ქარ­თვე­ლი მო­წა­მე ეწა­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის და­სა­ცა­ვად. მათ არ და­ად­გეს ფეხი მა­ცხოვ­რი­სა და ღვთის­მშობ­ლის ხატ­სა. დიახ, ძალა გულ­მხურ­ვა­ლე ლოც­ვა­ში და ჭეშ­მა­რი­ტი ღვთის თაყ­ვა­ნის­ცე­მა­ში და რწმე­ნა­ში მდგო­მა­რე­ობს. რა არის მი­ზე­ზი ჩვე­ნი სი­სუს­ტი­სა? ორი­ვე ამის ნაკ­ლე­ბო­ბა. მე მახ­სენ­დე­ბა ძვე­ლი მო­ძღვრე­ბის და­რი­გე­ბა, მარ­თა­ლი ლოც­ვა რომ ჰქონ­დეს ადა­მი­ანს იგი უდი­დეს სას­წა­უ­ლებს იზამს და ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს არის უდი­დე­სი სა­უნ­ჯე, ჩვე­ნი სარ­წმუ­ნო­ე­ბა. ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნა, თავ­მდაბ­ლო­ბა და ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი ეს არის უძ­ვე­ლე­სი სა­უნ­ჯე რო­მელ­საც ჩვენ ვუფრ­თხილ­დე­ბით და მო­მა­ვალ­შიც გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით. კი­დევ ერთხელ მო­გე­სალ­მე­ბით თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ და ვა­ღი­ა­რებთ, რომ ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ში არის ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მხო­ლოდ ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გახ­სნის გზას ჩვე­ნი ერ­თო­ბი­სათ­ვის", - ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით

პატრიარქი - ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები, ეს არის უძველესი საუნჯე, რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სარწმუნოება ეს არის უდიდესი საუნჯე, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველის ტაძარში, რომის პაპის მიღებისას ბრძანა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, სვეტიცხოველში განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს.

"გულითადად მოგესალმებით საქართველოს ეკლესიის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტაძარში, სვეტიცხოველში, სადაც განსაკუთრებული სიწმინდეები განისვენებს. აქ არის ხალენი წმინდა ილია წინასწარმეტყველისა. აქ არის მსოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთ პირველ წმინდანთან, სიდონიასთან ერთად განისვენებს ამ ტაძარში. წმინდა სიდონია ქართველ ებრაელთა საოცარი ოჯახიდან იყო. მისმა ძმამ ელიოზმა მცხეთაში ჩამოიტანა კვართი, ხოლო მათი დედა ჯვარცმის დღეს აღესრულა, რომ განიცადა ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ჩვენ ვიმყოფებით იმ ტაძარში, სადაც უძველესი დროიდან იკურთხებოდა მირონი, სადაც გვირვინს ადგამდნენ საქართველოს მეფეებს და სადაც სდგებოდა და დღესაც ხდგება აყსაყდრება კათალიკოს-პატრიარქის. პირველი ეკლესია ამ ადგილზე მეოთხე საუკუნეში აშენდა. ეს სახე, რომლშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით მე-11 საუკუნეში მიიღო და არის 12 მოციქულის სახელობის", - ბრძანა უწმინდესმა.

როგორც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა განაცხადა, მცხეთა ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის.

"მცხეთა საქართველოს ძველი დედაქალაქია და დღემდე უცვლელი სულიერი ცენტრია ქვეყნისა. იგი და მისი შემოგარენი ისეა გაშენებული, რომ მეორე იერუსალიმის განცდას ქმნის: ახლოსვეა გოლგოთა, ბეთანია, გეთსიმანია, თაბორი, ელეონი და სხვა. რამდენი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ მიწა-წყალზე! საქართველო ხომ მუდამ მტერთა შემოსევების ადგილი იყო, მაგრამ ეს პატარა ქრისტიანული ოაზისი, მაინც გადარჩა და თავისი მეობა შეინარჩუნა, თუმცა უდიდესი მსხვერპლის ფასად", - ბრძანა პატრიარქმა.

პარტიარქმა ასევე აღნიშნა, რომ ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს.

"როგორც ჩვენი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, წმინდანად აღიარებული ილია მართალი ამბობდა, ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის, ხოლო საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის. მე-13 საუკუნეში 100 ათასი ქართველი მოწამე ეწამა საქართველოს ეკლესიის დასაცავად. მათ არ დაადგეს ფეხი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატსა. დიახ, ძალა გულმხურვალე ლოცვაში და ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემაში და რწმენაში მდგომარეობს. რა არის მიზეზი ჩვენი სისუსტისა? ორივე ამის ნაკლებობა. მე მახსენდება ძველი მოძღვრების დარიგება, მართალი ლოცვა რომ ჰქონდეს ადამიანს იგი უდიდეს სასწაულებს იზამს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის უდიდესი საუნჯე, ჩვენი სარწმუნოება. ჭეშმარიტი რწმენა, თავმდაბლობა და ჩვენი ტრადიციები ეს არის უძველესი საუნჯე რომელსაც ჩვენ ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ და ვაღიარებთ, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში არის ჩვენი ურთიერთობა. მხოლოდ ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული გახსნის გზას ჩვენი ერთობისათვის", - ბრძანა ილია მეორემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი